fbpx

ადიგენის მუნიციპალიტეტში, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და ახალგაზრდების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული მინი მოედნების მოწყობა მიმდინარეობს

ადიგენის მუნიციპალიტეტში, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და ახალგაზრდების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული მინი მოედნების მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, საკრებულოს თავმჯდომარესთან შმაგი ბიძიშვილთან და მერის წარმომადგენელთან ერთად ადგილზე გაეცნო. ამ ეტაპზე, სოფელ ფხეროში, მლაშეში, სოფელ ადიგენსა და მოხეში ახალი თანამედროვე სტანდარტების მქონე ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნების მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია კომბინირებული მინი მოედნის მშენებლობა, სადაც ახალგაზრდებს ფეხბურთით, ფრენბურთითა და კალათბურთით თამაშის შესაძლებლობა ექნებათ. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით განხორციელდება, რომლის საერთო ღირებულება 426 558 ლარს შეადგენს

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება