fbpx

„TV პირველი“, „ობიექტივი“ და „ერ ბი ჯი“ „სტერეო პლუსის“ მაუწყებლობიდან დავალიანების გადაუხდელობის გამო გაითიშა-დავით ზილფიმიანი

როგორც „სტერეო პლუსის“ დამფუძნებელმა დავით ზილფიმიანმა განაცხადა, მიზეზი დავალიანებაა, რომელიც გაფრთხილების მიუხედავად, აღნიშნულმა არხებმა არ გადაიხადეს.

ზილფიმიანი იმედოვნებს, რომ ტელეკომპანიები მალე გადაიხდიან დავალიანებას და მაუწყებლობა აღუდგებათ, რადგან ეს უპირველეს ყოვლისა, მაყურებელთა ინტერესებშია.

„გადაწყვეტილების მიღებაში მე არ ვმონაწილეობ. დავალიანების გამო გაეთიშათ მაუწყებლობა. სამივე ტელევიზიას გაეგზავნა გაფრთხილება, მაგრამ არ გადაიხადეს. იმედი მაქვს, გადაიხდიან და აღდგება მაუწყებლობა. ეს მაყურებლისთვისაც მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ზილფიმიანმა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება