fbpx

ქუთაისი ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების მე-10 ყოველწლიურ საკონსულტაციო ფორუმს მასპინძლობს

ქუთაისი ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების მე-10 ყოველწლიურ საკონსულტაციო ფორუმს მასპინძლობს. ფორუმი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ქუთაისის მუნიციპალიტეტის და ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების სამდივნოს თანამშრომლობით ხორციელდება. ფორუმში 48 ქვეყნის 500-მდე დელეგატი იღებს მონაწილეობას. უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ღონისძიების თემატიკაა „მდგრადი კულტურული მარშრუტები, კრიზისიდან გამოსვლის ინოვაციური გზის კვალდაკვალ“. “.ეს ფორუმი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ჩვენი ქალაქისთვის. უდიდესი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ქუთაისს მიეცა ახალი შანსი – ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების ქსელების ოპერატორების, კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენელთა ყოველწლიურ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ წარმოაჩინოს საკუთარი ღირსებები და შესაძლებლობები. გვჯერა, ფორუმის თითოეული მონაწილე და სტუმარი გაიცნობს და შეიყვარებს ქუთაისს, იმერეთს და პანდემიის დასრულების შემდეგ არაერთხელ გვესტუმრებიან. მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც მიიღო გადაწყვეტილება, რომ სწორედ ჩვენი ქალაქი ყოფილიყო ამ უმნიშვნელოვანესი ღონისძიების მასპინძელი. დარწმუნებული ვარ, ეს ფორუმი ახალი შესაძლებლობების და მორიგი წარმატებების მომტანი იქნება ქუთაისისთვის! წარმატებულ და საინტერესო დღეებს ვუსურვებ ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების ფორუმის მონაწილეებს!”- აცხადებს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი. პანდემიის გამო, ფორუმი ონლაინ ფორმატში იმართება. 29 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით , წარმოდგენილი იქნება არაერთი საინტერესო მოხსენება, პრეზენტაცია, კვლევა. გაიმართება დისკუსიები და შეფასდება ფორუმის მუშაობა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება