fbpx

ComCom-მა ყვარლისა და თელავის სკოლის მოსწავლეები კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილის?!“ ფარგლებში გადაამზადა

კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსის “ნამდვილი თუ მოგონილის?!” ფარგლებში, ყვარლის N2 და თელავის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები მედიაწიგნიერებაში გადაამზადა. საინფორმაციო შეხვედრებს ComCom-ის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი, თამარ კარბაია გაუძღვა, რომლის ფარგლებშიც, მოსწავლეებმა კონკურსის პირობებისა და საკონკურსო ნამუშევრების შექმნასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

სემინარის ფარგლებში, მონაწილეები BBC Academy-ის მასალების მეშვეობით, ყალბი ინფორმაციის აღმოჩენისა და ფაქტების გადამოწმების მეთოდებს გაეცნენ. ამასთან ერთად, შეისწავლეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა ყალბი ინფორმაციის სახეები, ფაქტისა და მოსაზრების გამიჯვნა, ინფორმაციის გადამოწმების მეთოდები და ფოტოებისა თუ ვიდეოების ფაბრიკაცია.

შეგახსენებთ, რომ ComCom-მა მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“, რომელიც მიზნად ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას ისახავს, უკვე მეთერთმეტედ გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობა IX, X და  XI კლასის მოსწავლეებს 15 ივნისამდე შეეძლებათ. გამარჯვებულ მონაწილეებს კი კომუნიკაციების კომისია MacBook Air 15.3-ს, iPhone 15 Pro-სა და iPad 10.9-ს გადასცემს.

კონკურსის წესების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება