fbpx

GORBI: გამოკითხულთა უმტესობა არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველო უნდა ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში

GORBI-ს კვლევის მიხედვით, მსჯელობას, რომ საქართველო უნდა ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში, რადგან უკრაინაში ომის დამთავრების შემდეგ, რუსეთი მაინც დაიწყებს ომს საქართველოში – ეთანხმება გამოკითხულთა მხოლოდ 21,1%, არ ეთანხმება 69,5% და 9,4% პასუხობს რომ არ იცის.

კვლევა ტელეიმედის დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა გორბიმ 10-16 მარტს ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით, სატელეფონო პანელით გამოიკითხა 1008 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარია +/- 3 %

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება