2025 წელს 10 მაისს, 13:00 საათზე „საქართველოს დანების მწარმოებელთა და კოლექციონერთა ასოციაცია“ სასტუმრო პარაგრაფ თბილისში ( მისამართი : ლ.გუდიაშვილის 2 / თავისუფლების მოედანი N7) მართავს განსაკუთრებულ ღონისძიებას, Knife Show Tbilisi 2024-ის მონაწილე ოსტატების კატალოგის პრეზენტაციასა და თემატურ გამოფენა-გაყიდვას Knife Show!
ღონისძიებას დაესწრებიან ასოციაციის წევრები, ოსტატები, მხარდამჭერი კომპანიის წარმომადგენლები, სპეციალურად მოწვეული სტუმრები და სხვა დაინტერესებულიუ პირები.
ეს დღე განსაკუთრებულია ოსტატთათვის,მჭედელ მეიარაღეთათვის და ზოგადად დარგის მოყვარულთათვის, რადგან ქართველ ოსტატათვის მიძღვნილი კატალოგი პირველია მას და ანალოგი არ აქვს. კატალოგი წარმოდგენილია წიგნის სახით , რომელშიც მოცემულია ოსტატთა ბიოგრაფიები, მათი ნამუშევრების ამსახველი ფოტო მასალა და საკონტაქტო ინფორმაცია. წიგნი ასევე მოგვითხრობს „საქართველოს დანების მწარმოებელთა და კოლექციონერთა ასოციაციის“ მიერ ჩატარებულ სხვა გამოფენებისა და აქტივობების შესახებ. გარდა ამისა კატალოგში გაეცნობით ასოციაციის მხარდამჭერებსა და პარტნიორ ორგანიზაციებს.
ღონისძიება შედგება ორი ნაწილისგან:
• KNIFE SHOW: ხელნაკეთი უნიკალური ნამუშევრების და სხვა თემატური ნივთების გამოფენა/ გაყიდვა; სადაც წარმოდგენილი იქნება 50-მდე ოსტატი.
• პრეზენთაცია : KNIFE SHOW TBILISI 2024-ის მონაწილე ოსტატთა კატალოგის პრეზენტაცია, ოსტატთა წარდგენა და დასაჩუქრება.
ღონისძიებაზე სტუმარებს შეუძლიათ შეიძინონ შეზღუდული ტირაჟით გამოცემული კატალოგი.
