fbpx

Pfizer-ი კორონავირუსის სამკურნალო აბების ჯენერიკს გამოუშვებს

მსოფლიოში წამყვანი ფარმაკოლოგიური კომპანია Pfizer-ი კორონავირუსის სამკურნალო აბების ჯენერიკს გამოუშვებს, რომელიც დაბალი ფასის გამო ხელმისაწვდომი იქნება დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე 95-მდე ქვეყანაში.

კომპანია არ მიიღებს ჰონორარს დაბალი და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში ჯენერიკების გაყიდვებიდან, რადგან ის გამოყენებული უნდა იქნას როგორც პანდემიის დამარცხების ერთ-ერთი გზა.

Pfizer-მა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მათ მიერ შექმნილმა კორონავირუსის სამკურნალო აბმა კვლევებში დამაკმაყოფილებელი შედეგები აჩვენა, რადგან აბი სიკვდილიანობას და ჰოსპიტალიზაციას 89%-ით ამცირებს იმ პირებში, რომლებიც მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება