fbpx

მოსამართლე ნინო ბაქაქურის მიერ განხილულ საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადებისთვის კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა დარღვეულია 626 საკასაციო საჩივარზე

2017 წლის იანვრიდან 2022 წლის ივნისამდე მოსამართლე ნინო ბაქაქურის მიერ განხილულ საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადებისთვის კანონით…

რა მოხდა არ დავწერ ჯერ-თამარ ბაღაშვილმა ტვ ,,მთავარი არხი,, დატოვა

,,მთავარი არხი ,,ჟურნალისტმა თამარ ბაღაშვილმა დატოვა და სოციალურ ქსელში დაწერა- “ასეა და სხვა დეტალებს, რატომ, რა…

გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ ერთ-ერთ მოსამართლეზე-ზურაქადაგიძე

ექსპერტი ზურა ქადაგიძე მოსამართლეს ამხელს- ეს განცხადება მომაწოდეს ჩემმა ახლობლებმა და მთხოვეს, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი ყოფილიყო…

შავი ორშაბათი გაუთენდა გლავკანალიზაციის მედიაგანშტოებებს-დავით ქართველიშვილი

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი-შავი ორშაბათი გაუთენდა გლავკანალიზაციის მედიაგანშტოებებს – ინფორმაციულ სივრცეს დღეს ისინი ვერ დაუთმობენ: ქვეყნის სავაჭრო…

ირაკლი ღარიბაშვილი-საქართველოს რკინიგზამ 2022 წლის პირველი ნახევარი რეკორდული 161 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა

საქართველოს რკინიგზამ 2022 წლის პირველი ნახევარი რეკორდული 161 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩვენი კორიდორის მიმართულებით უფრო მეტი ტვირთი მოიმართა და შესაბამისად, გადაზიდვების მოცულობამაც მოიმატა. „მას შემდეგ, რაც ჩვენი კორიდორის მიმართულებით მოიმართა უფრო მეტი ტვირთი და გადაზიდვების მოცულობამ მოიმატა, ასევე მომატებულია რკინიგზის შემოსავლები და პირველი ნახევრის რეკორდული 161 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა რკინიგზამ 6 თვე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია და რეკორდული მაჩვენებელი. აქაც გაზრდილია საოპერაციო შემოსავლები, მოგებაზეც გითხარით უკვე, მთლიანად საოპერაციო შემოსავლებმა შეადგინა 311 მილიონი ლარი შეადგინა და აქედან 161 მლნ ლარი არის მოგება“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილი – მანამ, სანამ ჩვენს დევნილებს დავაბრუნებთ აფხაზეთში და სამაჩაბლოში, აუცილებელია, რომ მათ ჰქონდეთ ღირსეული საცხოვრებელი პირობები თბილისსა და სხვა ქალაქებში

ჩვენ დღეს, მთავრობის სხდომაზე დამავმტკიცებთ განკარგულების პროექტს, რომლის მიხედვითაც კიდევ 850 დევნილ ოჯახს საკუთარებაში გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საცხოვრებელი ბინები მდებარეობს…

ირაკლი ღარიბაშვილი – ივლისში ექსპორტის რეკორდული მოცულობა, 540 მილიონი დოლარი დაფიქსირდა

ივლისში ექსპორტის რეკორდული მოცულობა, 540 მილიონი დოლარი დაფიქსირდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქვეყანას თითქმის 40%-იანი ზრდა აქვს ექსპორტში. „ივლისში ექსპორტის რეკორდული მოცულობა, 540 მილიონი დოლარი დაფიქსირდა. ჩვენ თუ შევადარებთ წინა წელს, თითქმის 40%-იანი ზრდა გვაქვს ექსპორტში. ასევე მინდა ვთქვა, რომ ექსპორტის აღნიშნული მაჩვენებელი რეკორდულია როგორც წინა წლის ივლისის, ასევე, სხვა თვეებთან შედარებით. ჯამურად, იანვარ-ივლისში ექსპორტი გაიზარდა თითქმის 37%-ით და 3 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა. ასევე გვაქვს ზრდა იმპორტში და ჯამურად, იანვარ-ივლისში სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა თითქმის 10 მილიარდ 200 მილიონი ამერიკული დოლარი, რაც წინა წლებთან შედარებით დაახლოებით 35%-თ მეტია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილი- ივლისში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა გადააჭარბა 2019 წლის მონაცემს და 476  მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია

ივლისში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა გადააჭარბა 2019 წლის მონაცემს და 476  მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ჯამურად, იანვარ-ივლისში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 1 მლრდ 618  მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. მთავრობის მეთაურის თქმით, ექსპორტისა და ტურიზმის მიმართულებით დაფიქსირებული მსგავსი ტენდენციები იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ ეკონომიკური აქტივობის მიმართულებით მაღალი ზრდის ტენდენცია ივლისშიც შენარჩუნდება. „თქვენ ხედავთ, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი ტურისტია შემოსული და მინდა გითხრათ, რომ ივლისში, მოგზაურობიდან, ანუ ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა, პირველად, პანდემიის შემდეგ გადააჭარბა 2019 წლის მონაცემს. ანუ, არათუ მოხდა აღდგენა და გაუთანაბრდა, არამედ გაასწრო 2019 წლის მონაცემებს და გვაქვს შემოსავლების რეკორდული მაჩვენებელი. კერძოდ: ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 476  მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, რაც, როგორც მოგახსენეთ, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20 %-ით მეტია, ხოლო ჩვენ თუ ამას შევადარებთ 2021 წლის მაჩვენებელს, დაახლოებით 130%-ით მეტია. ჯამურად, იანვარ-ივლისში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 1 მლრდ 618  მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ასე რომ,  ექსპორტისა და ტურიზმის მიმართულებით დაფიქსირებული მსგავსი ტენდენციები შესაბამისად იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ეკონომიკური აქტივობის მიმართულებით მაღალი ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება ივლისშიც, რაც ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის. რა თქმა უნდა, ეს გულისხმობს მეტ დასაქმებას, მეტი ადამიანები დასაქმდებიან, ჩვენი მოქალაქეები, შემოსავლების ზრდასა და სიღარიბის შემცირებას“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის მომხმარებელთა გაერთიანების პერიოდში,სისტემის სრულ გამართვამდე, თბილისის პარკინგის მომხმარებლები არ დაჯარიმდებიან

თბილისის მუნიციპალური ელექტრონული სისტემების მოხმარების გამარტივებისმიზნით, მიმდინარეობს სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის მომხმარებელთაგაერთიანება ერთ მომხმარებლად (ერთი მომხმარებელი და…

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად მიხეილ შაყულაშვილი დაინიშნა

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად მიხეილ შაყულაშვილი დაინიშნა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად მიხეილ შაყულაშვილი დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ახალ გუბერნატორს შეხვდა და რეგიონის განვითარების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა. მთავრობის მეთაურმა მიხეილ შაყულაშვილს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. თავის მხრივ, ახალმა გუბერნატორმა პრემიერს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. შიდა ქართლის ახალი სახელმწიფო რწმუნებული პროფესიით სამართალმცოდნეა, არის სამართლის დოქტორი. მიხეილ შაყულაშვილი იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, აგრეთვე არის ასოცირებული პროფესორი ალტე უნივერსიტეტსა და თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტში. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი ესწრებოდა

ვნახეთ უკუსვლა ძირითად სფეროებში, როგორიცაა კანონის უზენაესობა, მმართველობა და ადამიანის უფლებები-ევროკავშირის ანგარიში

ევროკავშირმა საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ კვლავ შეშფოთებას იწვევს…

ლევან ნიკოლეიშვილი: ღალატის და ომის პარტიის ტელევიზიები პირდაპირ არიან ჩართულნი საქართველოს წინააღმდეგ

ლევან ნიკოლეიშვილი: ღალატის და ომის პარტიის ტელევიზიები პირდაპირ არიან ჩართულნი საქართველოს წინააღმდეგ. მარტივი ფორმულაა – ერთმა,…

ნინო ფოჩხუა – ომის დაწყებიდან 36-ე დღეს, არახამიას მიერ ლობირებული კრიმინალური ავტორიტეტის ბორის ბაუმის ორმა კომპანიამ (ტოტალიზატორი და ონლაინ-კაზინო) ლიცენზია მიიღო უკრაინის ტერიტორიაზე

ომის დაწყებიდან 36-ე დღეს, 2022 წლის 30 მარტს არახამიას მიერ ლობირებული  კრიმინალური ავტორიტეტის ბორის ბაუმის ორმა…

ირაკლი ღარიბაშვილი – ღრმად მწამს, რომ სამშვიდობო, ურთიერთპატივისცემასა და დიალოგზე ორიენტირებული ჩვენი პოლიტიკა აახლოებს იმ დღეს, როდესაც ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად გავაგრძელებთ ერთიანი, ძლიერი, მშვიდობიანი, დემოკრატიული სახელმწიფოს შენებას

დღეს აფხაზეთის ომის დაწყებიდან 30 წელი შესრულდა.ჩვენი უახლესი ისტორიის ყველაზე დრამატულმა მოვლენამ, ძმათა შორის დაპირისპირებამ მოიტანა…

თამთა მეგრელიშვილი არახამიაზე – პირდაპირ აღიარებს, რომ ქართული სახელმწიფოს მიმართ პოლიტიკური ზიზღი აქვს

თამთა მეგრელიშვილი არახამიაზე – პირდაპირ აღიარებს, რომ ქართული სახელმწიფოს მიმართ პოლიტიკური ზიზღი აქვს, სურდა ქართული სახელმწიფო…