N339 და N385 მარშრუტებზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები 4 ივლისიდან 18-ეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, 4
ივლისიდან N339 და N385 მარშრუტებზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები 18-
მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა
კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ცვლილებებით კონკრეტულ მარშრუტებზე მგზავრების
გადაყვანის მაჩვენებელი ორჯერ გაიზრდება
„4 ივლისიდან 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება N339 და N385
მარშრუტებზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები. აღნიშნული ცვლილებებით
მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ გლდანის მიკრორაიონებისკენ, ვაკიდან
საბურთალოს მიმართულებით და საბურთალოდან ვაკის მიმართულებით
მგზავრების გადაყვანის მაჩვენებელი ორჯერ გაიზრდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე განცხადებით, თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების
სააგენტო აქტიურად განაგრძობს მსგავს ცვლილებებს იმისთვის, რომ
მოქალაქეებმა მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება შეძლონ უფრო
სწრაფად და კომფორტულად.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება