კომუნიკაციების კომისიის მედიალაბში, დამწყები და მოქმედი სტარტაპერებისთვის ჩატარდა სემინარი „პროცესების მართვა სტარტაპში“, რომელსაც მედიალაბის წარმომადგენელი და მოწვეული სპიკერები გაუძღვნენ.შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ,თუ როგორ იმართება პროცესები სტარტაპში; როგორია პროდუქტისა და მომხმარებლის განვითარების უწყვეტი ციკლი; ამასთან, როგორ ვითარდება ახალი ციკლი წარსულ გამოცდილებებზე დაყრდნობით და როგორ უნდა დაინერგოს აუცილებელი სტანდარტული პრაქტიკები სტარტაპ-პროცესებში, რათა შესაძლებელი გახდეს ცვლილებებისა და ქაოსის როგორც პროგნოზირება, ასევე – მართვა.შეგახსენებთ, რომ მედიალაბი, სტარტაპერების ხელშეწყობის მიზნით, მნიშვნელოვან ლექციებსა და სემინარებს უკვე მეექვსე წელია ატარებს.