fbpx

ადიგენის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში, ე.წ ახალი დასახლების მიმართულებით, შიდა საუბნო რკინა-ბეტონის გზის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.

პროექტის ფარგლებში მოეწყო 642 მეტრის მონაკვეთზე რკინა-ბეტონის საფარი, მიერთებებით, სანიაღვრე არხებითა და ეზოში შესასვლელებით.

სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსდა, რომლის ღირებულება 239 999 ლარია.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება