საქართველოს უნივერსიტეტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, საქართველოს უნივერსიტეტები, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრები ეხმიანებიან ქვეყანაში მიმდინარე…

საქართველოში [პარლამენტარები], უკანონოს არაფერს აკეთებენ-კოსმანი

საქართველოში [პარლამენტარები], უკანონოს არაფერს აკეთებენ, დემოკრატიულ სისტემაში არჩეული ოფიციალური პირები მუშაობენ, მათ წარადგინეს კანონი და როგორც…

ლევან ნიკოლეიშვილი: სცენაზე ასვლას ერიდებიან, თორემ რომ დააკვირდე, მთლიანად “ნაცების” მიერ არის ლოჯისტიკური და ფინანსური საკითხები ორგანიზებული – სააკაშვილის ერთ-ერთ ფანს და მის “ჟურნალისტ”-რუპორ ნანუკა ჟორჟოლიანს აქვს ჩაბარებული

ლევან ნიკოლეიშვილი: სცენაზე ასვლას ერიდებიან, თორემ რომ დააკვირდე, მთლიანად “ნაცების” მიერ არის ლოჯისტიკური და ფინანსური საკითხები…

ნიკო ქუმსიაშვილის სახელობის თიანეთის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა კლასიკური მუსიკისა და ხელოვნების XVI რესპუბლიკურ ფესტივალ -კონკურსში საპრიზო ადგილები დაიკავეს

კონკურსი სახელწოდებით – “იპოვე შენი ვარსკვლავი” გაიმართა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების შემოქმედთა კავშირის ორგანიზებით, რომლის მიზანია ახალგაზრდებში  მუსიკის…

ედიშერ გვენეტაძე “გამჭვირვალობის კანონზე”: პარლამენტმა კანონი უნდა მიიღოს და რაც მთავარია კანონი უნდა აღსრულდეს

– საქართველოში უნდა შეწყდეს, გარედან დაფინანსებული სახელმწიფო რყევები ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის…

თამარ ჩიბურდანიძე: ხელისუფლებამ პოზიციური ბრძოლა უკვე მოიგო თუნდაც იმით, რომ ო’ბრაიენი საქართველოში ჩამოდის

„ძალიან მარტივია იმის გამოცნობა, რომ ო’ბრაიენი საქართველოში არ ჩამოვიდოდა, ამერიკას რომ გარანტიები ჰქონოდა ამ პროცესში ოპოზიციის…

ეკა სეფაშვილი: გამჭვირვალობის შესახებ კანონს პარლამენტი ხვალ მესამე მოსმენით მიიღებს – ეს არის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნება

„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ხვალ, 14…

დავით ქართველიშვილი – ქართველი მომიტინგეების რეალური პროდასავლურობა გამოვლინდება იმაშიც, თუ როგორი მოლოდინით დახვდებიან ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას

„ქართველი მომიტინგეების რეალური პროდასავლურობა ამ დღეებში გამოვლინდება იმაშიც, თუ როგორი მოლოდინით დახვდებიან ისინი ქვეყნისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი…

დიმიტრი ხუნდაძე: ბიძინა ივანიშვილს საკმარისზე კარგად ვიცნობ და გამორიცხულია, სანქცირების რა ზომა და სიდიდის პაკეტიც არ უნდა იყოს სავაჭროდ, ის ამ თემაში ქვეყნის ინტერესების საზიანოდ არ შევა

„ვიტოვებ იმედს, რომ ჯიმ ო’ბრაიენს ექნება კონსტრუქციული წინადადებები, მაგალითად სამართლებრივი შენიშვნები გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით,“ –…

ნინო ფოჩხუა ჯიმ ო’ბრაიენთან შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილის უარზე -ბიძინა ივანიშვილმა ამ უარით ყველას დაგვანახა, რომ დასრულდა ქვეყანაში მონური მორჩილება

ნინო ფოჩხუა ჯიმ ო’ბრაიენთან შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილის უარზე-ბიძინა ივანიშვილმა ამ უარით ყველას დაგვანახა, რომ დასრულდა ქვეყანაში…

თამთა მეგრელიშვილი: პრემიერი წარმოადგენდა იმ ქართული სახელმწიფოს სახეს, რომელსაც აღარ ეშინია გარედან თითის ქნევის და აქვს ეროვნულთან ერთად, ევროპულ ოჯახში გაწევრიანების ამბიცია

„ახლა მოვისმინე ღირსეული პრემიერ-მინისტრის გამოსვლა. ის ამ საჯარო გამოსვლისას წარმოადგენდა იმ ქართული სახელმწიფოს სახეს, რომელსაც აღარ…

ირაკლი კობახიძე ჟიგიმანტას პავილიონისის აქციაზე მისვლას ეხმაურება – ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ უხეში  დამოკიდებულებისგამოვლინება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კონკრეტული ქვეყნის პარლამენტის წევრის, ჟიგიმანტას პავილიონისის „გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის“ საწინააღმდეგო აქციაზე მისვლა, საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ უხეში დამოკიდებულების გამოვლინებაა.  როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ვიღაცებს არ მოსწონთ გულზე არ ეხატებათ საქართველოს სუვერენიტეტი.  „ჟიგიმანტას პავილიონისის აქციაზე მისვლა არის რა თქმა უნდა, იმის მაჩვენებელი, თუ როგორია ამ ადამიანების დამოკიდებულება სახელმწიფოსა და მისი სუვერენიტეტის მიმართ. ამდენი ხანი ჩვენ რასაც ვამტკიცებთ, იმის დასტური წარმოადგინა ბატონმა პავილიონისმა. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ვიღაცებს არ მოსწონთ, გულზე არ ეხატებათ საქართველოს სუვერენიტეტი. როდესაც კადრულობს კონკრეტული ქვეყნის პარლამენტის წევრი, უცხო ქვეყნის წარმომადგენელი პოლიტიკოსი, რომ უხეშად ჩაერიოს ამ ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში, ამით ხომ ამტკიცებს იმას, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით ამდენი ხნის განმავლობაში, რომ ეს არის მათი დამოკიდებულება, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ, ლოიალური დამოკიდებულება გამოვავლინოთ ასეთი ინციდენტების მიმართ, რაც უკავშირდება საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ უხეში დამოკიდებულების გამოვლინებას“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე  ამ ქვეყანაში ადამიანები 3000 წელია  თავს წირავენ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და ქვეყნის ინტერესებისთვის; ვისაც აზრად მოსდის სანქციებით  შანტაჟი, ასეთი ადამიანი უბრალოდ  არ იცნობს ქართველი კაცის ბუნებას

ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და სუვერენიტეტისთვის, გრძელვადიანი მშვიდობის, გრძელვადიანი სიმშვიდის უზრუნველყოფისთვის, იმისათვის, რომ ქვეყანას უკრაინის სცენარი ავარიდოთ თავიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, სანქციების თემა არის არასერიოზული, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ბიძინა ივანიშვილს ისედაც აქვს დე-ფაქტო სანქციები დაწესებული. „სანქციები არის აბსოლუტურად არასერიოზული მითუმეტეს სანქციები ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელსაც ისედაც აქვს დე-ფაქტო სანქციები დაწესებული. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მან 2 მილიარდი დოლარი მიანდო დასავლეთს, თუმცა ეს თანხა აღმოჩნდა გლობალური ომის პარტიის ხელში. ანუ, მასზე დე-ფაქტო ისედაც მოქმედებს ეს სანქციები, ასეთ ვითარებაში აბსოლუტურად არასერიოზულია საუბარი ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე. რაც შეეხება დანარჩენ პოლიტიკოსებს, პირადად მე, დეპუტატებს და ა.შ. ხშირად გვესმის ასეთი განცხადებები. ჩვენთვისაც ზუსტად ისეთივე არასერიოზულია, უფრო არასერიოზულია კიდევ, ვიდრე ბიძინა ივანიშვილისთვის. წარმოიდგინეთ, რომ ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა დასაკარგი 2 მლრდ დოლარი, სასწორზე დადო მან 2 მლრდ დოლარი, ჩვენ არაფერი გვაქვს დასაკარგი ამის მსგავსი. აქედან გამომდინარე, თუ ბიძინა ივანიშვილი გვაძლევს ასეთ მაგალითს, თუ მისთვის არის არასერიოზული საუბარი დე-ფაქტო, თუ ფორმალურ სანქციებზე, თქვენ წარმოიდგინეთ მით უმეტეს ჩვენთვის როგორი არასერიოზულია ამაზე საუბარი. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და სუვერენიტეტისთვის, გრძელვადიანი მშვიდობის, გრძელვადიანი სიმშვიდის უზრუნველყოფისთვის, იმისათვის, რომ ქვეყანას უკრაინის სცენარი ავარიდოთ თავიდან. ამ ქვეყანაში ადამიანები 3 000 წელია თავს წირავენ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და ქვეყნის ინტერესებისთვის. ასეთ პირობებში ვიღაცამ ვიზებით დაგაშანტაჟოს, ან რაღაცის გაყინვით დაგაშანტაჟოს, ისინი უბრალოდ არ იცნობენ ქართველი კაცის ბუნებას. ვისაც აზრად მოსდის სანქციებით შანტაჟი, ასეთი ადამიანი უბრალოდ არ იცნობს ქართველი კაცის ბუნებას,“- განაცხადა პრემიერმა.

დიმიტრი ხუნდაძე: დღეს ქვეყანაში არც რუსეთუმეობის პრობლემაა და არც ანტიდასავლურობის „სტუდენტების დიდი ნაწილი შეცდომაში არის შეყვანილი

დიმიტრი ხუნდაძე: დღეს ქვეყანაში არც რუსეთუმეობის პრობლემაა და არც ანტიდასავლურობის „სტუდენტების დიდი ნაწილი შეცდომაში არის შეყვანილი,…

ირაკლი კობახიძე -ჩვენ წინა არჩევნები ძალიან სტაბილურად და მყარად მოვიგეთ,ამაზე ბევრად მაღალ შედეგს დავდებთ ოქტომბრის არჩევნებში, ამას იხილავს ქართული საზოგადოება  26 ოქტომბრის ღამეს

ჩვენ წინა არჩევნები ძალიან სტაბილურად და მყარად მოვიგეთ, ამაზე ბევრად მაღალ შედეგს დავდებთ ოქტომბრის არჩევნებში, ამას იხილავს ქართული საზოგადოება 26 ოქტომბრის ღამეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.  როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ყველა დაინახავს, რომ შემდეგ არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ ექნება უპრეცედენტო მხარდაჭერა.  ჟურნალისტის კითხვაზე, ოპოზიციის მხრიდან უკვე გაისმა მოწოდებები, რომ აქციაზე მთავარი მოთხოვნა არა კანონის უკან გაწვევა, არამედ ხელისუფლების ცვლილება უნდა იყოს, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს არის ისტერიული განცხადებები.  „მე მგონია, რომ ეს არის ერთგვარი ისტერიული განცხადებები მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ოქტომბერში, რამდენიმე თვეში ტარდება საპარლამენტო არჩევნები. თუ ხელისუფლების შეცვლა გინდა, კეთილი ინებე და მიიღე ამომრჩევლის მხარდაჭერა, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც არავითარი იმედი არ აქვთ, რა თქმა უნდა, ასეთ ისტერიულ განცხადებებს აკეთებენ. ყველა დაინახავს, რომ შემდეგ არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ ექნება უპრეცედენტო მხარდაჭერა. ჩვენ ხომ წინა არჩევნები ძალიან სტაბილურად და მყარად მოვიგეთ, ამაზე ბევრად მაღალ შედეგს დავდებთ ოქტომბრის არჩევნებში, ამას იხილავს ქართული საზოგადოება 26 ოქტომბრის ღამეს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.