ამ ეტაპზე პროექტით დაგეგმილი სამუშაოების ნაწილი დასრულებულია.
აღნიშნულ სამუშაოებს აწარმოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,არალი’’ და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 239 678 ლარს შეადგენს.
პროექტის ფარგლებში ეწყობა გზის დამცავი საყრდენი კედლები და გაბიონები.
მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, როსტომ მაგრაქველიძემ მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ადგილზე დაათვალიერა.
პროექტი გარდამავალია და განსაზღვრულ ვადებში დასრულდება.