როდესაც 2011 წლის 26 მაისს მოკლეს აქციის ოთხი მონაწილე – ეს იყო სისასტიკე. აქ ტერმინ სისასტიკის…
კატეგორია: პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ო’ბრაიენთან შეხვედრაზე – მიუხედავად იმისა, რომ ხანგრძლივი დიალოგი შედგა, ორსაათნახევრიანი, საერთოდ არ ყოფილა ნახსენები სანქციები
2008 წელს დაიწყო ბიძინა ივანიშვილის ანგარიშის ძარცვა, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა ყოველგვარ კომუნიკაციაზე უთხრა მიხეილ სააკაშვილს უარი, ეს იყო 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ტოტალური გაყალბების შემდეგ. ასევე 2007 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ და უშუალოდ უკრაინაში ომის დაწყებიდან 2 კვირაში, პრაქტიკულად გაიყინა მისი ანგარიში, რასაც მოჰყვა ასევე სხვა ნაბიჯები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მხრიდან დე-ფაქტო სანქციას შეეხებოდა. მისივე თქმით, აღნიშნულიდან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილს აქვს სრული უფლება, რომ ჰქონდეს შესაბამისი აღქმა დე-ფაქტო სანქციასთან დაკავშირებით. „რაც შეეხება დე-ფაქტო სანქციას. ფორმალური სანქციები არის ცალკე საკითხი, მაგრამ რაც შეეხება დე-ფაქტო სანქციას, ეს დე-ფაქტო სანქცია მოქმედებს. ამასთან დაკავშირებით, მე ბევრად მეტი დეტალი გავაცანი ბატონ ო’ბრაიენს. ვისაუბრე მაგალითად გარკვეულ შეხვედრაზე, რომელიც შედგა ამ თანხის გაყინვის შემდეგ, გარკვეული მოთხოვნა იყო წამოყენებული ამ შეხვედრის და ა.შ. ამ თემებზე მე აქ ვერ ვისაუბრებ დეტალურად, მაგრამ მთელი რიგი დეტალები გავაცანი ბატონ ო’ბრაიენს ამასთან დაკავშირებით. ვერ ვიტყვი, არ ვიტყვი, უსაფრთხოების უხერხული თემებია, ამიტომ მოვერიდები. მე არ მინდა, რომ ზედმეტად დავაზიანო მთელი რიგი სუბიექტების, მათ შორის პარტნიორების რეპუტაცია. ხალხში უნდა დარჩეს დადებითი აღქმა მთელ რიგ პარტნიორებთან მიმართებით. ამიტომ დეტალებს ვერ ვიტყვი, ზოგადად დაახლოებით მოგახსენეთ, რაზეც იყო საუბარი, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, 2008 წელს დაიწყო ბიძინა ივანიშვილის ანგარიშის ძარცვა, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა ყოველგვარ კომუნიკაციაზე უთხრა მიხეილ სააკაშვილს უარი, ეს იყო 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ტოტალური გაყალბების შემდეგ. ასევე 2007 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ და უშუალოდ უკრაინაში ომის დაწყებიდან 2 კვირაში, პრაქტიკულად გაიყინა მისი ანგარიში, რასაც მოჰყვა ასევე სხვა ნაბიჯები. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილს აქვს სრული უფლება, რომ ჰქონდეს შესაბამისი აღქმა დე-ფაქტო სანქციასთან დაკავშირებით. ბევრი დეტალია ამის უკანაც, რაც იძლევა ძალიან მყარი აღქმის არსებობის უფლებას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის რეალურად დე-ფაქტო სანქცია, რომელიც დაწესდა იმის საპირწონედ, რომ კონკრეტულ, ქვეყნისთვის დამაზიანებელ ნაბიჯზე არ წავიდა თავის დროზე ბიძინა ივანიშვილი,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. კითხვაზე, უკავშირდებოდა თუ არა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ამ საკითხს და ასევე, პრემიერ-მინისტრსა და ო’ბრაიენს შორის გამართულ შეხვედრაზე იყო თუ არა საუბარი მოსალოდნელ ფორმალურ სანქციებზე, მთავრობის მეთაურმა ასე უპასუხა: „პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზები ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თავად განმარტა, ეს პირდაპირ არ იყო დაკავშირებული, არც ზოგადად არ იყო დაკავშირებული ამ თემასთან, ამას ჰქონდა სხვა მიზეზები. რაც …
ირაკლი კობახიძე – იმდენად მარტივია ეს კანონი და ერთადერთ რამეს ითვალისწინებს, წელიწადში ერთხელ დეკლარაციის ჩაბარებას, ვერც წარმომიდგენია, რა შენიშვნა შეიძლება მოგვცენ ჩვენმა პარტნიორებმა, თუმცა ვადასტურებთ ღიაობას სამართლებრივი დისკუსიისთვის
ჩვენ ნათქვამი გვაქვს, რომ შეგვიძლია ვეტოს პროცედურა გამოვიყენოთ ცვლილებების განსახორციელებლად, მთავარია, კონკრეტული სამართლებრივი შენიშვნები მივიღოთ კანონთან…
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადება
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2024 წლის 14 მაისს, სამართალდამცავების მხრიდან დავით ქაცარავას მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების…
ირაკლი კობახიძე – სახელმწიფო სუვერენიტეტის ხარჯზე ვერავითარ კომპრომისზე ვერ წავალთ, თუ დაგვიმტკიცებენ, რომ კანონში გარკვეული ნორმები ეწინააღმდეგება ევროპულ სამართლებრივ პრინციპებს, შესაბამის ნორმებს ჩავასწორებთ, დათმობებზე საუბარი ვერ იქნე
ჩვენ ვერავითარ კომპრომისზე ვერ წავალთ სახელმწიფო სუვერენიტეტის ხარჯზე, კანონთან დაკავშირებით თუ ექნებათ სამართლებრივი შენიშვნა, თუ დაგვიმტკიცებენ,…
ირაკლი კობახიძე – პარლამენტის შენობის წინ სცენაზე ვხედავთ უცხოური გავლენის გამჭვირვალობას, პირდაპირ გამოდიან პოლიტიკურ სცენაზე უცხოელი პოლიტიკოსები, აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც გარედან ცდილობენ საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევას კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ
ჩვენ დღეს სცენაზე პარლამენტის შენობის წინ ვხედავთ უცხოური გავლენის გამჭვირვალობას, პირდაპირ გამოდიან პოლიტიკურ სცენაზე უცხოელი პოლიტიკოსები,…
ირაკლი კობახიძე – ო’ბრაიენთან გულწრფელად ვისაუბრეთ, დავადასტურეთ ჩვენი სურვილი და მზაობა, მაქსიმალურად ვიზრუნოთ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე. მთავარია, მეორე მხრიდანაც მივიღოთ სათანადო დამოკიდებულება
კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩვენ გვაქვს სრული მზაობა, ვიზრუნოთ აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისთვის,…
გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზე: აქციის მონაწილეებს ქუჩაში მთელი ღამე გაათენებინეს, თავად კარგად ეძინათ და დილის ცხრა საათზეც ვერ მოვიდნენ კომიტეტზე
„ჩვენ ვიზრუნებთ, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ მომავალი მოწვევის პარლამენტში კი არა, პოლიტიკაში საერთოდ აღარ იყოს,“ –…
ირაკლი კობახიძე – არ მგონია, რომ ქაცარავა აღიზიანებდეს ვინმეს რუსეთში, კატეგორიულად მიუღებელია ასეთი ტიპის ინციდენტები და კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდებ მოთმინებისკენ
კატეგორიულად მიუღებელია ასეთი ტიპის ინციდენტები და კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდებ მოთმინებისკენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა…
პრემიერი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება ქმნის მტკიცე გარანტიებს საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად და ე.წ. პოლარიზაციის დასაძლევად, რაც ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობაა
დღევანდელი დღე არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის განმტკიცების თვალსაზრისით. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება ქმნის მტკიცე გარანტიებს საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობისა და სიმშვიდის უზრუნველსაყოფად და ე.წ. პოლარიზაციის დასაძლევად, რაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობაა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, სოციოლოგიური კვლევის თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის 80 %-ზე მეტი, ხოლო უშუალოდ კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, მოსახლეობის 60%-ზე მეტი უჭერს მხარს. „ეს კანონი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს – უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების მიწე ყოველწლიური ფინანსური დეკლარაციების წარდგენას. შეუძლებელია, გამჭვირვალობის წინააღმდეგი იყოს ვინმე, ვისაც წაკითხული აქვს ეს კანონი და გააზრებული აქვს, რომ გამჭვირვალობა ერთ-ერთი საკვანძო ევროპული ღირებულებაა. მადლობა მინდა გადავუხადო მმართველი გუნდის თითოეულ წევრს, განსაკუთრებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს საქართველოს ეროვნული ინტერესები ერთგულებისთვის. კიდევ ერთხელ მინდა გადავუხადო მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს, პოლიციელებს, რომლებიც მიტინგებზე ძალადობასა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს არსებითად ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით პასუხობდნენ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მომიტინგეებს, თავი შეიკავონ ძალადობისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისგან, ასევე კიდევ ერთხელ ვთხოვ სამართალდამცველებს, ძალადობასა და შეურაცხყოფას მაქსიმალური მოთმინებით უპასუხონ,“- აღნიშნა პრემიერმა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლება მომავალშიც ყველაფერს გააკეთებს საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად. „საქართველო არის თავისუფალი, დამოუკიდებელი, სუვერენული და ღირსეული სახელმწიფო. ჩვენ მომავალშიც ვიმოქმედებთ უმაღლესი პასუხისმგებლობით ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე და გავაკეთებთ ყველაფერს საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად. ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ ღირსებით და სუვერენიტეტით არის შესაძლებელიც და ფასეულიც, რაც საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას ძალიან კარგად აქვს გააზრებული. მადლობა ქართველ ხალხს, რადგანაც სწორედ ქართველი ხალხის მხარდაჭერამ მოგვცა გასულ წლებში რევოლუციის ორი მცდელობის თავიდან აცილების, მშვიდობის შენარჩუნებისა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობა. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მირების შესაძლებლობაც, სწორედ, ქართველი ხალხის მხარდაჭერამ მოგვცა. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხის მხარდაჭერით ,მომავალშიც დიდ წარმატებებს მივაღწევთ და 2030 წლისთვის საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
სოზარ სუბარი პრეზიდენტის ვეტოზე: თუ არ იქნება მოტივირებული შენიშვნები, ეს არ იქნება ვეტო – ეს კონსტიტუციის დარღვევა იქნება
„დაგვისაბუთონ რა არ მოსწონთ, რა არის ამ კანონში არაევროპული – ამაზე ვერავინ გვპასუხობს“, – ამის შესახებ…
სოზარ სუბარი: წარმოიდგინეთ საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჩავიდეს გერმანიაში ან ლიეტუვაში, გავიდეს მიტინგზე, სადაც მთავრობის დამხობას ითხოვენ და გააკეთოს მომიტინგეთა მხარდამჭერი განცხადებები
პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი საქართველოში ვიზიტად მყოფი ოთხი ქვეყნის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეების,…
დავით ქართველიშვილი: ბეჟაშვილის, ბოტკოველის, ჯანაშიას, ხოშტარიას და ა.შ. – უკან მხოლოდ მათივე ახალგაზრდული ორგანიზაციების ფასიანი თანამშრომლები დგანან!
„დეზინფორმაციულ ინტოქსიკაციას ხელისუფლებამ უნდა დაუპირისპიროს, თუნდაც „წვეთოვანებით“ – ჯანსაღი საინფორმაციო „ჩანაცვლების პროგრამა“, – წერს სოციალურ ქსელში…
ან ექნებათ რევოლუცია, ან გახდებიან ბელორუსი 2-ალექსეი გონჩარენკო
უკრაინული რადის ოპოზიციონერი დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო საქართველოში გამჭვირვალობის კანონის მიღებას ეხმაურება. შესაბამის განცხადებას ის სოციალურ ქსელში…
ზურაბ ქადაგიძე: 14 მაისი ისტორიაში შევა, როგორც საქართველოს უახლეს ისტორიაში, სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების გამყარებისათვის გადადგმული უდიდესი ნაბიჯი
„საპარლამენტო უმრავლესობამ და ხელისუფლებამ გაუძლო, უპრეცედენტო მასშტაბის ზეწოლასა და ბულინგს, მაგრამ შესაშურად სასწაული მდგრადობა გამოავლინა“, –…