სამტრედიის მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება შიდა ინფრასტრუქტურის განვითარება. ამ ეტაპზე ბეტონის გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს გომის ადმინისტრაციული…
დღე: მაისი 16, 2025
ირაკლი კობახიძე – EPC-ის სამიტის ფარგლებში,მე მქონდა 30-მდე პოლიტიკურ ლიდერთან გასაუბრების შესაძლებლობა, განვიხილეთ საქართველოსა და მისი შემდგომიგანვითარებისთვის მნიშვნელოვანი თემები, მრგვალი მაგიდის ფორმატში ხაზი გავუსვი, რომარის გარკვეული უსამართლობა საქართველოს მიმართ, რაც უნდა შეიცვალოს
EPC-ის სამიტის ფარგლებში, მე მქონდა 30-მდე პოლიტიკურ ლიდერთან გასაუბრების შესაძლებლობა, ყოველთვის ვეხებით იმ თემებს, რომელიც არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისა და მისი შემდგომი განვითარებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ალბანეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მრგვალი მაგიდის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება დაუთმო იმ უსამართლობას, რომელიც საქართველოს მიმართ არის და რომელიც უნდა შეიცვალოს. „სამიტი ძალიან მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ აქ გვაქვს მოსაზრებების გაცვლისა და ერთმანეთთან საუბრის შესაძლებლობა. ჩვენ მოვისმინეთ ევროპელი ლიდერების მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით და, ასევე, მე მქონდა 30-მდე პოლიტიკურ ლიდერთან გასაუბრების საშუალება. რა თქმა უნდა, ყოველთვის ვეხებით იმ თემებს, რომელიც არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისა და მისი შემდგომი განვითარებისთვის, საქართველოს თანამშრომლობისთვის ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. ასევე, მრგვალი მაგიდის ფორმატში გვქონდა გამოსვლის საშუალება. სიტყვით გამოვედი სხვადასხვა თემაზე, ვისაუბრე ევროპის განვითარების პერსპექტივებზე საქართველოს გადმოსახედიდან, ასევე საუბარი მქონდა უკრაინის ომთან დაკავშირებით ჩვენს შეხედულებებზე და საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზე. ხაზი გავუსვით იმას, რომ არის გარკვეული მნიშვნელოვანი უსამართლობა საქართველოს მიმართ, რაც უნდა შეიცვალოს,“- განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობას, ასევე ორი ქვეყნის საერთო გამოწვევებს. პრემიერ-მინისტრებმა დაადასტურეს მზადყოფნა პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის მჭიდრო პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. აღინიშნა, რომ ორმხრივი ეკონომიკური კავშირების შემდგომ გაღრმავებას შეუწყობს ხელს საქართველო-უნგრეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა, რომელიც უახლოეს მომავალში ბუდაპეშტში გაიმართება. საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში გაიმართა.
ირაკლი კობახიძე -საქართველოს სამხრეთ კავკასიის რეგიონშისაკვანძო როლი აქვს, ჩვენ დადებითი წვლილი შეგვაქვს რეგიონში მშვიდობის განმტკიცებაში,ასევე ვახორციელებთ მნიშვნელოვან პროექტებს დაკავშირებადობის გაუმჯობესების მიზნით,ევროკავშირისა და ჩვენი რეგიონის ერთმანეთთან დაკავშირებისთვის
საქართველოს აქვს სამხრეთ კავკასიის რეგიონში საკვანძო როლი, ჩვენ, მთელი ამ წლების განმავლობაში, დადებითი წვლილი შეგვაქვს რეგიონში მშვიდობის განმტკიცებაში და მომავალში, სწორედ, ამ სულისკვეთებით ვიმოქმედებთ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ალბანეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, საქართველო ახორციელებს ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს, მათ შორის, მეზობელ ქვეყნებთან ერთად, რომელიც დაკავშირებადობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. „ჩვენ ევროპასთან ვაკავშირებთ ორ მეზობელ ქვეყანას – აზერბაიჯანსა და სომხეთს . ასევე ,საქართველო ახორციელებს ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს, მათ შორის, მეზობელ ქვეყნებთან ერთად, რომელიც დაკავშირებადობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ევროპისთვის, ევროკავშირისთვის, ევროკავშირისა და ჩვენი რეგიონის ერთმანეთთან დაკავშირებისთვის. ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია თანამშრომლობისთვის ამ მიმართულებით, ამას ემსახურება იგივე შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, სხვა პროექტები, რომლებიც დაკავშირებადობას აუმჯობესებს და მომავალშიც აქტიურად ვიქნებით დაკავებულები მსგავსი პროექტების განხორციელებით,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე – კონკრეტული დიპლომატების დასწრება სასამართლო სხდომაზე არის პირდაპირი უხეში ჩარევის მცდელობა სასამართლოს საქმიანობაში, ეს პრინციპულად მიუღებელია ჩვენი სახელმწიფოსთვის
დიპლომატს შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩარევის უფლება არ აქვს და მით უმეტეს, არ აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში,…
ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირიდან სამების საკათედრო ტაძრამდე მსვლელობა გაიმართება, რის გამოც, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე…
პრემიერი – რადიკალური ოპოზიციური სპექტრი განწირულია მარცხისთვის, 64-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს
თვის ბოლოს გიორგი გახარია აპირებს იმის გამოცხადებას, რომ მონაწილეობას მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა…
პრემიერი -როგორც პრეზიდენტ მაკრონთან, ისე რობერტა მეცოლასთან, საუბარი გვქონდა იმ თემებზე, რომლებიც საქართველოს განვითარებას, ევროპულ პერსპექტივასა და რეგიონში ჩვენს როლს შეეხება, გავუზიარეთჩვენი გზავნილები საქართველოს ინტერესებთან დაკავშირებით
როგორც პრეზიდენტ მაკრონთან, ისე რობერტა მეცოლასთან და სხვა ლიდერებთან, გვქონდა საუბარი იმ თემებზე, რაც შეეხება საქართველოს განვითარებას, ევროპულ პერსპექტივას და ჩვენს როლს რეგიონში,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ალბანეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მან პოლიტიკურ ლიდერებს გაუზიარა გზავნილები საქართველოს ინტერესებთან დაკავშირებით. „გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის უშუალო საუბრები, ჩვენ არ გვაქვს გასაჯაროების უფლება, თუცა ზოგადად, რა თქმა უნდა, შემიძლია გითხრათ, რომ საქმე ეხებოდა საქართველოს ინტერესებთან დაკავშირებით ჩვენი გზავნილების გაზიარებას, როგორც პრეზიდენტ მაკრონთან, ისე რობერტა მეცოლასთან და სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან,“- განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა. მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე, ორი ქვეყნისა და ევროპის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა სამართლიანი დამოკიდებულების მნიშვნელობაზე, რაც წესებზე დაფუძნებული წესრიგის უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს.
თამთა მეგრელიშვილი პრემიერ-მინისტრის EPC-ს სამიტში მონაწილეობაზე: ხელისუფლების აღიარების გარდა, ეს შეხვედრა ხაზგასმაა ქვეყნის კონსტიტუციურად აღიარებული კურსის, ქართული სახელმწიფო ღირსებით შეუერთდეს ევროპულ ოჯახს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას მიწვევით, ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების…
ირაკლი კობახიძე -ყველა აცნობიერებს, რომ საჭიროა საუბარისაქართველოსთან, საქართველოს ხელისუფლების ლიდერებთან და ალბათ ამის გამოხატულებაა ის, რომ ხშირად ინიციატივები მოდიოდა სწორედ ევროპელი ლიდერების მხრიდან
ყველა აცნობიერებს იმას, რომ საჭიროა საუბარი საქართველოსთან, საქართველოს ხელისუფლების ლიდერებთან და ალბათ ამის გამოხატულებაა ის, რომ ხშირად ინიციატივები მოდიოდა სწორედ ევროპელი ლიდერების მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ალბანეთში განუცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-6 სამიტში მონაწილეობს. პრემიერის თქმით, ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ევროპისთვის და კონკრეტულად ევროკავშირისთვის. „იყო გარკვეული შეზღუდვა კომუნიკაციაში, როგორც ჩანს, მოსწყურდათ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს საქართველოსთან ურთიერთობა. ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ევროპისთვის, კონკრეტულად ევროკავშირისთვის. რეგიონში ჩვენი როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. საბოლოო ჯამში, ყველა აცნობიერებს იმას, რომ საჭიროა საუბარი საქართველოსთან, საქართველოს ხელისუფლების ლიდერებთან და ალბათ ამის გამოხატულებაა ის, რომ ხშირად ინიციატივები მოდიოდა სწორედ ევროპელი ლიდერების მხრიდან“, – განაცხადა პრემიერმა.
ცოტნე დადიანის ქუჩა N2-თან მოძრაობა კვლავ შეზღუდულია – ავარიული კორპუსის იატაკის შემდეგ, არსებობს ფასადის ჩამონგრევის საფრთხე
ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩა N2-თან მდებარე ავარიული კორპუსის იატაკის ჩამონგრევის შემდეგ, არსებობს შენობის ფასადის ჩამოშლის…
პრემიერ-მინისტრმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში,მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულდისკუსიაშითემაზე „ევროპის უსაფრთხოება და დემოკრატიული მდგრადობის გაძლიერება“
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში თემაზე – „ევროპის უსაფრთხოება და დემოკრატიული მდგრადობის გაძლიერება“. მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ძლიერი ევროპის მნიშვნელობაზე ძლიერი მსოფლიოსთვის და ბოლოდროინდელ ტენდენციებს შემაშფოთებელი უწოდა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ევროპული სახელმწიფოების დიდი ნაწილი იდენტობის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას, ამავდროულად, ევროპა კარგავს ძალას, იყოს ძლიერი მოთამაშე და დაიცვას პარტნიორები. ამ კონტექსტში პრემიერმა უკრაინის მაგალითზე ომის მძიმე შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასეთ ვითარებაში სხვა ქვეყნებს დაცვის გარანტია ვერ ექნებათ. მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიღწევებზე და ხაზი გაუსვა ქვეყნისადმი უსამართლო დამოკიდებულების შეცვლის აუცილებლობას. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო მრავალი კრიტერიუმით უსწრებს იმ ქვეყნებს, რომლებსაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ და მსგავსი უსამართლო დამოკიდებულება ევროპული ინსტიტუტების იმიჯისთვის დამაზიანებელია. პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ევროპაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება და ევროპა გაძლიერდება, რაც აუცილებელია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის უზრუნველსაყოფად. მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ პანელურ დისკუსიაში, რომლის თანათავმჯდომარეები იყვნენ გაერთიანებული სამეფოსა და შვედეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრები, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, პოლონეთის, სლოვაკეთის, სომხეთისა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრები, საბერძნეთის, უკრაინის, ევროპული საბჭოს და ევროპარლამენტის პრეზიდენტები და ეუთოს გენერალური მდივანი მონაწილეობდნენ.
გია აბაშიძე: ცალკეული ევროპოლიტიკოსების მხრიდან საქართველოს ხელისუფლებასთან შერჩევითი გაბუტვა და არაფრისმომტანი ზეწოლა დასრულებადია; თუკი “არ ცნობ” პრემიერ-მინისტრ კობახიძეს, არც უნდა გამოელაპარაკო. თუმცა, ფლიდობა-თვალთმაქცობაში ევროკრატია უბადლოა
ცალკეული ევროპოლიტიკოსების მხრიდან საქართველოს ხელისუფლებასთან შერჩევითი გაბუტვა და არაფრისმომტანი ზეწოლა დასრულებადია; თუკი “არ ცნობ” პრემიერ-მინისტრ კობახიძეს,…