ლევან ნიკოლეიშვილი-რა სამარცხვინოდ ჩანს ნიკა გვარამია და მისნაირი უტიფარი პოლიტიკოსები, რომლებიც ლანძღავდნენ ლაშა ტალახაძეს

მათი გესლიანი კნავილი სასახელო სპორტსმენებს ვერაფერს დააკლებენ, უბრალოდ არაერთხელ დაამტკიცეს როგორ არ უყვართ სამშობლო და ნებისმიერი…

გილოცავთ! საქართველოს კიდევ ორი ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავს – ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი! -ბიძინა ივანიშვილი

გამაოგნებელი და აღმაფრთოვანებელია ის სპორტული მიღწევები, რასაც კარიერაში ლაშა ტალახაძემ მიაღწია. ჩვენმა ძალოსანმა არა მხოლოდ ქართული,…

“იქს-ნიუსი” აგრძელებს ხელოვნურ ინტელექტთან (AI ) თანამშრომლობას

როგორც იქს-ნიუსის მკითხველებს მოეხსენებათ, იქს-ნიუსი უკვე რამდენიმე თვეა თანამშრომლობს ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა პლატფორმასთან. ამჯერად პარიზის ოლიმპიადაზე…

ირაკლი კობახიძე -ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს 200-ზე მეტ ოლიმპიურ გუნდს  შორის იკავებს  მე-14 ადგილს, რაც ჩვენი პატარა ქვეყნისთვის არის ძალიან დიდი წარმატება და მადლობა  ოლიმპიური გუნდის თითოეულ წევრს ამისთვის

ახლანდელი მოცემულობით, ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს 200-ზე მეტ  ოლიმპიურ გუნდს შორის იკავებს მე-14 ადგილს,  რაც ჩვენი პატარა ქვეყნისთვის  არის ძალიან დიდი  წარმატება და მადლობა ოლიმპიური გუნდის თითოეულ წევრს ამისთვის, ამის შესახებ  საქართველოსპრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ  სხდომაზე განაცხადა. პრემიერმა კიდევ ერთხელ მიულოცა ლაშა ბექაურს ოლიმპიური ოქროს, ხოლო ტატო გრიგალაშვილს ოლიმპიური ვერცხლის მედალი. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დღეს ასევე ორი ქართველი ოლიმპიელი, ძიუდოისტი ილია სულამანიძე და მოკრივე ლაშა გურული  იასპარეზებენ და მათ წარმატება უსურვა. „ოლიმპიადაზე ჩვენი გუშინდელი გამოსვლა იყო ძალიან წარმატებული. მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ლაშა ბექაურს ოლიმპიური მეორე ოქროს მედალი, ლაშა ასრულებს დაპირებას, 3 წლის წინ მან მოგვცა პირობა,  რომ 3 ოლიმპიურ ოქროს მოიგებდა…

ირაკლი კობახიძე მინდა, მოგილო ცოთ ლაშა ბექაურ ის ოლიმპიური ჩემპიონობა, ახალგაზრდა,კახელი, ქიზიყელი, ძალიან მაგარი ქართველი დღეს გახდა ოლიმპიური ჩემპი ონი,რაც არის წარმოუდგენელი წარმატება

მინდა, მოგილოცოთ ლაშა ბექაურის ოლიმპიური ჩემპიონობა, ძალიან ამაღელვებელი იყო ამ ფინალის ყურება, – ამის შესახებ საქართველოს…

კახა კალაძე ტატო გრიგალაშვილს ვერცხლის მედალოსნობას ულოცავს

თბილისის მერი კახა კალაძე ტატო გრიგალაშვილს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლის მიღებას ულოცავს. ქართველო სპორტსმენის წარმატებაზე თბილისის…

კახა კალაძე: მინდა წარმატებები ვუსურვო ჩვენს პარასპორტსმენებს, ხელისუფლება ყოველთვის იქნება თქვენს გვერდით

საქართველოს პარალიმპიელთა ნაკრები ზაფხულის მე-17 პარალიმპიურ თამაშებზეგააცილეს. პარასპორტსმენების ფიცის დადების ცერემონიას, რომელიც დღეს„შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი…

ირაკლი კობახიძემ ტატო გრიგალაშვილსვერცხლის მედალი მიულოცა – დიდი იმედი მაქვს, პარიზის ოლიმპიადაზე შემდეგი დღეების განმავლობაში მეტი და  მეტი მედალი წამოვა საქართველოსკენ

დიდი იმედი მაქვს, რომ პარიზის ოლიმპიადაზე შემდეგი დღეების განმავლობაში მეტი და  მეტი მედალი წამოვა საქართველოსკენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  მთავრობის მეთაურმა ვერცხლის მედალი მიულოცა ძიუდოისტ ტატო გრიგალაშვილს და  აღნიშნა, რომ ვიცე-ჩემპიონობა ძალიან დიდი წარმატებაა.  „მინდა, ტატო გრიგალაშვილს მივულოცო გუშინდელი ძალიან დიდი წარმატება, ყველას გვინდოდა ოქროს მედალი, თუმცა ვერცხლის მედალი, ვიცე-ჩემპიონობა არის ძალიან დიდი  წარმატება და მინდა, მივულოცო ეს ძალიან დიდი გამარჯვება. დღეს მთელი სულით და  გულით ვგულშემატკივრობთ ლაშა ბექაურს. მე დიდი იმედი მაქვს, რომ შემდეგი დღეების  განმავლობაში მეტი და მეტი მედალი წამოვა საქართველოსკენ“განაცხადა ირაკლი  კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე საქართველოს პარაოლიმპიურ ნაკრებს –  პარიზის პარაოლიმპიადაზე, თქვენ განასახიე რებთ ჩვენი ხალხის საუკეთესო თვისებებს  და წარმოადგენთ ქართველი  ხალხის გაუტეხელ და დაუმარცხებელ  სულს

თქვენ უკვე გამარჯვებული მიდიხართ ამ პარაოლიმპიურ თამაშებზე, თუმცა ცხადია, ჩვენ  გვჭირდება ძალიან დიდი მიღწევები თქვენგან და დარწმუნებული ვარ, ეს პარაოლიმპიური თამაშები იქნება წარმატებული ჩვენი ნაკრებისთვის, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარიზის 2024 წლის პარაოლიმპიურ თამაშებზე, პარასპორტ-სმენების გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა პარაოლიმპიურ ნაკრებს წარმატებული ასპარეზობა უსურვა. „ჩემთვის ძალიან დიდი პატივია თქვენთან შეხვედრა და დიდი პატივია, რომ დღეს შემი ძლია, წარმატებები გისურვოთ, პარიზის პარაოლიმპიურ თამაშებზე. თქვენ ძალიან დიდი  მისია გხვდათ წილად პარიზის პარაოლიმპიადაზე, თქვენ განასახიერებთ ჩვენი ხალხის საუკეთესო თვისებებს და წარმოადგენთ ჩვენი ხალხის, ქართველი ხალხის გაუტეხელ და დაუმარცხებელ სულს. ეს არის ძალიან დიდი პატივი, რომელიც თქვენ თავდაუზოგავი შრომით  მოიპოვეთ და თქვენ შეძელით შეუძლებელი სპორტული მწვერვალებისაკენ მიმავალ გზაზე. თქვენ ისეთი გამოწვევები  გადალახეთ,  რომელიც შეიძლება, ბევრისთვის იყო თავიდან წარმოუდგენელი, თუმცა თქვენი ნიჭიერებით, ნებისყოფით ყველას აჩვენეთ, რომ შეუძლებელი არაფერია და ნებისმიერი შედეგის მიღწევა არის შესაძლებელი. შესაბამისად, თქვენ უკვე გამარჯვებული მიდიხართ ამ პარაოლიმპიურ თამაშებზე, თუმცა ცხადია, ჩვენ გვჭირდება ძალიან დიდი მიღწევები თქვენგან და დარწმუნებული ვარ, ეს პარაოლიმპიური თამაშები იქნება წარმატებული ჩვენი ნაკრებისთვის. მინდა კიდევ ერთხელ, წარმატებები გისურვოთ. რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანის  მზერა იქნება მიმართული პარიზისკენ და თქვენი ასპარეზობისკენ“, – განაცხადა პრემიერმა.

ამერიკული სატელეკომუნიკაციო კომპანია C Spire: ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე საიდუმლო სერობის დაცინვით შოკირებული ვიყავით, ჩვენს რეკლამას ვხსნით ოლიმპიადიდან

ამერიკული სატელეკომუნიკაციო კომპანია C Spire, 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას ეხმაურება. როგორც კომპანიის განცხადებაშია…

დიალოგი ხელოვნურ ინტელექტთან (AI)

მეგობრებო, გვინდა მოვახსენოთ ჩვენს პატივცემულ მკითხველსა და საერთოდ, საზოგადოებას, რომ საინფორმაციო პორტალი xnews.ge უკვე რამდენიმე თვეა…

ირაკლი კობახიძე  – დიდი იმედი გვაქვს, წლევანდელი ოლიმპიადა იქნება რეკორდული მოპოვებული მედლების და ოქროს მედლების თვალსაზრისით, ძალიან კარგი ტემპი აქვს აღებული ქართულ სპორტს, დიდი მიღწევები გვაქვს 

გვყავს გამორჩეული  შემადგენლობა და რა თქმა უნდა, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ წლევანდელი ოლიმპიადა იქნება რეკორდული…

UEFA-ს პრეზიდენტი ირაკლი კობახიძეს -თქვენ და თქვენს ეროვნულ ნაკრებს  გილოცავთ ყველაზე წარმატებულ დებიუტს! თქვენ მსოფლიოს აჩვენეთ, რომ  ანგარიშგასაწევი საფეხბურთო ძალა  ხართ

თქვენ და თქვენს ეროვნულ ნაკრებს გილოცავთ ყველაზე წარმატებულ დებიუტს! თქვენ მსოფლიოს აჩვენეთ, რომ ანგარიშგასაწევი საფეხბურთო ძალა ხართ, – ამის შესახებ UEFA-ს  პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი  კობახიძისადმი გაგზავნილ წერილში წერს. როგორც წერილშია აღნიშნული, ევროპის ჩემპიონატმა აჩვენა ეროვნული ნაკრებების საფეხბურთო მატჩების მნიშვნელობა, რადგან ეს არის  ეროვნული სიამაყისა და ერთიანობის  წყარო. „UEFA EURO 2024 დასრულდა ერთთვიანი, უმაღლესი ხარისხის საფეხბურთო  სანახაობის  შემდეგ. ჩვენ ნამდვილად ვიგრძენით, თუ რას ნიშნავს იყო  “ევროპის გულში ფეხბურთით  გაერთიანებული” და მიხარია, რომ ეს თქვენთვისაც დაუვიწყარი გამოცდილება აღმოჩნდა. ჩვენთვის დიდი პატივი იყო თქვენი სტუმრობა და ტურნირით გამოწვეული ემოციების გაზიარება. ევროპის ჩემპიონატმა უდავოდ აჩვენა ეროვნული ნაკრებების საფეხბურთო მატჩების მნიშვნელობა, რადგან ეს არის  ეროვნული სიამაყისა და ერთიანობის წყარო. საოცარი იყო იმის  ნახვა, რა პატივით ატარებდნენ ფეხბურთელები ეროვნულ მაისურებს. მათ ნამდვილად დაიმსახურეს უფლება, ეასპარეზათ მსოფლიო სპორტის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ…

კახა კალაძე ოლიმპიადის მონაწილეებს: დარწმუნებული ვარ, იმ სიხარულს, რომელიც ჩვენმა ფეხბურთელებმა ქართველ ხალხს აჩუქეს, გააგრძელებთ თქვენი წარმატებებით ოლიმპიადაზე

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში დღეს პარიზის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე სპორტსმენთა ფიცის დადებისა და გაცილების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას…

საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრები მადლობა უხდით ბიძინა ივანიშვილის ფონდ “ქართუს”ჯილდოსთვის

საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს სადებიუტო ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე წარმატებით ასპარეზობისა და მერვედფინალში გასვლის აღსანიშნად ბიძინა…