საქართველოს პრემიერ-მინისტრი UFC-ს ჩემპიონ მერაბ დვალიშვილს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე UFC-ს ჩემპიონის ტიტულის მფლობელ მერაბ დვალიშვილს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა სპორტსმენს გამარჯვება  მიულოცა,…

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ თიანეთის მუნიციპალიტეტს საჩუქრად სპორტული ინვენტარი და ეკიპირება გადასცა

აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე – იოსებ ბაღათურია, პარლამენტის წევრი – დიმიტრი…

პრემიერ-მინისტრი ლეგენდების მატჩს დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველოს ნაკრებისა და „მილანის” ლეგენდების მატჩს დაესწრო. თამაში, რომელიც…

კახა კალაძე: „მილანის“ საქართველოში ჩამოსვლას ჩემთვის ორმაგი დატვირთვა აქვს, თითქოს წარსულში დავბრუნდი და ისევ ის პატარა კალა ვარ, როგორიც წლების წინ ვიყავი

საქართველოს ნაკრებისა და კლუბ „მილანის“ ვეტერანმა ფეხბურთელებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.პრესკონფერენციაზე კახა კალაძემ ყოფილ თანაგუნდელებთან ერთად „მილანში“…

კახა კალაძე იტალიის საფეხბურთო კლუბ „მილანის“ ფეხბურთელებს თბილისის აეროპორტში დახვდა  

დედაქალაქის  მერი კახა კალაძე  საფეხბურთო კლუბ „მილანის“ლეგენდებს თბილისის  აეროპორტში დახვდა.  „მილანის“ ყოფილმა ფეხბურთელმა კახა კალაძემ თბილისში…

„თბილისიმარათონი 2024“-თან დაკავშირებით დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება

„თბილისიმარათონი 2024“-თან დაკავშირებით, რომელიც პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. ღონისძიების მოსამზადებელ…

რივალდო თბილისშია!

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, ხვალ მილანის მაისურით საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე იასპარეზებს. მსოფლიო ჩემპიონი და…

ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო საკითხები სამთავრობო კომისიის სხდომაზე განიხილეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, „ბაკურიანი 2025-ის“ ჩატარების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი სამთავრობო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. კომისიის წევრებმა ოლიმპიადის ჩატარების უზრუნველსაყოფად საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანში ბიატლონისა და თხილამურებით რბოლის (Cross Country) მოედანს და 3.5 კმ სიგრძის ტრასას, ხოლო თბილისში ყინულის სასახლეს აშენებს. ბაკურიანში ბიატლონის და თხილამურებით რბოლის ტრასების და მათთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. რბოლის ტრასების ხელოვნური გათოვლიანებისთვის ეწყობა წყალმომარაგებისა და ელექტროსისტემებიც. დასკვნით ეტაპზეა თბილისის ყინულის სასახლის მშენებლობა. ჰოკეის, ფიგურული სრიალისა და კერლინგის სპორტის სახეობებისთვის  განკუთვნილი თბილისის ყინულის სასახლე 700-მდე მაყურებელზეა გათვლილი. პროექტები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 50 მილიონ ლარზე მეტით ფინანსდება. ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, „ბაკურიანი 2025-ის“ ჩატარების ხელშეწყობის მიზნით სამთავრობო კომისია მთავრობის განკარგულებით შეიქმნა. კომისია უზრუნველყოფს ფესტივალის ორგანიზებაში ჩართული უწყებების და ორგანიზაციების კოორდინაციას და ფესტივალთან დაკავშირებული საკითხების ოპერატიულ გადაწყვეტას. ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს საქართველო 2025 წლის თებერვალში უმასპინძლებს.

კახა კალაძე: ლეგენდების მატჩს ჩემთვის ორმაგი დატვირთვა აქვს. მიხარია, რომ ამ თამაშში მონაწილეობას მივიღებ და ასევე, ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს შევხვდები

„მიმდინარეობს მოლაპარაკებები „ბაიერნთან“, „მადრიდის რეალთან“, ლივერპულთან“, რომ სამომავლოდ ამხანაგური თამაშები ჩავატაროთ“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა,…

კლარენს ზეედორფი: ჩვენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვალთ თქვენს ლამაზ ქვეყანაში და იმედი გვაქვს, რომ შევხვდებით ამ შესანიშნავ მატჩზე

ჩვენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვალთ თქვენს ლამაზ ქვეყანაში და იმედი გვაქვს, რომ შევხვდებით ამ შესანიშნავ მატჩზე,…

UFC-ის ქართველი ჩემპიონი ჰყავს – მერაბ დვალიშვილმა შონ ომალი დაამარცხა!

