fbpx

GORBI: გამოკითხულთა 28,5% მიიჩნევს, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნით ყველაზე მეტად „ნაციონალური მოძრაობაა“ დაინტერესებული

GORBI-ს კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე: ყველაზე მეტად ვინ არის დაინტერესებული საქართველოში გაიხსნას მე-2 ფრონტი რუსეთთან? პასუხები ასე გადანაწილდა:

  • „ნაციონალური მოძრაობა“ – 28,5%;
  • რუსეთი -12,4%;
  • აშშ – 12,4%;
  • უკრაინის ხელისუფლება – 8,6%;
  • საქართველოს ხელისუფლება – 2,1%;
  • ევროკავშირი – 1,2%;
  • არც ერთი – 12,6%
  • არ ვიცი – 22,2%

საზოგადოებრივი აზრის კვლევა ტელეკომპანია „იმედის” დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბიმ” ჩაატარა. 2022 წლის 2 დან 7 ივნისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, სატელეფონო პანელით გამოიკითხა 1001 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარი შეადგენს +/- 3 პროცენტს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება