საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩინეთში, შანხაიში,
ტურისტულ გამოფენაში ITB-China 2025 მონაწილეობს. გამოფენაზე 30-მდე
სახელმწიფო ორგანიზაცია და კერძო კომპანიაა წარდგენილი. გამოფენის
მნიშვნელობაზე საუბრობს სასტუმრო Panorama Lisi Grand Hotel-ის წარმომადგენელი
მართა დარციმელია.
„ITB CHINA 2025-ის გამოფენაზე საკმაოდ ბევრი ადამიანი მოდის, ბევრი ტურისტული
კომპანია დაინტერესდა საქართველოთი. ჩინური ბაზარი ერთ-ერთი მზარდი და
საკმაოდ დიდია, შესაბამისად ძალიან ბევრ ტურისტს ველოდებით ჩინეთიდან
საქართველოში. შარშანაც გვყავდა ძალიან ბევრი ჩინელი სტუმარი სასტუმროში და
მას შემდეგ, რაც სავიზო რეჟიმი მოიხსნა ძალიან ბევრ სტუმარს ველოდებით“-
აცხადებს მართა დარციმელია.
ITB CHINA 2025 ჩინეთის ქალაქ შანხაიში სამი დღის განმავლობაში მომდინარეობს და
მას მსოფლიოს 90-მდე ქვეყნიდან 1500-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია ესწრება.