კომუნიკაციების კომისიამ კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად
კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობის მიღება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს
კანონის შესაბამისად შეუძლია კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის
ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის − კულტურის ორგანიზაციას, რომელიც უზრუნველყოფს
კულტურის სხვადასხვა დარგის პოპულარიზაციას, საზოგადოების ფართო ფენებისთვის კულტურის
სფეროსთან დაკავშირებული შემეცნებითი ინფორმაციისა და ამ სფეროში მიმდინარე მოვლენების
შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.
კონკურსის ფარგლებში, კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის სპეციალიზებული
ლიცენზია გაიცემა და საეთერო მომსახურების ზონად N1 – თბილისი განისაზღვრება. ლიცენზიის
მაძიებლებს დოკუმენტაციის წარმოდგენა კომუნიკაციების კომისიაში 2026 წლის 1 ივნისის 17:00
საათამდე შეუძლიათ.
კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსი 2026 წლის 9
ივლისს ჩატარდება.