ბიძინა ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს გამარჯვებას ულოცავს

ჩვენს საამაყო და სასახელო სპორტსმენს, მერაბ დვალიშვილს, საჩემპიონო ბრძოლაში გამარჯვებას ვულოცავ. მერაბ დვალიშვილი დაუღალავი შრომისა და…

კახა კალაძე: მიხარია, რომ 21 სექტემბერს თბილისში ამ დონის ვეტერან ფეხბურთელებს კიდევ ერთხელ ვიხილავთ

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა 21 სექტემბერს, თბილისში გასამართი საფეხბურთო მატჩის შესახებ. როგორც მან…

კახა კალაძე „ლეგენდების მატზე”: ქართველ გულშემატკივარს საშუალება ექნება, მინდორზე იხილოს ის ფეხბურთელები, რომლებსაც წლების განმავლობაში ქომაგობდა

21 სექტემბერს, 19:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „მილანის“ ყოფილი ფეხბურთელების მონაწილეობით…

პრემიერი – 14 მონაწილიდან 9 პარასპორტსმენი დაბრუნდა სამშობლოში პარალიმპიური მედლით,  გვქონდა საუკეთესო  შედეგი გუნდურ ჩათვლაში, რაც ჩვენი განსაკუთრებული სიამაყის საგანია

2012 წლის ჩათვლით, მხოლოდ 3 სპორტსმენს ჰქონდა მიღებული მონაწილეობა პარალიმპიურ თამაშებში, 2024 წლის პარიზის თამაშებში კი უკვე 14-მა  პარალიმპიელმა მიიღო მონაწილეობა და აქედან 9 პარასპორტსმენი სამშობლოში პარალიმპიური მედლით დაბრუნდა, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარალიმპიელების დახვედრის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა პარალიმპიელებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ამ უნიკალური შედეგის მიღწევაში. „ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადაგიხადოთ იმ უდიდესი წარმატებისთვის, რომელიც თქვენ გვაჩუქეთ. ჩვენ ჯერ ოლიმპიელებმა გვაჩუქეს რამდენიმე კვირიანი ზეიმი და ეს ზეიმი ძალიან დიდი წარმატებით გააგრძელეს ჩვენმა პარალიმპიელებმა, რომლებმაც უდიდეს წარმატებას მიაღწიეს. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში პარასპორტი ძალიან დიდი წარმატებით ვითარდება. 2012 წლის ჩათვლით, მხოლოდ 3 სპორტსმენს ჰქონდა მიღებული მონაწილეობა პარალიმპიურ თამაშებში და 2024 წლის პარიზის თამაშებში უკვე 14-მა პარალიმპიელმა მიიღო მონაწილეობა, რაც, რა თქმა უნდა, იმ ძალისხმევის შედეგია, რომელიც პარალიმპიურმა კომიტეტმა და თითოეულმა იმ ადამიანმა გასწია, რომელიც ამ წამოწყების გულშემატკივარია. განსაკუთრებული მადლობა კულტურისა და სპორტის სამინისტროს, რომელიც ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს პარასპორტს, ყველა იმ ადამიანს მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო, ვინც დიდი წვლილი შეიტანა ჩვენს წარმატებაში. ცალკე აღნიშვნის ღირსია ის, რომ 14 მონაწილიდან 9 პარასპორტსმენი დაბრუნდა სამშობლოში პარალიმპიური მედლით, რაც ნამდვილად უნიკალური შედეგია. ჩვენ გვქონდა ამ შემთხვევაშიც საუკეთესო შედეგი გუნდურ ჩათვლაში, ისევე როგორც ოლიმპიური თამაშების შემთხვევაში, აქაც ისტორიაში საუკეთესო შედეგს მიაღწია საქართველოს გუნდმა, რაც ჩვენი განსაკუთრებული სიამაყის საგანია. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ მედალოსანს, მადლობა მინდა, გადავუხადო ანა ჯაფარიძეს, რომელმაც პირველმა მოიგო მედალი და პირველ მედალს ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბუნებრივია გუნდის სულისკვეთების გაძლიერებისთვის. მადალობა პარალიმპიურ ჩემპიონს, გიგა ოჩხიკიძეს, რაც იყო რა თქმა უნდა განსაკუთრებული და გამორჩეული მიღწევა. ყველა ძალიან გგულშემატკივრობდით თქვენ, ცოტა გვანერვიულეს, მაგრამ საბოლოო ჯამში, სიმართლემ გაიმარჯვა. მადლობა გიგა ოჩხიკიძეს პარალიმპიური ოქროს მედლისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო ვიცე-ჩემპიონებს – ლადო ჭინჭარაულს, ზურაბ ზურაბიანს, რევაზ ჩიკოიძეს და გიორგი ქალდანს და ასევე, ძალიან დიდი მადლობა ბრინჯაოს პრიზიორებს – ნინო თიბილაშვილს, ინა ქალდანს და აკაკი ჯინჭარაძეს,“- განაცხადა პრემიერმა. მთავრობის მეთაურმა ასევე მადლობა გადაუხადა იმ პარალიმპიელებს, რომლებმაც ამ შემთხვევაში მედალი ვერ მოიპოვეს და აღნიშნა, რომ თითოეული მათგანის წვლილი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო საერთო წარმატებაში. „მინდა, მადლობა გადავუხადო პარალიმპიური თამაშების იმ მონაწილეებს, რომლებსაც ამ შემთხვევაში არ გაუმართლათ, ვერ მოიგეს მედალი. პირველ რიგში, მადლობა ირმა ხეცურიანს, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის პარასპორტის განვითარებაში ჩვენს ქვეყანაში. მადლობა ლია ჩაჩიბაიას, დავით ქავთარაძეს, გიორგი ნიკოლაძეს, ლაშა ხიზილაშვილს, თითოეული თქვენგანის წვლილი იყო განსაკუთრებული იმ საერთო წარმატებაში, რომელსაც ჩვენმა გუნდმა მიაღწია,“- განაცხადა პრემიერმა.