2025 წლის ივნისიდან მოქმედებს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, მარტო 2026 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, ეს არის 118-მილიონიანი ეფექტი, საიდანაც 88 მილიონი ტენდერებიდან პირდაპირი ეკონომიებია, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა გადაცემა „ბიზნეს ინსაიდერის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ეფექტიანობის დეპარტამენტმა შეიმუშავა შესყიდვების კანონში ცვლილებები შესყიდვების სააგენტოსთან ერთად. “2025 წლის ივნისიდან მოქმედებს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელიც უნისონში მუშაობს მთავრობის ადმინისტრაციის ბაზრის კვლევის, შესყიდვების დეპარტამენტთან ერთად და მათი მუშაობის ეფექტი არის ძალიან დიდი. მარტო 2026 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებს გეტყვით, ეს არის 118-მილიონიანი ეფექტი, საიდანაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ 88 მილიონი ტენდერებიდან პირდაპირი ეკონომიებია, რომელიც უშუალოდ დეპარტამენტის ჩართულობით მოხდა. ასევე ჩვენ გვაქვს შემოწმებები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, საიდანაც ასევე რამდენიმე ათეული მილიონის დაზოგვა მოხდა. ჩვენ ამას აქტიურად ვაგრძელებთ. ასევე, მხოლოდ რეალურ დროში აუდიტით რომ არ იყოს შემოფარგლული ეფექტიანობის დეპარტამენტი, ჩვენ გვინდა, რომ მაქსიმალურად გავაძლიეროთ სარეკომენდაციო მიმართულებები, ანუ მივცეთ უწყებებს გარკვეული მიმართულებები, სად იქნებიან უფრო ეფექტიანები, რომ საერთოდ ჩარევა არ მოგვიწიოს, წინასწარ დავაზღვიოთ მათ შორის ესეც. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეფექტიანობის დეპარტამენტმა შეიმუშავა შესყიდვების კანონში ცვლილებები შესყიდვების სააგენტოსთან ერთად. ჩვენი ჩართულობით ამოქმედდა ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანო, რომელიც კიდევ უფრო მეტად დააზღვევს კორუფციულ რისკებს. ამ მიმართულებით და ნახევარი მილიონის ზღვრის ზევით შესყიდვა წავიდა ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანოში”, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა. მისი თქმით, ასევე კარგად მუშაობს ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდული, რომელმაც შეძლო 4 მილიარდის შესყიდვების ბაზრის კვლევის აწევა, საიდანაც 75% დასრულდა დადებითი შედეგით. „ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეფექტიანობის დეპარტამენტმა და სამხარაულმა, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან აქტიური ჩართულობით, დაადგინა ფასები. სამშენებლო ფასები, რომელიც ყოველთვის პრობლემური იყო 35 წლის განმავლობაში, ეს იყო სერიოზული აქილევსის ქუსლი ქვეყნისთვის, იმიტომ, რომ ინფრასტრუქტურაზე არის პირდაპირ დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა, წარმატება, ზრდა და ამ მიმართულებით როდესაც სამშენებლო ფასებში არის გაურკვევლობა, დიდ პრობლემებს ქმნიდა ხოლმე ეს. მაგრამ სამხარაულმა, ძალიან კარგად იმუშავა, მათ დაადგინეს არა მარტო ხელფასები, რაც ბიზნესს ძალიან აწუხებდა კონკრეტული პროექტის შედგენის დროს, ხარჯთაღრიცხვის შედგენის დროს, ასევე აქ საუბარია მასალებზე, მანქანა-მექანიზმებზე და ყველა იმ მიმართულებაზე, რომელიც შეიძლება მშენებლობას შეეხოს“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
კატეგორია: სხვადასხვა
ეკა სეფაშვილი: ჰერჩინსკი კვლავ გამოირჩევა უსამართლო მიდგომით და უსაფუძვლო კრიტიკით. იგი ამბობს, რომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მყოფ სახელმწიფოებს შორის საქართველო არ არის, რაც აბსოლუტური სიცრუეა
საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის მიერ საქართველოსთან მიმართებით გაკეთებულ მორიგ განცხადებებს „აბსოლუტური სიცრუე“ უწოდა „ხალხის ძალის…
ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენი საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობს ფრანკოფონიის ყოველწლიურ სესიაში, ამ პლატფორმას ვიყენებთ არაღიარების პოლიტიკის გასაძლიერებლად და გაეროში საქართველოს მიერ ყოველწლიურად შეტანილი რეზოლუციისთვის უფრო მეტი ქვეყნის მიმხრობისთვის
