ირაკლი კობახიძე – მაქვს მოლოდინი, რომ ბატონი ო ბრაიანი ჩამოვა ძირითადად სამი თემით ვიზალიბ ერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და პირდაპირი ფრენები

საერთოდ არ ვიცი, რასთან დაკავშირებით მოდის ბატონი ო ბრაიანი, არანაირი კომუნიკაცია შეხვედრის შინაარსთან დაკავშირებით არ ყოფილა,…

ირაკლი კობახიძე – 2030 წლისთვის ჩვენბოლომდე გვექნებაშესრულებული  ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა პუნქტი და ყველა  მიმართულებით გვექნება სანიმუშო  პროგრესი

2030 წლისთვის ჩვენ ბოლომდე გვექნება შესრულებული ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა პუნქტი და ყველა მიმართულებით გვექნება სანიმუშო პროგრესი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, დღესაც, საქართველო არის აბსოლუტური ლიდერი კანდიდატ ქვეყნებს შორის. „9 რეკომენდაციას რაც შეეხება, იქ არსებითი არის ორი საკანონმდებლო პაკეტის მიღება და ამ კვირაშივე შედგება მეორე მოსმენა. აქედან ორ კვირაში მესამე მოსმენა, შესაბამისად, ეს პაკეტი იქნება მიღებული. დანარჩენ საკითხებზეც გრძელდება მუშაობა. რეალურად, ვიქნებით ბოლომდე პირნათელი ევროკავშირის წინაშე. ეს არის თავისი მოცულობით ბევრად უფრო მცირე მნიშვნელობის საკითხები, ვიდრე იყო 12 პუნქტი. მოცულობა რომ შევადაროთ, არის ათჯერ ნაკლები იმ 12 პუნქტზე, რომელიც მანამდე იყო წარმოდგენილი, რაც ნიშნავს იმას, რომ ის 12 პუნქტი პირნათლად შესრულდა. ახლა ასევე პირნათლად შესრულდება 9 პუნქტიც. დანარჩენი, ეს არის ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. აქაც აბსოლუტურად თანმიმდევრულად მივყვებით ამ პროცესს, შესაბამისად, 2030 წლისთვის ჩვენ ბოლომდე გვექნება შესრულებული ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა პუნქტი და ყველა მიმართულებით გვექნება სანიმუშო პროგრესი. დღესაც, საქართველო არის აბსოლუტური ლიდერი კანდიდატ ქვეყნებს შორის, ყველა მიმართულებით, იქნება ეს დემოკრატია, სამართლის უზენაესობა, ადამიანის უფლებები თუ ეკონომიკური განვითარების ტემპი. ლიდერი ვართ აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, თითოეული პარამეტრის მიხედვით. დღეს კანდიდატი ქვეყანაა მაგალითად მოლდოვა და ყველამ ვიცით, რა ვითარებაა მოლდოვაში, დამოუკიდებელი მედია აღარ დარჩა, პარლამენტში პრაქტიკულად, ოპოზიცია აღარ დარჩა, პარტიები არის აკრძალული, ადამიანის უფლებების კუთხით არის მძიმე ვითარება, კორუფციის კუთხით არის უმძიმესი ვითარება მოლდოვაში. ეს არის მოლდოვის მდგომარეობა, რომელიც ფორმალურად, წარმოიდგინეთ წინ გვისწრებს ევროპის გზაზე, ამხელა პრობლემების მქონე ქვეყანა. მოლდოვას კონკრეტული მიზეზების გამო უფრო მეტად თანაუგრძნობს გლობალური ომის პარტია. სხვა ახსნა არ აქვს, როგორ შეიძლება დსთ-ს წევრი მოლდოვა იყოს საქართველოზე წინ“, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერი – ქვეყანაში 60%ზე მეტი  უჭერს მხარს უშუალოდ კანონს „უცხოური გავლენისგამჭვირვალობის შესახებ“, ზოგადად  NGO-ების  გამჭვირვალობას კიმხარს უჭერ 80%ზე  მეტი, ამას  აჩვენებს სოციოლოგიური კვლევა

კანონს მივიღებთ და ყველა დაინახავს, რომ სიტუაცია თავისით განიმუხტება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, ქვეყანაში 60%-ზე მეტი უჭერს მხარს უშუალოდ კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ზოგადად, NGO-ების გამჭვირვალობას მხარს უჭერს საქართველოში 80%-ზე მეტი, რასაც აჩვენებს სოციოლოგიური კვლევა. „ეს არის მაქსიმალური მცდელობა, რაღაც ერთგვარ ვა-ბანკზე მიდიან პოლიტიკური უმცირესობის წარმომადგენლები, კანონი იქნება მიღებული და ამის შემდეგ უკვე ყველა გადავალთ ზაფხულის და შემდეგ საარჩევნო რეჟიმზე. მარტივად წავა ეს პროცესები. აქვე მინდა შეგახსენოთ, არჩევნები საქართველოში ტარდება ოქტომბრის ბოლოს, თუ დარწმუნებულნი არ არიან, რომ აგებენ ამ არჩევნებს, მაშინ რა ანერვიულებთ? მოიგონ არჩევნები, ერთ თვეში, ერთ კვირაში შეუძლიათ შეცვალონ ეს კანონი. აქედანაც ჩანს, რომ რეალურად არჩევნების არავითარი იმედი არ აქვს ამ რადიკალურ ოპოზიციას. იმ პირობებში, როდესაც ჩვენ არჩევნებს მოვიგებთ, კიდევ ერთხელ ხომ დადასტურდება ასევე ის, რაც ვთქვი, რომ ამ ქვეყანაში 60%-ზე მეტი უჭერს მხარს უშუალოდ კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ზოგადად, NGO-ების გამჭვირვალობას მხარს უჭერს საქართველოში 80%-ზე მეტი, ამას აჩვენებს სოციოლოგიური კვლევა. იმ პირობებშიც კი, როცა უცხოელები გვეუბნებიან, რომ არ უნდა მივიღოთ და ა.შ. მოსახლეობის 61% უჭერს მხარს კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ვერავითარი რადიკალური ოპოზიცია, პოლიტიკური უმცირესობა, ვერ აიძულებს საქართველოს პარლამენტს, გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ეწინააღმდეგება ამ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. აქედან გამომდინარე სცენარი არის ძალიან მარტივი. ეს ქვეყანა აუცილებლად დამშვიდდება, უფრო მეტიც, ჩვენ ყოველთვის ვახერხებდით ხოლმე პერიოდულად ამ ქვეყნის დამშვიდებას, მაგრამ ერთხელ კიდევ მინდა შეგახსენოთ – 2016 წლიდან მოყოლებული გვქონდა ერთადერთი მშვიდი წელი, 2017 წელი. დანარჩენი ყოველ წელს ჩვენ გვქონდა ე.წ. პოლარიზაციის, რადიკალიზმის გაღვივების, რევოლუციის მოწყობის გამუდმებული მცდელობები. ამ კანონის მთავარი მიზანი არის ის, რომ ეს ყველაფერი ჩავაბაროთ წარსულს. პირველ რიგში, ეს კანონი ემსახურება სწორედ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული ნომერ პირველი დავალების შესრულებას, ესაა დეპოლარიზაციას და გაუმჭვირვალე ფული ემსახურება სწორედ პოლარიზაციის ხელოვნურად გაღვივებას. თუ ჩვენ ნამდვილად გვინდა დეპოლარიზაცია ჩვენს ქვეყანაში, ამ შემთხვევაში აღნიშნული კანონის მიღებას ალტერნატივა არ აქვს. ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევქმნათ ისეთ გარემო ამ ქვეყანაში, როდესაც აღარავინ ფიქრობს ასეთი ტიპის სცენარებზე, რევოლუციებზე, მაიდანსა და ა.შ. და ამის საფუძველზე შემდეგ მეორე ფრონტის გამოწვევაზე. არავის მივცემთ ამის საშუალებას, საქართველო არის ღირსეული სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც ბოლომდე დაიცავს საკუთარ ეროვნულ ინტერესებს,“- აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – თუ ყოველ ჯერზე ვიღაც ეცდება, ევროინტეგრაციის პროცესის თითოეული საფეხური გამოიყენოს ხალხის და ხელისუფლების მიმართ შანტაჟისთვის, ეს არ არის ღირსეული და ევროპული საქციელი

შანტაჟი მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნით აბსოლუტურად უადგილო, უაღრესად არაევროპული და უღირსი საქციელია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი…

პრემიერი – სამოქალაქო ომი, მაიდანი და ა.შ. საქართველოში ეს სცენარი ვერ შედგება, ამის არავითარი რესურსი არ აქვს იმ პოლიტიკურ უმცირესობას, რომელიც აბსოლ უტურად დისკრ ედიტებულია

რაც შეეხება თბილისის სამოქალაქო ომს, მაიდანს და ა.შ. და ამის გახსენებას, რა თქმა უნდა, საქართველოში ეს…

ირაკლი კობახიძე – თუ ამ ორი კვირის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი ვენეციის კომისიის, ოდირის, ნებისმიერი სუბიექტისმხრიდან სამართლიანი არგუმენტები კანონპროექტთან დაკავშირებით, ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია დისკუსიისთვის

თუ ამ ორი კვირის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი ვენეციის კომისიის, ოდირის, ნებისმიერი სუბიექტის მხრიდან სამართლიანი არგუმენტები კანონპროექტთან დაკავშირებით, ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია დისკუსიისთვის, მთავარია, რომ ახლა მაინც მოვისმინოთ  სამართლებრივი არგუმენტები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. მისივე თქმით, 14 მაისიდან 28 მაისამდე არის სამართლებრივი არგუმენტების წარმოდგენის დრო და ეს არის კონსტიტუციით მკაცრად განსაზღვრული პროცედურა. „დაკავებული ამერიკელების თემაზე მე შეგნებულად ავარიდებ თავს პასუხის გაცემას, ეს ერთი. რაც შეეხება კანონპროექტის განხილვას, ჩვენ გვაქვს 14 დღე, ორი კვირა. თუ ამ ორი კვირის განმავლობაში, ეს არის კონსტიტუციით მკაცრად განსაზღვრული პროცედურა, იქნება წარმოდგენილი ვენეციის კომისიის, ოდირის, ნებისმიერი სუბიექტის მხრიდან სამართლებრივი არგუმენტები კანონპროექტთან დაკავშირებით, ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია დისკუსიისთვის, მთავარია, რომ მოვისმინოთ ახლა მაინც სამართლებრივი არგუმენტები. დღემდე ვერც ერთი სამართლებრივი არგუმენტი ვერ იქნა წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ. თუ ახლა მაინც მივიღებთ რაიმე სამართლებრივ არგუმენტს, ნებისმიერ ასეთ არგუმენტს გპირდებით, გამოვეკიდებით, ოღონდ რამე მოვისმინოთ, რამე სამართლებრივი არგუმენტი მოგვაწოდონ და აუცილებლად გავიზიარებთ, თუ იქნება დასაბუთებული სამართლებრივი შენიშვნა. დაველოდოთ 14 მაისიდან 28 მაისამდე არის დრო ამისათვის,“- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე ჩვენ დაველოდებით ვეტოს პროცედურას, 14დან 28 მაისის ჩათვლით, შეუძლიათ მოგვაწოდონ ნებისმიერი სამართლებრივი კომენტარი, შენიშვნა და მზად ვართ დისკუსიისთვის

ჩვენ დაველოდებით ვეტოს პროცედურას, 14დან 28 მაისის ჩათვლით, შეუძლიათ მოგვაწოდონ ნებისმიერი სამართლებრივი კომენტარი, შენიშვნა და მზად ვართ დისკუსიისთვის,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა პრემიერის თქმით, ოპოზიციას არ აქვს არავითარი იმედი, რომ არჩევნებში გაიმარჯვებს და ამიტომ, ითხოვენ ამ კანონის ამოქმედების გადავადებას. „გაიმარჯვონ და გააუქმონ. ნოემბერში უკვე შეუძლიათ, ამ კანონის გაუქმება. თვითონაც იციან, რომ ხალხის მხარდაჭერა არის „ქართული ოცნების“ მხარეს. ხალხის მხარდაჭერა არის მათ შორის, ამ კანონის მხარეს. ამიტომ, არ აქვთ არავითარი იმედი, რომ შეუძლიათ, ამ არჩევნებში გამარჯვება და ამიტომ, ითხოვენ ამ კანონის ამოქმედების გადავადებას. სინამდვილეში, ერთადერთი ამოცანა უნდა ჰქონდეთ მათ – წარმოადგინონ სამართლებრივი არგუმენტები კანონთან დაკავშირებით – ნული არგუმენტი. ვერც ექნებათ ვერავითარი ობიექტური არგუმენტი ამ კანონთან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც, ეს კანონი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს, წელიწადში ერთხელ ენჯეომ უნდა შეიტანოს თავისი დეკლარაცია, მეტი არაფერი არ წერია, დანარჩენი არის ტექნიკური ნორმები. ექვსი გვერდია სულ, აქედან ეს არის მთავარი რეგულაცია, დანარჩენი არის ამ ყველაფრის ტექნიკური შევსება. როდესაც მეტს არაფერს ითვალისწინებს ეს კანონი, როგორ შეიძლება, გქონდეს რაიმე არგუმენტი გამჭვირვალობის წინააღმდეგ. იმის წინააღმდეგ, რომ თავისი ფული საიდან მოაქვთ და სად იხარჯება, ის დაადეკლარირონ ენჯეოებმა, ამაზე ხომ ვერ იქნება ვერც ერთი სამართლებრივი არგუმენტი. ჩვენ დაველოდებით ვეტოს პროცედურას, 14-დან 28 მაისის ჩათვლით, შეუძლიათ მოგვაწოდონ ნებისმიერი სამართლებრივი კომენტარი, შენიშვნა და მზად ვართ დისკუსიისთვის, დანარჩენს შევხედავთ“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – ჩვენი სურვილია, გვქონდეს მუდმივი დიალოგი ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან, მთავარია, დავინახოთ სათანადო, სამართლიანი, ღირსეული დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ

დელეგაციაში წარმოდგენილია ორი დეპუტატი, რომლებთან შეხვედრაც ზოგადად აზრს მოკლებული მგონია, მათი წარსული საქმიანობიდან გამომდინარე, ეს გამოცდილება…

ირაკლი კობახიძე -ვერავინ გადაადგმევინებს ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფოს საწინააღმდეგო ნაბიჯებს, ვერავითარი შანტაჟისა  და მუქარის პირობებში

ვერავინ ვერ გადაადგმევინებს ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფოს საწინააღმდეგო ნაბიჯებს, ვერავითარი შანტაჟის და მუქარის პირობებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.  ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება პოტენციურად ხომ არ არ არის საფუძველი კანონპროექტის უკან გაწვევისთვის, რაზეც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ თავად ბიძინა ივანიშვილს არ აინტერესებს დასანქცირების საკითხი.  „პირველ რიგში, თავად ბიძინა ივანიშვილს არ აინტერესებს ეს საკითხი, გამომდინარე იქიდან, რომ მიიჩნევს ამ საკითხს არასერიოზულად მე ეს შემიძლია, გითხრათ. რაც შეეხება კონკრეტულად ო ბრაიანის ვიზიტს, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ იყო ბიძინა ივანიშვილის მიმართ თხოვნა შეხვედრასთან დაკავშირებით, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა უარით უპასუხა, ამას ჰქონდა თავისი ახსნა და განმარტება. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ იყო გასული თვეების განმავლობაში შემთხვევები, როდესაც სხვა უცხოელ დიპლომატებსა და პოლიტიკოსებსაც უთხრა უარი ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრასთან დაკავშირებით. ამაზე მე მაქვს ინფორმაცია, გამომდინარე იქიდან, რომ მე მიწევდა გარკვეული საკითხების შეთანხმება, მე მთხოვდნენ, ხოლმე ამ საკითხების შეთანხმებას, ყველა შემთხვევაში უარის მიზეზი იყო ერთი და იგივე. ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა იმას, რომ ის ისედაც არის დე ფაქტო სანქციების ქვეშ, მას აქვს გაყინული 2 მილიარდი დოლარი, რომელიც მან დასავლეთს მიანდო, მაგრამ აღმოჩნდა გლობალური ომის პარტიის ხელში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.  პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა, რომ შანტაჟის ქვეშ ის ვერავითარ შეხვედრას ვერ გამართავს, ეს არის მისი ძალიან მკაფიო პოზიცია. „როგორც კი დასრულდება ეს შანტაჟი და დე ფაქტო სანქციები, მაშინვე რა თქმა უნდა, ნებისმიერი შეხვედრა შეიძლება, შედგეს, მაგრამ დღეს ეს არის ბიძინა ივანიშვილის პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ასეთი შანტაჟი, მუქარები, როგორც არ ჭრიდა ეს შანტაჟი და მუქარა 2022 წლის მარტიდან, როცა მას გაუყინეს თანხები უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ასევე ვერ გაჭრის მასზე ასეთი შანტაჟი და მუქარა ვერც ახლა, ანუ ვერავინ ვერ გადაადგმევინებს ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფოს საწინააღმდეგო ნაბიჯებს, ვერავითარი შანტაჟის და მუქარის პირობებში. სანქცია თავისთავად ხომ შანტაჟს ნიშნავს, თავისთავად სანქცია შეიცავს შანტაჟს და მუქარას, ამიტომ ეს არ არის სერიოზული თემა ამ ყველა გარემოების გათვალისწინებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თამთა მეგრელიშვილი აქციაზე ამერიკელი ინსტრუქტორის დაკავების შესახებ – ქართველებთან ფრთხილად იყავით, მეგობრობაც ვიცით და მტრობა

თამთა მეგრელიშვილი აქციაზე ამერიკელი ინსტრუქტორის დაკავების შესახებ – ქართველებთან ფრთხილად იყავით, მეგობრობაც ვიცით და მტრობაც როცა…

ირაკლი კობახიძე – ქართული საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც პოლიტიკური უმცირესობის დღის წესრიგს მიჰყვება, მინდა შევახსენო, რომ წაუკითხავი კანონის გაპროტესტება არის უდიდესი უპასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე

ქართული საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც პოლიტიკური უმცირესობის დღის წესრიგს მიჰყვება, მინდა შევახსენო, რომ წაუკითხავი კანონის გაპროტესტება…

პრემიერი „ტვ პირველს“ – ერთი მხრივ გმირად გყავთ გამოცხადებული ადამიანი, რომელიც ცოცხლად წვავდა პოლიციელს და მეორე მხრივ, თმის მოქაჩვაზე გაქვთ ამხელა რეაქცია

კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ – სადაც არის ძალადობა, გქონდეთ შესაბამისი რეაქცია, ნუ იმოქმედებთ ორმაგი სტანდარტით და დაელოდეთ…

ირაკლი კობახიძე – საქართველოს პარლამენტი იმოქმედებს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის რაციონალური ნების შესაბამისად და მესამე მოსმენით მიიღებს კანონს, რომელიც გარედან თავსმოხვეული ე.წ. პოლარიზაციის დასრულებაში უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს

ხვალ საქართველოს პარლამენტი იმოქმედებს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის რაციონალური ნების შესაბამისად და მესამე მოსმენით მიიღებს კანონს, რომელიც…

ირაკლი კობახიძე – საქართველოს პარლამენტი იმოქმედებს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის რაციონალური ნების შესაბამისად და მესამე მოსმენით მიიღებს კანონს, რომელიც გარედან თავსმოხვეული ე.წ. პოლარიზაციის დასრულებაში უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს

ხვალ საქართველოს პარლამენტი იმოქმედებს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის რაციონალური ნების შესაბამისად და მესამე მოსმენით მიიღებს კანონს, რომელიც…

პრემიერი – სანქციების თემა არის აბსოლუტურად არასერიოზული, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ დღესაც მოქმედებს დე-ფაქტო სანქციები

რაც შეეხება სანქციების თემას, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ…