კომუნიკაციების კომისიის მრჩეველთა საბჭოს წევრი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი,
პროფესორი სერგო შავგულიძე ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU)
რადიოსაკომუნიკაციო სექტორის შემსწავლელის ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილედ 4 წლის ვადით აირჩიეს.
ITU-ს რადიოსაკომუნიკაციო სექტორის მე-7 შემსწავლელი ჯგუფი (ITU-R SG7) შეიმუშავებს
ITU-R-ის რეკომენდაციებს, ანგარიშებს და სახელმძღვანელოებს, რომლებიც მოიცავს:
კოსმოსური ოპერაციების, კოსმოსის კვლევის, დედამიწის კვლევის და მეტეოროლოგიის
სისტემებს, მათ შორის, თანამგზავრთაშორის სერვისებში ლინკების შესაბამის გამოყენებას;
დედამიწის დისტანციური ზონდირების სისტემებს, პასიურ და აქტიურ სენსორულ სისტემებს,
რომლებიც მოქმედებენ როგორც სახმელეთო, ასევე კოსმოსურ პლატფორმებზე;
რადიოასტრონომიას და რადარულ ასტრონომიას; მსოფლიო მასშტაბით სტანდარტული
სიხშირისა და დროის სიგნალის სერვისების გავრცელებას, მიღებას და კოორდინაციას,
თანამგზავრული ტექნოლოგიების გამოყენების ჩათვლით.
ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირი გაეროს სპეციალიზებული ქვეორგანიზაციაა,
რომელშიც სერგო შავგულიძე საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელია.