fbpx

ამ ეტაპზე უცნობია, ნიკუტა ელარჯს წელავს თუ ერთ-ერთ საკუთარ ორგანოს-გელა ზედელაშვილი

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი ნიკა გვარამიაზე-

ნიკუტაბადრაგმა უთხრა, შებრძანდითო. ასეთ ზრდილობიან მოპყრობას არ ელოდა, დაიბნა. – შებრძანდით-მეთქი, ბატონო ნიკოლოზ, – გაიმეორა ბადრაგმა და თან გაუღიმა.შებრძანდა, საკანი მოათვალიერა. გაოგნდა, ასეთი სისუფთავე და წესრიგი საკუთარ სახლშიც არ უნახავს. თანამედროვე ტიპის საწოლზე ჩამოჯდა. ბადრაგმა ბორკილები შეხსნა და ღიღინით გავიდა. – უკაცრავად, ბატონო, რატომ ღიღინებთ, ჩემი დაპატიმრება გიხარიათ?! – წამოიღნავლა ტუსაღმა. – მე თქვენ საიდანღაც მეცნობით, ვინ ხართ? – მიუგო ბადრაგმა.– მე ვინ ვარ? განა ეს კითხვას საჭიროებს? ტელევიზორს არ უყურებ, შვილო?! – აი, გამახსენდა,თქვენ ერთხელ საქართველოს მოსახლეობას ეჩხუბებოდით, ღვინოში უნდა ჩაგიფსათო, – ჩაიცინა ბადრაგმა.– მეღადავებით?!– არა, როგორ გეკადრებათ? მალე მოვლენ, ლოგინსა და თეთრეულს მოგიტანენ, ალბათ მოგშივდებოდათ კიდევაც, – შეცვალა თემა ბადრაგმა, რომელიც მეტად წარმოსადეგი ვინმე გახლდათ, მით უფრო ტუსაღთან შედარებით. – მე თქვენ თეთრეულში არ ჩავწვები… ვიცი, მომწამლავთ და დამაქეციანებთ. სხვათა შორის, ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ ძალოვანი უწყებებიდან ჩემმა ინფორმატორებმა მაცნობეს! – აღნავლდა ისევ ტუსაღი. – ბატონო ნიკოლოზ, ლოგინი და თეთრეული მოგიტანეთ, – შეიხედა ნახევრად ღია კარში ჯიშიანმა ქალბატონმა, რომელსაც მკერდი გომბორის ბორცვებივით გამოჰბერვოდა, ხოლო უკან ჩია ტანის მოსამსახურე მოჰყვებოდა კურტანმოკიდებული. – თეთრეული არ მინდა! – შეხტა და შემოტრიალდა ბატონი ნიკოლოზი. – ბატონო ნიკოლოზ, ეს პროტოკოლითაა გათვალისწინებული, უთეთრეულოდ ვერ დაგაძინებთ, – შემოიყარა დოინჯი ფორმიანმა, თანაც ჯიშიანმა ქალბატონმა, ატმის ხესავით აფეთქებულმა და მოქნეულმა გავაზივითა.– თქვენ შეგიძლიათ, უბრალოდ ნიკუტა დამიძახოთ, – გეგონება დადნაო ნიკოლოზი.– დიახ, ბატონო ნიკუტა, მალე საჭმელსაც მოგიტანენ… აი, მენიუ ინებეთ, თქვენთვის სასურველი კერძები კალმით შემოხაზეთ, – მიუგო ქალმა და კალამი გადააწოდა, თან ისე გადაიხარა, ათქვირებულ ძუძუებშიც ჩაახედა, საიდანაც ველური ვარდის სურნელი ამოვარდა. ნიკოლოზი გაბრუვდა, ვეღარ გაეგო, სატუსაღოში იყო თუ სამოთხეში. სადღაც გულის კუნჭულში კი სიამოვნებს, ასე რომ ეპყრობიან, მაგრამ ამას ხომ არ იკისრებს? ხვალ დილიდანვე უნდა განაცხადოს, რომ იგი ძალზედ იტანჯება და განიცდის არნახულ დისკომფორტს. მეტიც, ასეთი ფამილარული მოპყრობა არის წამების ერთ-ერთი ფორმა, რაც უთუოდ მოიაზრება ანტიდემოკრატიულ, ანტიპლურალისტულ ნაბიჯად. განა ასე არ თქვა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, ქალბატონმა კელი დეგნანმა? ნანობს, მას ცოტა ხნის წინათ აუგად რომ იხსენიებდა. პრინციპში, სანანებელიც არაფერია, მაშინ ღირსი იყო. ჰოდაააა… ასევე, წამების ერთ-ერთი ფორმაა ასეთი თეძოებიანი ქალის გამოგზავნა. ამათ ჰგონიათ, ამნაირი მდედრობითი სქესის წარმომადგენელი აიძულებს, აქაური საჭმელები გასინჯოს? არავითარ შემთხვევაში! სანამ საკანში წამოიყვანდნენ, დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ უთხრა, ბიძინა ივანიშვილი ორი გზით გიპირებს დაქეციანებას – თეთრეულით და საჭმლითო. ნატო ჩხეიძისთვის ეს ინფორმაცია გადმოუცია მისსავე მეუღლეს, ლონდონში მყოფ ზაზა ოქუაშვილს. ზაზა ოქუაშვილს ამ საკითხზე თბილისიდან დალაპარაკებია ელეონორა კილაძე, რომლისთვისაც აგი ამბავი ძალოვანთა სისტემებიდან მიუწოდებია ერთ-ერთ მაღალჩინოსანს. აი, ამაშია საქმეო, ჩაილაპარაკა ნიკუტამ, საწოლზე ჩამოჯდა და კვლავ სიღრმისეულ ფიქრებში ჩაიძირა… ამას არ აპატიებს ბიძინა ივანიშვილს, დილეგში კი არა, გამოქვაბულშიც რომ შეაგდოს, სახეს აახევს, სახეს, მა რააა! ეხლა სალომე ზურაბიშვილმა უნდა შეიწყალოს, ეს უარს იტყვის, გაძალიანდება, ფეხებს გაფშეკს, არ მინდა მაგისი გულმოწყალებაო და ის კიდე მაინც შეიწყალებს ევროპელი პოლიტიკოსების ზეწოლით. ჰმ… ბოლო-ბოლო სქელტრაკა უგულავა შეიწყალა ზეწოლით, მაგაზე მეტი გასავლიანობა არ აქვს? მაგაზე მეტი გმირობა არ გამოუჩენია? მაგაზე მეტად არ უყვარს მამული, დედული და ცვრიანი ბალახ-ბულახი? ეგრე სად არი, თაყავო?!– ბატონო ნიკოლოზ, მენიუს გადახედეთ? – შემოიჭყიტა სარკმლიდან თეთრხალათიანმა მზარეულმა ქალბატონმა, რომელსაც ბანანის საამო სურნელი ასდიოდა.– შენ ვინ ხარ, რა გინდა? – შესძახა ნაწყენი ტონით ნიკოლოზმა და საწოლიდან გადმოკუნტრუშდა.– მე თქვენი კვება დამავალეს… იმედია, მიხეილ სააკაშვილივით არ გამაწვალებთ! – ახ, ესე იგი, ბიძინა ივანიშვილმა შენი ხელით უნდა დამაქეციანოს?! – აჭყვიტინდა ნიკოლოზი და უცებ თავში იტაცა ხელები, – ოხ, ეს წყეული შაკიკი!!!– შაკიკმა შემოგიტიათ? – ჩაეკითხა მზარეული.– დიახ… განა შეიძლება, არ გიტევდეს შაკიკი იმ ქვეყანაში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი მართავს?!– თქვენ უნდა მიიღოთ ფსელში გაზავებული ღვინო, რომელიც შეიცავს ძალზედ სასარგებლო მაგნიუმს.– ღადაობ, ხო? – ჩაჰქინდრა თავი გამწარებულმა ნიკოლოზმა.– არა, ბატონო, როგორ გეკადრებათ, ეგ უებარი წამალია.– არა, ეგ დაქეციანების საშუალება იქნება, როდესაც ნატო ჩხეიძე მინახულებს, მას გამოვკითხავ ძალზედ წვრილად და სიღრმისეულად, მე ივანიშვილის სისტემას არ ვენდობი, გასაგებია?! – შეხტა და შემოტრიალდა ნიკოლოზი.– გასაგებია… ესე იგი, თქვენ უარს აცხადებთ ჭამაზე?– დიახ, ეს ხელისუფლება არ არის იმის ღირსი, რომ მისი მომზადებული რაღაცები ვჭამო, ეგღა მაკლია!– იქნებ მენიუსთვის მაინც გადაგეხედათ? – მოსინჯა კიდევ ერთხელ მზარეულმა.ნიკოლოზმა ანაზდეულად ჩაიხედა მენიუში. აათვალიერა და ჩაათვალიერა. ერთ ხანობას თვალები გაუფართოვდა, გამომეტყველებაზე გაკვირვება დაეტყო.– შენ რა გქვია? – ჩაეკითხა მოულოდნელად ნიკოლოზი.– მიმოზა, ჩემო ბატონო, – დაირცხვინასავით მზარეულმა.– მშვენიერი სახელია, ძალზედ რომანტიკულადა ჟღერს… ისე, არ გამცეთ, მიმოზა, ელარჯს კი გაწელავდა ახლა კაცი, – მოწკურა თვალები ნიკოლოზმა.– მოგართვათ?– ოღონდ ამ ერთხელ… იმედია, ბიძინა ივანიშვილი პირველივე დღეს არ მოინდომებს ჩემს დაქეციანებას! – არა, როგორ გეკადრებათ?– ისევ მე მეკადრება, ადამიანო? დამიჭირეთ, მანერვიულეთ, წნევა ამიწიეთ, გამაშაკიკეთ, ჭკუიდან გადამიყვანეთ და კიდევ მე მეკადრება?!– უკაცრავად, ასე არ მინდოდა, სხვანაირად გამომივიდა, – ისევ დაირცხვინა მზარეულმა.– ოჰო, თქვენ გებჟალიაც გქონიათ… ფურჩხოლიაც, ჭვიშტარიც, კუჭმაჭიც! – წამოიჭყვიტინა ნიკოლოზმა.– დიახ, ჩვენ შეგვიძლია, ყველა კერძი ამ წუთასვე მოგართვათ.– არა, ამჯერად მხოლოდ ელარჯს გავწელავ! – გასცა ბრძანებასავით ტუსაღმა. – კარგი, ჩვენ მოხარული ვართ, რომ ელარჯის გაწელვა მოისურვეთ.– ერთი რა მაგის პასუხია და… წეღან რომ თქვით, მიხეილ სააკაშვილმა გამაწვალაო, რა ხდება, რაშია საქმე, რატომ იხსენიებთ ბელადს ასე ირონიულად?! – დაიწყო დაკითხვასავით ნიკოლოზმა, როგორც ყოფილმა პროკურორმა.– ფაფებს ჭამდა და შემდეგ მთელ პერსონალს დედებს გვაფიცებდა, არსად თქვათ, ამ ფაქტმა არსად არ უნდა გაჟონოსო. არადა, მაინც გაჟონა. იმ ღამეს დაგვემუქრა, ყვერებს გამოვიკვანძავ და თქვენ დაგაბრალებთო, – ყვერების ხსენებაზე ყურებამდე გაწითლდა მზარეული, მაგრამ რა უნდა ექნა, ფაქტი ხომ უნდა აღენიშნა?– რას ლაპარაკობ, ბელადი ყვერების გამოკვანძვას ლამობდა?! – შეჰყარა ნამეტნავად ვაჟკაცური წარბები ნიკოლოზმა და თან ტუჩების კვნეტა დაიწყო.– დიახ, ასე გვემუქრებოდა, ხელებს პარჭყავდა და საჩვენებელ თითს გვიქნევდა, პრეზიდენტი ისევ რომ გავხდები, ყველას მოგკითხავთ პასუხსო!– ეხლა რას შვრება, ყვერებს ისევ აწვალებს? – ეხლა უფრო ხშირად თავის თავს ელაპარაკება, პერიოდულად ტაშს უკრავს და ორდენებით აჯილდოვებს.– რისთვის აჯილდოვებს?– დიდგორისა და ცხინვალის ბრძოლები მოვიგეო, კიდევ რომ მოვიგო, აპლოდისმენტები მჭირდებაო, ნება იბოძეთ და დამაფასეთო.– დიახაც, უნდა დააფასოთ, ის უდიდესი მხედართმთავარია!– ვაფასებთ, როგორც შეგვიძლია, ტაშს ვუკრავთ, მეტი რა გავაკეთოთ?– მხოლოდ ტაში არ კმარა, მის პატივსაცემად ბუშტებიც უნდა გაუშვათ ხოლმე ცაში!– აი, ეგ ვერ მოვიფიქრეთ და არც თვითონ უთქვამს.– ის ვერ გეტყვით, ნამეტანი მორიდებულია, რცხვენია. განა ბევრი მეფე იცით საქართველოს ისტორიიდან, რომელიც სამშობლოს კეთილდღეობისთვის ყვერებს იკვანძავდა?– მე ვერ ვიხსენებ.– ვერც გაიხსენებ, ასეთი არ არსებობს. ახლა წადი, გამშორდი, ელარჯი გამომიგზავნე, გავწელავ, შემდეგ დავიძინებ, რათა ძალები მოვიკრიბო და მთავარ დემონს შევერკინო.მზარეული გაუჩინარდა. ნიკოლოზი, ანუ ნიკუტა ქათქათა ლოგინზე წამოწვა, ფეხი ფეხზე გადაიდო და კვლავ ფიქრებს მისცა გოდორივით თავი.უი, კინაღამ დამავიწყდა, ეს იმაზე მოგიყევით, ნიკა გვარამიაზე, მოულოდნელად რომ შეაგდეს პენიტენციურ დაწესებულებაში. ამ ეტაპზე უცნობია, ის ელარჯს წელავს თუ ერთ-ერთ საკუთარ ორგანოს. გელა ზედელაშვილი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია