fbpx

ანდრიუს კუბილიუსი არის კორუმპირებული,პასუხს ვაგებ ჩემს სიტყვებზე-მირიან ყარაულაშვილი

,,იქსნიუსისმ, დამფუძნებელი მირიან ყარაულაშვილი-

დიდი ხანია ვაპირებდი თქმას, მაგრამ თავს ვიკავებდი ბევრი მიზეზის გამო; პირველ რიგში იმიტომ, რომ ზიანი არ მიმეყენებინა ჩვენი ქვეყნისთვის ამ სტატუსში მოხსენიებული სუბიექტის მხრიდან რაიმე სახით , მაგრამ მეტი რაღა უნდა ავნოს, რასაც უკვე დიდი ხანია აკეთებს ?!

ხოდა:

– 2009-2011 წლებში ჩემს მეგობართან ერთად( ერთ-ერთი დასავლეთ ევროპული , “ძველი ევროპის” ქვეყნის მოქალაქესთან) ერთად ლიტვის რესპუბლიკაში კონკრეტულ ბიზნეს-აქტივობას ვეწეოდით.

იყო იმ პერიოდში ძალიან საინტერესო, გლობალური ბიზნეს- თემა – ატმოსფეროში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის სახელმწიფოთაშორის გადანაწილებული ქვოტებით საბირჟო ვაჭრობა. ლიტვის რესპუბლიკას ჰქონდა მაშინ გასაყიდად გამოტანილი 20 მილიონი ტონა მავნე ნივთიერების ატმოსფეროში გაფრქვევის სახელმწიფო კვოტა . ერთი ტონა გაფრქვევის ქვოტის ღირებულება იმ დროს ლონდონის ბირჟაზე დაახლოებით 5-6 ევრო იყო.

როგორც წესია , გაყიდვაზე უფლებამოსილი პირი კონკურსით უნდა გამოევლინა სახელმწიფოს ლიტვის სამთავრობო კომისიის სახით.

ჩვენმა კომპანიამ მაშინ მოიგო ეს ტენდერი .

სამწუხაროდ, სწორედ იმ პერიოდში განვითარებულმა გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა ეს ბიზნესი გაანადგურა და ჩვენი კომპანიაც მოსალოდნელი ბენეფიტის გარეშე დარჩა, თუმცა რამოდენიმე ათეული ყიდვა-გაყიდვის ოპერაცია მაინც შევასრულეთ კერძო კომპანიების კუთვნილ კვოტებზე. მიღებულმა შემოსავალმა თითქმის გაასწორა განხორციელებული ინვესტიცია და ფაქტიურად უდანაკარგოდ გამოვედით შექმნილი ფორს-მაჟორიდან.

მაგრამ, ყველაზე საინტერესო სათქმელი წინა მაქვს ჯერ კიდევ…

ზემოთ აღნიშნული სახელმწიფო კონკურსის ( ტენდერის) მიმდინარეობისას თითქმის ღიად იყო გაჩაღებული ვაჭრობა ტენდერში გამარჯვებულის გამოსავლენად…

ერთ ეპიზოდში ერთ-ერთი მინისტრის დავალებით მისმა პირადმა მეგობარმა და ოფიციალურად მისმა თანაშემწემ რამოდენიმე ასეული ათასი ევრო ტენდერში ერთ-ერთი მონაწილისგან ქრთამად იქვე, სამინისტროს წინ შემთხვევით გაჩერებულ ტაქსიში აიღო( ესეც იქაური კონსპირაციის ერთ-ერთი სახეა!:))…

კონკრეტულად ეს მინისტრი კი უშუალოდ მაშინდელი პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური პარტიის ლიდერი და მისი პირადი მეგობარი გახლდათ. განვითარებული გლობალური ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე ფორს-მაჟორის გამო მასვე მოუხდა უკან აღებული თანხის დაბრუნება-ესეც უშუალოდ პრემიერთან შეთანხმებით , რა თქმა უნდა.

ხოდა, იმ მომენტში ლიტვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი და სამთავრობო კომისიის თავმჯდომარე გახლდათ დღეს ევროპარლამენტის წევრი ლიტვიდან, ჩვენი ქვეყნის დაუძინებელი მტერი ანდრიუს კუბილიუსი!!!

…. ვისაც უნდა, სადაც უნდა იმ ინსტანციაში და იმ ქვეყანაში მივცემ ოფიციალურ ჩვენებას, სადაც დაინტერესდებიან ამ თემით!!!

პასუხს ვაგებ აქ ნათქვამ ჩემს თვითეულ სიტყვაზე!

ესაა სულ!!!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება