,,მომდევნო წლებში ეკონომიკური ზრდა, პროგნოზის მიხედვით, 2026 და 2027 წლებში 5-5.5%-ს მიაღწევს, რაც მის გრძელვადიან პოტენციალს შეესაბამება. მოსალოდნელია, რომ ეკონომიკური აქტივობის მთავარი მამოძრავებელი კვლავ კერძო და სახელმწიფო მოხმარება იქნება, რასაც ხელს შეუწყობს რეალური ხელფასების გაგრძელებული, თუმცა შედარებით ნელი ზრდა, სამომხმარებლო დაკრედიტების მაღალი ტემპი და ფულადი გზავნილების შემოდინება”, – აღნიშნულია ევროკომისიის ანგარიშში.
რაც შეეხება ინფაციას, ანგარიშის თანახმად 2026 წელს ინფლაციის შდარებით მაღალ დონეზე შენარჩუნება საწვავისა და სხვა ენერგომატარებლების ფასების ზრდით იქნება განპირობებული, ხოლო 2027 წელს ეტაპობრივად შემცირდება და მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს მიუახლოვდება.
ევროკომისიის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, საქართველოს მთავრობის მიერ 500 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების წარმატებული გამოშვება, რომელიც 5.125% კუპონის საპროცენტო განაკვეთით განხორციელდა.
,,2026 წლის იანვარში საქართველომ წარმატებით მოახდინა 500 მილიონი აშშ დოლარის ევრობონდების რეფინანსირება დაბალი 5.1%-იანი საპროცენტო განაკვეთით“, – წერია ანგარიშში.