fbpx

GORBI-ს კვლევა: დღეს რომ ადგილობრივი არჩევნები ტარდებოდეს, 47,2% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საერთაშორისო ორგანიზაცია GORBI-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 47,2% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ხმას მისცემდა გამოკითხულთა 26,8%, ხოლო გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ – 6.9%. დანარჩენი პარტიების ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

„პატრიოტთა ალიანსი“ – 3.4%; „ლელო“ – 2,6%; „გირჩი – მეტი თავისუფლება“ – 2,4%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 2,1%; „მოქალაქეები“, – 1,6%; „ევროპული საქართველო“ – 1,4%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1,2%; „გირჩი“ – 0,8%; სხვა პარტიები – 3,6%.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება