შეხვედრების ფარგლებში, ბენეფიციარებმა სპეციალისტების დახმარებით ინფორმაციის მოძიების, ელ-ფოსტის გამოყენების, გუგლის რუკითა და თარჯიმნით სარგებლობის, ასევე, ადგილმდებარეობის გაზიარებისა და ონლაინ საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტი ციფრული ინკლუზიის ხელშეწყობაა,რაც გულისხმობს პროგრამაში ისეთი სამიზნე ჯგუფების ჩართულობას, როგორებიც არიანრეგიონში მცხოვრები ქალები, ასევე, ეთნიკური უმცირესობები და სპეციალური საჭიროებებისათუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. საგულისხმოა, რომ ზუგდიდისმუნიციპალიტეტში ჩატარებული შეხვედრების ფარგლებში, ციფრული წიგნიერებისა დაინტერნეტის გამოყენების შესახებ ცნობიერება „ყრუთა კავშირის“ 70-მდე წევრმა აიმაღლა.„ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ 2022 წლიდან ხორციელდება. პროგრამა წარმატებითდასრულდა ოზურგეთის, ხელვაჩაურის, ქობულეთის, ჩოხატაურის, სამტრედიის,ამბროლაურის, ონისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში. დღეის მონაცემებით კი, ციფრულიწიგნიერების, ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებისა და სახელმწიფო ელექტრონულისერვისებით სარგებლობის საკითხებში 162 სოფლიდან სულ 4500-ზე მეტი ბენეფიციარიაგადამზადებული.ციფრული მხარდაჭერის პროგრამა პროექტ Log-in Georgia-ს შემადგენელი ნაწილია, რომელიცინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად ხორციელდება. Log-in Georgiaსაქართველოს 500,000-მდე სოფლად მცხოვრებისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტისმიწოდების შესაძლებლობის შექმნასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენებისხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკისთანადაფინანსებით ხორციელდება.