fbpx



FBI გამოძიებაში მაშინ ერთვება, თუ საქმე აშშ-ის მოქალაქეს ეხება – დეგნანი

ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში ჩართვაზე ამერიკის ფედერალური ბიუროს უარს ეხმიანება და აცხადებს, რომ FBI საქმეში მხოლოდ მაშინ ერთვება, როცა ეს ამერიკულ ინტერესს წარმოადგენს.

ამასთან, ელჩის თქმით, FBI გამოძებაში მაშინ ერთვება, როცა საქმე ამერიკის მოქალაქეს ეხება.

“ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ FBI არის სამართალდამცავი ორგანიზაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში, მათი იურისდიქცია კი ვრცელდება ამერიკის შეერთებული შტატებზე. რაც შეეხება, სხვა ქვეყნის სისხლის სამართლის საქმეებში მათ მონაწილეობას, ეს ხდება მაშინ, როდესაც გამოძიება ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეს ეხება, ან ამერიკული ინტერესია საკითხში წარმოდგენილი. სხვა მხრივ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება FBI-ს კომპეტენციაში არ შედის”, – აცხადებსელჩი.


2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

This poll has been finished and no longer available to vote !

სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია