fbpx

23 წლის ბაჩალიაშვილი მედიკამენტების ჭარბი დოზის მიღებით დაიღუპა-ექსპერტიზის დასკვნა გამოქვეყნდა

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე პროკურატურამ დღეს ექსპერტიზის შედეგები გაასაჯაროვა, რითიც ირკვევა, რომ 23 წლის პროგრამისტი მედიკამენტების ჭარბი დოზის მიღებით დაიღუპა.

პროკურატურამ გაასაჯაროვა აფთიაქში გადაღებული კადრები, სადაც ჩანს, რომ გარდაცვალებამდე თამარ ბაჩალიაშვილმა დიდი ოდენობით საძილე, ტკივილგამაყიჩებელი და ანტიდეპრესანტი მედიკამენტები შეიძინა. საერთო ჯამში 150 აბი.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ მოიპოვა youtube-ზე ატვირთული ვიდეო-ჩანაწერები, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი არის ასახული.

„თამარ ბაჩალიაშვილის youtube-ის პირადი არხიდან ჩამოტვირთულია თამარ ბაჩალიაშვილის გამოსახულებით 16 ვიდეოჩანაწერი, მისი მობილური ტელეფონიდან ასევე ჩამოტვირთულია თამარ ბაჩალიაშვილის გამოსახულებით სამი ვიდეოჩანაწერი.

აღნიშნულ ჩანაწერებზე დანიშნულია ვიდეოსკოპური ექსპერტიზა“, – განაცხადეს პროკურატურაში, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ რა ჩანაწერებზეა საუბარი.

როგორც „კურიერთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ბაჩალიაშვილის მეგობარი, დეა კაპანაძე ამბობს, youtube-ზე ატვირთულ ერთ-ერთ ვიდეოში ბაჩალიაშვილი საუბრობდა მის უფროსზე, ნიკა გეჯაძეზე, რომელზეც დეას თქმით, თამარი ცალმხრივად იყო შეყვარებული.

როგორც დეა კაპანაძე აღნიშნავს, ამ ვიდეოს გამო თამარს ყოფილი შეყვარებული დაშორდა.


[poll id=”6082″] სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

Shares