fbpx

JTEC-ში ბრიტანელი მრჩეველი დააჯილდოვეს

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ნატო-საქართველოს
არსებითი პაკეტის (SNGP) მრჩეველთა ჯგუფის წარმომადგენლის, ბრიტანელი მრჩეველის,
კაპიტან ჯეკ ბეკეტის გაცილების ცერემონია გაიმართა. თავდაცვის ძალების მეთაურის
მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ და ცენტრის ხელმძღვანელმა პირებმა
კაპიტან ჯეკ ბეკეტს JTEC-ის საბრძოლო მომზადების ცენტრში (CTC) ნაყოფიერი
თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადეს.
თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ ბრიტანელი მრჩეველი თავდაცვის სამინისტროს
უწყებრივი მედლით „ღირსეული პარტნიორი“ დააჯილდოვა და მომავალ საქმიანობაში
წარმატებები უსურვა.
კაპიტანი ჯეკ ბეკეტი ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში
(JTEC) 2022 წლის გაზაფხულიდან იყო მოვლენილი და ქართულ მხარეს სხვადასხვა
მიმართულებით მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევდა. მედალი „ღირსეული პარტნიორი“ Noble
Partner უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სამხედრო თუ სამოქალაქო პირებს გადაეცემათ, რომლებმაც
საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარებაში
მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება