fbpx

USAID ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში ურთიერთთანამშრომლობის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID ადგილობრივი თვითმმართველობის
პროგრამის ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში
ურთიერთთანამშრომლობის სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად სამუშაო შეხვედრა
მოეწყო.
შეხვედრაში მონაწილეობა USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის
ხელმძღვანელმა კევინ მაკლოკლინმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით
შერაზადიშვილმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ
ჟორჟოლიანმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიიღეს.
პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში მიმდინარე დეცენტრალიზაციის და საჯარო
მმართველობის რეფორმის მხარდაჭერას, ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეთა
ჩართულობის გაზრდას.
USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა წარმოადგენს ხუთწლიან
ინიციატივას, რომელიც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით
ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 21 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
“ბოლნისის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტია საერთაშორისო ორგანიზაციებთან
ურთიერთობა და მათთან ეფექტური თანამშრომლობა. მოხარული ვარ, რომ ბოლნისი
საქართველოს მასშტაბით, 11 მუნიციპალიტეტს შორის მოხვდა, სადაც USAID-ის
ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა განხორციელდება. ახალი პროგრამა ხელს
შეუწყობს საქართველოში მიმდინარე დეცენტრალიზაციისა და საჯარო მმართველობის
რეფორმის განხორციელებას, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობებში ეფექტიანობის,
ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას. USAID-ს
გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის დიდ მადლობას ვუხდი. ვფიქრობ,
აღნიშნული პროგრამა დეცენტრალიზაციის პროცესს კიდევ უფრო მეტად ეფექტურს და
მოქნილს გახდის“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით
შერაზადიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება