fbpx

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ:საქართველო არანაირად არ ყოფილა იმ კონტექსტით მოხსენიებული,როგორც ეს აქაურმა ვაი-პოლიტიკოსებმა გააშუქა-მირიან ყარაულაშვილი

,,იქსნიუსის ,,დამფუძნებელი მირიან ყარაულაშვილი სოციალურ ქსელში წერს-

დღეს და გუშინ , ვისაც არ ეზარება ყველა საუბრობს აშშ სენატის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის სხდომის თაობაზე, სადაც განხილული იყო საკითხი „აშშ პოლიტიკის შესახებ კავკასიაში“.

არ დამეზარა და პირველიდან ბოლო წუთამდე ვუყურე და მოვისმინე კომიტეტის სხდომის მიმდინარეობა( მერწმუნეთ, ხაბეიშვილზე გაცილებით უკეთესად მესმის ინგლისური(ამერიკული) ენა! 😉 ).

ხოდა, უპირველეს ყოვლისა უნდა ვთქვა, რომ საკითხი ექსკლუზიურად ეხებოდა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტისა და სამშვიდობო პროცესის მიმდინარეობას და ამ პროცესში აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის როლს და მის აქტივობებს რეგიონში;

კომიტეტის სხდომაზე, რომელიც ზუსტად ერთი საათი და 44 წუთი გრძელდებოდა, კომიტეტის თავმჯდომარის 26-წუთიან შესავალ სიტყვაში მთლიანად საუბარია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მოგვარებაში აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაწეული სამუშაოების ეფექტურობის შეფასებასა და კონფლიქტის მოგვარებაში მისი მონაწილეობის შესახებ; მისი 26-წუთიანი შესავალი სიტყვიდან მხოლოდ 33 წამი დაეთმო საქართველოს საკითხს, ისიც საქართველოს სახელმწიფო საზღვრების ხელშეუხებლობის კიდევ ერთხელ დადასტურების კონტექსტში;

კომიტეტის თავმჯდომარის სენატორ რობერტ მენენდოზის შესავალი სიტყვის შემდეგ 5-წუთიანი გამოსვლის საშუალება მისცეს აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ქალბატონ კარენ დონფრიდს და სახდეპის უფროს მრჩეველს კავკასიურ მოლაპარაკებათა და შეთანხმებათა საკითხებში ბატონ ფილიპ რიკერს;

ერთმაც და მეორემაც მთელი მათი გამოსვლა ხუთ-ხუთი წუთის მანძილზე დაუთმეს მხოლოდ და მხოლოდ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტს და სახდეპის მიერ გაწეულ მუშაობას ამ მიმართულებით;

მათ გამოსვლებში საქართველო მხოლოდ ერთხელ იყო ნახსენები რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციის ფაქტის აღნიშნვით და მისი დაგმობით;

მათი გამოსვლის შემდეგ 5-წუთიანი გამოსვლის საშუალება მიეცათ კომიტეტის წევრ სენატორებს;

აბსოლუტურად ყველა სენატორი , გარდა სენატორ შაჰინისა, მათ გამოსვლაში საუბრობს სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე, უკრაინა-რუსეთის ომის ცალკეულ ეპიზოდებზე, ძირითადად ე.წ. „ხორბლის შეთანხმების“ მიმდინარეობის და შეფერხებების შესახებ, თურქეთის როლზე აზერბაიჯანის სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერის კონტექსტში, რუსული გავლენის შეფასებაზე კავკასიურ კონფლიქტებსა და მათ მოგვარებაში და შავი ზღვის რეგიონში აშშ პოლიტიკის გავრცელების ინტენსიურობასა და ეფექტურობაზე.

მთელი კომიტეტის სხდომის მიმდინარეობის უმთავრესი (უმთავრესი!!!) თემა მაინც იყო მხოლოდ და მხოლოდ აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტი და მის მოგვარებაში აშშ სახდეპის როლზე.

ცალკე აღნიშვნის ღირსი არანაირად არ არის, მაგრამ რადგანაც აქ, ჩვენთან ატყდა აურზაური მის გამოსვლაზე, შევჩერდები სენატორ შაჰინის სიტყვაზე:

-მანაც ზოგადად ისაუბრა აღნიშნულ კონფლიქტსა და აშშ სახდეპის როლზე და მხოლოდ ერთი გრძელი წინადადებით, რომელიც აშკარად ხელოვნური წარმოშობის ელფერს ატარებდა, შეკითხვის სახით მიმართა ქალბატონ კარენ დონფრიდს: „ ხომ არ ფიქრობთ, რომ იმ სიტუაციაში, როდესაც საქართველოში დემოკრატია უკან იხევს, საჭირო გახდეს აშშ სახდეპის პოლიტიკის გადასინჯვა საქართველოსადმი დახმარების ბიუჯეტის გადახედვის კუთხითო…

ეს იყო და ეს!!!

რა თქმა უნდა, ქალბატონმა კარენ დონფრიდმა უპასუხა მის ამ შეკითხვას და ერთი წუთის განმავლობაში მოიხსენია საქართველოს ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ აშშ კრიტიკის შემცველი განცხადებები და იქვე აღნიშნა, რომ მართალია ეს პოლიტიკოსები არ არიან მთავრობის წევრები, მაგრამ მათ ადრე ჰქონდათ ახლო კავშირები მთავრობის წარმომადგენლებთანო; აქვე შეაქო აშშ-ს ელჩი საქართველოში ქალბატონი დეგნანი და ხაზი გაუსვა სახდეპის უპირობო მხარდაჭერას მის მიმართ( აბა, სახდეპის მაღალი დონის ჩინოვნიკი დედას ხო არ აგინებდა მათ თანამშრომელს საჯაროდ და თანაც სენატის კომიტეტის სხდომაზე?! 🙂 ).

ეს იყო და ეს!!!

ამით ამოიწურა საქართველოს ხსენება რაიმე ნეგატიურ კონტექსტში!!!

სხდომის მიმდინარეობისას კიდევ ახსენეს საქართველო ორჯერ თუ სამჯერ და ისიც რუსეთის ოკუპაციის და საზღვრების ურღვევობის კონტექსტში..

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ:

აშშ სენატის საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „კავკასიაში აშშ პოლიტიკის შესახებ“ საკითხის განხილვისას საქართველო არანაირად არ ყოფილა იმ კონტექსტითა და შეფასებებით მოხსენიებული, როგორც ეს აქაურმა ვაი-პოლიტიკოსებმა და მათმა რუპორმა ვაი-მედიამ გააშუქა ველური აღტკინებითა და გამარჯვებულის ყიჟინით!

ამის მეტს აღარ დავწერ;

აგერაა ბატონო ხსენებული კომიტეტის სხდომის სრული ვიდეოჩანაწერი და ყველა დაინტერესებულ ადამიანს ვთხოვ პირადად უყუროს, მოუსმინოს და თუ რაიმე არაზუსტი დავწერე – შემისწოროთ!

კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ:

– კომიტეტის სხდომა ეხებოდა აშშ სახდეპის მუშაობის შეფასებას და არა რომელიმე კავკასიური სახელმწიფოს მთავრობის და ხელისუფლების მუშაობის განხილვას, მით უმეტეს , საქართველოსი!!!

ესაა სულ!!!

https://www.foreign.senate.gov/hearings/assessing-us-policy-in-the-caucasus

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება