საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღისადმი…
კატეგორია: გაიცანით
კახა კალაძე: კომპანია „ტეზერთან“ სტრატეგიული პარტნიორობის გაფართოება არის საქართველოს, როგორც სანდო პარტნიორის და უსაფრთხო ქვეყნის აღიარება
საქართველოსა და მსოფლიოს უდიდეს ბლოკჩეინ-პლატფორმა „ტეზერს“ (Tether) შორის სტრატეგიული პარტნიორობა ფართოვდება. თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლისადმი მიძღვნილ…
თამარ ზოდელავა: „ზუგდიდის მთავარ მოედანზე 26 მაისის ღონისძიებების ბოლო მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს იმისთვის, რომ ხვალ 11 საათიდან განსაკუთრებულად დავხვდეთ სტუმრებს და ერთად აღვნიშნოთ ეს მნიშვნელოვანი დღე“
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „ახალი დღე“ 26 მაისს ზუგდიდის მთავარ მოედანზე დაგეგმილ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებზე ისაუბრა. თამარ ზოდელავას თქმით, მოსამზადებელი სამუშაოები ბოლო ეტაპზეა და ხვალ მოსულ სტუმარს იუსტიციის სამინისტრო მრავალფეროვანი პროგრამითა და საზეიმო განწყობით დახვდება. „ადგილზე წარმოდგენილი იქნება ეროვნული არქივის ინსტალაციების კუთხე, სადაც მოსულ სტუმარს შესაძლებლობა ექნება, გაეცნოს ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადების ისტორიას, დამოუკიდებლობის გამოცხადების უნიკალურ მასალებს და საინტერესო ფოტოარქივს სამეგრელოს კუთხისა და აქ მოღვაწე პირთა შესახებ. ასევე, დავამზადეთ გიგანტური პასპორტი. სტუმრებს შეეძლებათ, ადგილზე გადაიღონ ფოტო და დავუბეჭდავთ ID ბარათებს სიმბოლური წარწერით: ,, დაბადებულია დამოუკიდებელ საქართველოში“. ნოტარიუსთა პალატისა და საჯარო რეესტრის წარმომადგენლები მოქალაქეებს მათთვის საინტერესო საკითხებზე კონსულტაციას ადგილზევე გაუწევენ. წარმოდგენილი იქნება პენიტენციური სამსახურის სპეციალური ტექნიკა თავდაცვის სამინისტროს ტექნიკასთან ერთად. ციფრული მმართველობის სააგენტო ახალგაზრდებს მისცემს შესაძლებლობას, აიმაღლონ ცნობიერება კიბერჰიგიენის შესახებ. გაიმართება მსჯავრდებულების მიერ წარმოებული პროდუქციისა და ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. განსაკუთრებით ვიზრუნეთ ბავშვთა სივრცეებზე – იქნება თამაშები, ქვიზები, ბრენდირებული საჩუქრები“, – განაცხადა თამარ ზოდელავამ. იუსტიციის სამინისტრო დამოუკიდებლობის დღეს ხვალ ზუგდიდში აღნიშნავს. მთავარ მოედანზე ღონისძიებები 11.00 საათიდან დაიწყება. 17.10 საათზე გაჟღერდება საქართველოს ჰიმნი. საზეიმო ღონისძიებები საღამოს გალა კონცერტით დასრულდება.
ცესკოს თავმჯდომარე ახალციხეში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა. შეხვედრა ახალციხეში გაიმართა და მას დამამთავრებელი…
გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლა აცხადებს კონკურსს მასწავლებლების ვაკანტური ადგილის დასაკავებლად.
საგნების ჩამონათვალი ვაკანტური ადგილების მიხედვით: ვაკანტური ადგილების რაოდენობის, საათობრივი დატვირთვის და ხელფასის შესახებ ინფორმაცია საგნების მიხედვით…
ირაკლი კობახიძე – საქართველოში კომპანია “ტეზერის” შემოსვლა უმნიშვნელოვანესი გზავნილია საერთაშორისო საინვესტიციო სამყაროსთვის – ეს ფაქტი აჩვენებს, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ ინვესტორების ნდობა თანდათან იზრდება, საქართველო სანდო და საიმედო პარტნიორია საერთაშო
საქართველოში კომპანია “ტეზერის” შემოსვლა უმნიშვნელოვანესი გზავნილია საერთაშორისო საინვესტიციო სამყაროსთვის – ეს ფაქტი აჩვენებს, რომ ჩვენი ქვეყნის…
ფლორენციის რეგულირების სკოლის ორგანიზებით ენერგეტიკის საკითხებზე 21 სექტემბერს ტრენინგები ჩატარდება
21 სექტემბერს, ქ. თბილისში ფლორენციის რეგულირების სკოლის (FSR) ორგანიზებით, ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოსთან (CEER) და კომუნალური…
დამოუკიდებლობის დღეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ქუთაისში მრავალფეროვანი პროგრამით აღნიშნავს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი…
დამოუკიდებლობის დღეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ქუთაისში მრავალფეროვანი პროგრამით აღნიშნავს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი…
2025 წელს საქართველოში ძლიერი ეკონომიკური ზრდა შენარჩუნდა | ევროკომისიის ანგარიში
,,მომდევნო წლებში ეკონომიკური ზრდა, პროგნოზის მიხედვით, 2026 და 2027 წლებში 5-5.5%-ს მიაღწევს, რაც მის გრძელვადიან პოტენციალს…
თამარ ჩიბურდანიძე: დღეს, სრულიად საქართველომ მასშტაბური მსვლელობით, პატივი მიაგო ილია მეორეს ხსოვნას და დიდი სიყვარული გამოხატა ახალი პატრიარქის – შიო მესამის მიმართ
„დღევანდელი დღის წინააღმდეგ წასვლა, უპირველეს ყოვლისა, არის ღმერთის წინააღმდეგ ქმედება. უფლის წინააღმდეგ ბრძოლაში კი, ჯერ არავის…
ფრიდონ ხალვაშის 101 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ცოტნე ანანიძესთან ერთად, ცნობილი მწერლისა და საზოგადო…
სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის კომენტარი:
ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნო დღეა; რა თქმა უნდა, ეს დღე განასახიერებს იმ ტრადიციებს, ფასეულობებს, იმ ღირებულებებს,…
ირაკლი კობახიძე – წლევანდელი 17 მაისი განსაკუთრებულია თითოეული ჩვენგანისთვის, წელს აღვნიშნავთ 1700 წელს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან, 17 საუკუნის წინ ქრისტიანობა იქცა ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობის და იდენტობის ერთ-ერთ უმთავრეს საყრდენად, რომელმაც განსაზღვრა ჩვენი უნიკალური კულტურა და ჩვენი ფასეულობები
წლევანდელი 17 მაისი განსაკუთრებულია თითოეული ჩვენგანისთვის, წელს აღვნიშნავთ 1700 წელს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან, 17 საუკუნის წინ ქრისტიანობა იქცა ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობის და იდენტობის ერთ-ერთ უმთავრეს საყრდენად, რომელმაც განსაზღვრა ჩვენი უნიკალური კულტურა და ჩვენი ფასეულობები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამების საკათედრო ტაძარში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, სწორედ ამ კულტურისა და ფასეულობების საფუძველზე 17 მაისი გამოცხადდა ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ. „გილოცავთ ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს. წლევანდელი 17 მაისი განსაკუთრებულია თითოეული ჩვენგანისთვის. წელს აღვნიშნავთ 1700 წელს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან. 17 საუკუნის წინ ქრისტიანობა იქცა ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობის და იდენტობის ერთ-ერთ უმთავრეს საყრდენად, რომელმაც განსაზღვრა ჩვენი უნიკალური კულტურა და ჩვენი ფასეულობები. სწორედ ამ კულტურისა და ფასეულობების საფუძველზე 17 მაისი გამოცხადდა ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე – 17 მაისი ჩვენთვის განსაკუთრებულია იმის გამოც, რომ ეს დღესასწაული ჩვენი უსაყვარლესი პატრიარქის დაწესებულია, ჩვენს ცნობიერებაში ნახევარი საუკუნის მანძილზე ილია მეორეში იყო განსხეულებული ყველა ის ფასეულობა, რომელსაც ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა მოიაზრებს – ილია მეორის გარდაცვალებამ თითოეულ ჩვენგანს განსაკუთრებული სიმძაფრით გაგვააზრებინა ქრისტიანობის, სიყვარულისა და ერთიანობის მნიშვნელობა
17 მაისი ჩვენთვის განსაკუთრებულია იმის გამოც, რომ ეს დღესასწაული ჩვენი უსაყვარლესი პატრიარქის დაწესებულია, ჩვენს ცნობიერებაში ნახევარი საუკუნის მანძილზე ილია მეორეში იყო განსხეულებული ყველა ის ფასეულობა, რომელსაც ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა მოიაზრებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამების საკათედრო ტაძარში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, ილია მეორის გარდაცვალებამ თითოეულ ქართველს განსაკუთრებული სიმძაფრით გაააზრებინა ქრისტიანობის, სიყვარულისა და ერთიანობის მნიშვნელობა. წელს პირველად აღვნიშნავთ ამ დღეს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარეშე. 17 მაისი ჩვენთვის განსაკუთრებულია იმის გამოც, რომ ეს დღესასწაული ჩვენი უსაყვარლესი პატრიარქის დაწესებულია. ჩვენს ცნობიერებაში ნახევარი საუკუნის მანძილზე ილია მეორეში იყო განსხეულებული ყველა ის ფასეულობა, რომელსაც ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა მოიაზრებს. ჩვენი სულიერი მამის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის გარდაცვალებამ თითოეულ ჩვენგანს განსაკუთრებული სიმძაფრით გაგვააზრებინა ქრისტიანობის, სიყვარულისა და ერთიანობის მნიშვნელობა. მადლობა უწმინდესსა და უნეტარესს უდიდესი ღვაწლისთვის, რომელიც კიდევ დიდხანს გაუნათებს გზას ჩვენს ქვეყანას ქრისტიანული ფასეულობებისა და ტრადიციების დაცვის გზაზე“, – განაცხადა პრემიერმა.