fbpx

Daily Mail არის ბრიტანული ყვითელი, ბულვარული გამოცემა, სამი წლის წინათ, მელანია ტრამპმა Daily Mail-ს ცილისწამებისათვის გადაახდევინა $3 მილიონი

ანალიტიკოსი გია აბაშიძე-Daily Mail არის ბრიტანული ყვითელი, ბულვარული გამოცემა, რომელშიც ხშირად ქვეყნდება სიყალბე, მანიპულაციური სტატიები. სამი წლის წინათ, მელანია ტრამპმა Daily Mail-ს ცილისწამებისათვის გადაახდევინა $3 მილიონი და გამოცემისგან საჯარო ბოდიშიც მიიღო. გუშინდელი Daily Mail „ირწმუნება“, რომ გასულ კვირას, ბრიტანულ ლაბორატორიებზე ჰაკერულ შეტევაში კრემლთან დაკავშირებული პირებიც მონაწილეობდნენ საქართველოდან. ფაქტობრივი მასალა არაა წარმოდგენილი. მიუხედვად ამისა, ქართულ მხარეს ჰქონდა კომუნიკაცია ბრიტანულ ოფიციალურ პირებთან და აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინფორმაციის ერთობლივი დადგენა.

სიყალბეს მყისიერად გამოეხმაურა უკრაინაში თანამდებობის გულისთვის საქართველოს მოქალაქეობაზე უარის მთქმელი ხატია დეკანოიძე. მისთვის ეს მედია-სიყვითლე დამაჯერებელია. სავარაუდოდ, ნაცების ფავორიტი გაზეთებია სოციალისტურ-კომუნისტური Morning Star და Комсомольская Правда. საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს აქვთ მჭიდრო, წარმატებული თანამშრომლობა კიბერ-უსაფრთხოების სფეროშიც. ამის დასტური იყო საქართველოზე განხორციელებული ბოლო კიბერ-შეტევის გამოძიებაში დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის მონაწილეობა. მათი დახმარებით რუსეთის სპეცსამსახურების ჩართულობა გამოვლინდა. „ფეიკნიუსერობა“ ყველა ქვეყანას ახასიათებს. ვითომ პრო-დასავლური ნაცები თავადაც არიან „ფეიკნიუსერები“ და უცხოეთის სიყალბეებსაც მყისიერად იჯერებენ და ცდილობენ სხვაც დააჯერონ. თუმცა, უდიდესი ნაწილი სიყალბეს არ ვიჯერებთ“,

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება