fbpx

ამ თეატრალურ გაბრაზებას ჰქონდა ერთადერთი მიზანი –რამენაირად, “გაეპრავებინათ” გიორგი გახარია -მამუკა მდინარაძე

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე:

“მოშეს გეგმა” საერთოდ საოცრებაა. ეს რომ მითხრეს, გადავახვიე და ვუყურე ნაწილს, “მთავარ არხზე გასული სიუჟეტი იყო. მერე ისხდნენ ოთხნი და განიხილავდნენ.

ერთადერთი კითხვა მაქვს – ოთხივემ იცოდა რომ ეს გვარამიას მოგონილი ფეიკი იყო, თუ გვარამიამ დანარჩენი სამი, ან გვარამიამ და კვესიტაძემ დანარჩენი ორი მოატყუა და იმ ორს მართლა ეგონა, რომ რეალურ დოკუმენტზე მსჯელობდნენ?

როგორი სამსახიობო შესრულება იყო, რომ აი, ეს ედოთ, მოგონილი, ფეიკი, თავისი ფეიკი და ამაზე ბრაზდებოდნენ, იცინოდნენ, გვლანძღავდნენ, თავისივე შექმნილ დოკუმენტზე ჰქონდათ რეაქციები – რა ხარისხში ავიდა ფეიკი, წარმოიდგინეთ?

ჩემთვის მართლა ესაა მთავარი კითხვაა, ოთხივემ იცოდა ეს რომ ფეიკი იყო, თუ მოატყუა დანარჩენები გვარამიამ და უთხრა, რომ აი, ეს დოკუმენტი ჩაუვარდა ხელში?

ამ თეატრალურ გაბრაზებას და ემოციას ჰქონდა ერთადერთი მიზანი – რომ რამენაირად, “გაეპრავებინათ” გიორგი გახარია. საათების განმავლობაში, ამ ფეიკის შექმნა, დაგეგმვა, მიეძღვნა იმას, რომ გიორგი გახარია გაეპრავებიათ.

აი, აი, ხომ თქვა კობახიძემ და ღარიბაშვილმაო, წინა რიცხვით, წარსულ დროში მომხდარი ამბავი მოჰყავდათ მტკიცებულებად

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება