საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და
საგამოფენო ბიურო ესპანეთში, ბარსელონაში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე
მასშტაბურ და გავლენიან გამოფენაში IBTM World 2025 მონაწილეობს.
გამოფენაში წარდგენილია ქართული კერძო სექტორი. „თრეველ შოპის“
წარმომადგენელი მაკო ლეკიშვილი IBTM World 2025 -ზე საქართველოს
მონაწილეობას აფასებს:
„ჩვენი კომპანია უკვე 14 წელია ამ გამოფენაში მონაწილეობს. IBTM
საქართველოსთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოფენაა, განსაკუთრებით საქმიანი
ტურიზმის განვითარებისთვის. აქ წარმოდგენილები არიან როგორც ევროპის, ასევე
აზიის უმსხვილესი კომპანიები.“
IBTM World 2025-ის ფარგლებში საქართველოს საკონვენციო და საგამოფენო ბიურო
მოლაპარაკებებს აწარმოებს წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან საქართველოში
მსხვილი ღონისძიებების, ფორუმების, კონგრესებისა და კონფერენციების
გამართვის თაობაზე.
IBTM World 2025-ზე 150 ქვეყნიდან 2 500-ზე მეტი ორგანიზაცია და კომპანიაა
წარდგენილი, გამოფენის სტუმრების რაოდენობა 12 ათასს აჭარბებს.