კომუნიკაციების კომისიის მედია აკადემიის ორგანიზებით, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისა და მედიით დაინტერესებული პირებისთვის, ბრენდმედიის შექმნისა და მისი კონცეფციის განსაზღვრის შესახებ ორ დღიანი სემინარი „ბრენდმედია: შექმნისა და განვითარების სტრატეგიები“ ჩატარდა. შეხვედრას ჟურნალისტი და მედიასთან კომუნიკაციის სპეციალისტი, თეა სხიერელი უძღვებოდა, რომელმაც მონაწილეებს საკუთარი მრავალწლიანი გამოცდილება გაუზიარა.სემინარის ფარგლებში, განიხილებოდა თუ რას წარმოადგენს ბრენდის კონტენტი და ბრენდ ჟურნალისტიკა, ასევე, რა არის მათი ფუნქციები თუ ინსტრუმენტები და როგორ ხდება ბრენდმედიის წარმოება და დისტრიბუცია. ამასთან ერთად, მონაწილეები გაეცნენ ბრენდმედიის კონცეფციის შემუშავების მეთოდებს და სამუშაო რეჟიმში, ტრენერთან ერთად, ბრენდმედიისა და ბრენდ ჟურნალისტიკის წარმატებულ მაგალითებზე იმსჯელეს.შეხვედრების ბოლოს, მედია აკადემიამ ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადასცა.შეგახსენებთ, რომ მედიააკადემია, მედიის წარმომადგენლებს და ამ სფეროთი დაინტერესებულ პირებს უკვე მეექვსე წელია, სფეროს წამყვანი სპეციალისტებისსემინარებსა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ სხვა აქტივობებს სრულიად უფასოდ სთავაზობს.