ჩვენი საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობს ფრანკოფონიის ყოველწლიურ სესიაში. წელს ამ სესიაზე მონაწილეობს 300-ზე მეტი დელეგატი, ჩრდილოეთ ამერიკის,…
საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის წარმატებული პრაქტიკა – გიორგი შარაბიძემ საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ მე-6 ყოველწლიურ საარჩევნო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ვირტუალური კონფერენცია…
გურამ მაჭარაშვილი: საქართველოს მიმართ ხორციელდება თავდასხმები საერთაშორისო გაერთიანებების მხრიდან, მაშინ როცა, მათივე კვლევითი ინსტიტუტები დადებითად აფასებენ საქართველოს განვითარებას
„საქართველოს მიმართ ხორციელდება თავდასხმები საერთაშორისო გაერთიანებების მხრიდან, მაშინ როცა, მათივე კვლევითი ინსტიტუტები დადებითად აფასებენ ქვეყნის განვითარებას-…
გურამ მაჭარაშვილი: ეუთოც იმ ორგანიზაციების რიგში გადადის, რომლებიც, ფაქტობრივად, მკვდრადშობილი ორგანიზაციის სტატუსისკენ მიდიან
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების ფონზე საერთაშორისო ორგანიზაციების…
დავით ზურაბიშვილი: სააკაშვილმა სტატუსი დადო, ვინც ჩემს მხარეს არ იყავით, ყველანი ჩათლახები ხართ, მაგრამ რაც მე შუქი და ნათელი მოვიტანე, იმას ვერაფერს უზამთო
დავით ზურაბიშვილი: სააკაშვილმა სტატუსი დადო, ვინც ჩემს მხარეს არ იყავით, ყველანი ჩათლახები ხართ, მაგრამ რაც მე…
სადღობელაშვილი ეუთო-ს მიერ საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტის მხარდაჭერაზე: რატომ ხდება საგამონაკლისო წესის გავრცელება მაინცდამაინც საქართველოზე? იმიტომ, რომ საქმეში ჩართულია ლობისტური კომპანია Nelson Mullins. FARA-ს რეესტრი ადასტურებს „ნაციონალური მოძრაობის“ კავშირს ამ კომპანიასთან, რომელიც თავის მხრივ პირდაპირ კავშირშია რეზოლუციის მთავარ დირიჟორთან – ჯო უილსონთან!
თუ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა პოლიტიკური შეფასებების პლატფორმად გადაიქცევა და არა ობიექტური სტანდარტების დამცველ ინსტიტუტად, საბოლოოდ ყველაზე…
„გარემოსდაცვითი ჟურნალისტიკა მდგრადი მომავლისთვის“ – ComCom-მა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა პროექტი დაიწყეს
კომუნიკაციების კომისიამ და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა მედიის წარმომადგენლების პროფესიული ცოდნისა და კომპეტენციების გაძლიერების მიზნით,…
ცოტნე ანანიძე ფაშინიანის რუსეთში ვიზიტზე: გუშინ ირანში თუ ხვალ რუსეთში- ჩვენს ოპოზიციასა და ევრობიუროკრატიას მოსწონს სომხეთის პრემიერი
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის რუსეთში დაგეგმილ ვიზიტს ეხმიანება. ანანიძე წერს,…
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, ჟენევაში, „ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ“ გაეროს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოვა.
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, ჟენევაში, „ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ“ გაეროს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოვა. გლობალური…
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ღია ჩვენებასთან დაკავშირებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ღია ჩვენებასთან დაკავშირებით, 7 ივლისის 23:00 საათიდან 21 ივლისის 08:00 საათამდე პირველი რესპუბლიკის…
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტს სწრაფი რეაგირების ტაქტიკური სატრანსპორტო საშუალებები გადასცა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს დანაყოფებისმატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერებას და თანამედროვეაღჭურვილობით უზრუნველყოფას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა…
სემეკის მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის პროექტის გამარჯვებულები დაჯილდოვნენ
სემეკის მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის პროექტის – „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ ფარგლებში ქ. სენაკისა და…