„რა თქმა უნდა, მხოლოდ ევროპული ღირებულებებია ჩემთვის მიმზიდველი, მაგრამ არა ასეთი – მიბრძანოს, რომ ცალ ფეხზე…
კატეგორია: მთავარი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე: შავი ფული არის იმ პოლიტიკის რეალიზების საშუალება, რაც საქართველოს წინააღმდეგ დაგეგმეს
„დღეს ლგბტ პროპაგანდას იყენებენ იარაღად, რომ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე უმცირესობა აქციონ უმრავლესობად,“ – განაცხადა მედიასთან…
ზურაბ ქადაგიძე: ხელმოცარული პოლიტიკოსები აკრიტიკებენ ბიძინა ივანიშვილს, რატომ ცდილობს ფეხბურთელების მოტივაციის ამაღლებას და აქამდე სად იყოო, თითქოს მათ გაუკეთებიათ ოდესმე რაიმე ქართული სპორტისთვის – ბიძინა ივანიშვილი და მისი ფონდი კვლავ გააგრძელებს სიკეთის კეთებას, ეს ხელმოცარული პოლიტიკოსები კი კვლავ ხელმოცარულებად დარჩებიან
„ხელმოცარული პოლიტიკოსები აკრიტიკებენ ბიძინა ივანიშვილს, ერთი თვის შემდეგ რატომ ცდილობს ფეხბურთელების მოტივაციის ამაღლებას, აქამდე სად იყოო,…
მიხეილ ყაველაშვილი: ბესიკ ხარანაულს და ლანა ღოღობერიძეს მივმართავ, ბავშვი რომ პირდაპირ ძალადობისკენ მოუწოდებს და ჩვენ, პარლამენტის წევრებს მოღალატეებად შეგვრაცხავს, ხომ ვიცით ეს სად და როდის იყო, რასაც თქვენ მთელი ცხოვრება ეწინააღმდეგებოდით – ძალიან მაინტერესებს, ეს მოგწონთ?
“ხალხის ძალის” წევრი, მიხეილ ყაველაშვილი, ხელოვნების სფეროს იმ წარმომადგენლებს მიმართავს, რომლებიც “გამჭვირვალობის კანონს” ეწინააღმდეგებიან. ის ინტერესდება,…
დავით ქართველიშვილი: მე მგონი ილიასეული ტრიადიდან, სარწმუნოების შემდეგ – ენაც ამოვარდნილია უკვე: ან ვეღარ კითხულობენ, ან წაკითხულიდან ელემენტარული აზრის გამოტანა უჭირთ
„მე კი ვუსურვებ ჩვენს ფეხბურთელებს მოგებას, ხოლო რა გამოყენებას მოუძებნიან ისინი დამსახურებულ ფულად ბონუსებს – თავად…
ნინო ფოჩხუა ფონდ „ქართუს“ ქველმოქმედებაზე – წარმომიდგენია როგორ გეზიზღებათ ეხლა თითოეული ფეხბურთელი, მაგრამ თქვენი ზიზღი მალამოსავით ედება მათ და მთელ საქართველოს, ბიძინა ივანიშვილს კი დიდი პატივისცემა და მადლობა ქართველი ხალხისგან
ექსპერტი ნინო ფოჩხუა ფონდ „ქართუს“ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ „ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის…
ლევან ნიკოლეიშვილი-თუკი ფონდი “ქართუ” ფეხბურთელებს დააჯილდოებს ისინი აუცილებლად გაიყიდებიან?! არა, მავნებლობო, ფეხბურთელებს ამით მადლობას უხდიან-ახლა კი დავფიქრდეთ თავად რადიკალ-მავნებლები რა თანხის სანაცლოდ იყიდებიან
„რა წარმოდგენა აქვთ, ფეხბურთელებზე, ზოგადად ხალხზე ხომ ფაქტია. ე.ი. თუ კი ფონდი “ქართუ” ფეხბურთელებს დააჯილდოებს ისინი…
ირაკლი ლატარია “ქართუს” მიერ საფეხბურთო ნაკრებისთვის ჯილდოს დაწესებაზე: ეს ის ივანიშვილია, რომელიც ქართული ფეხბურთის აღორძინებაში უდიდესი თანხების ჩადებას გეგმავდა, მაგრამ სააკაშვილის ხელისუფლებამ უარი განუცხადა იმიტომ, რომ ივანიშვილმა მოითხოვა თავისივე თანხების სწორი მიმართულებით ხარჯვის კონტროლი
ექსპერტი ირაკლი ლატარია ფონდი “ქართუს” მიერ საფეხბურთო ნაკრებისთვის ჯილდოს დაწესებას სოციალურ ქსელში აფასებს და აღნიშნავს, რომ…
პრემიერი – ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, როდესაც კეზერაშვილს საწყალ დევნილად გიცხადებენ,ევროპარლამენტარის განცხადებას ასეთ პირობებში ფასი ვერ ექნება
წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ- მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონპროექტთან დაკავშირებით დებატებს შეეხებოდა. მისივე განცხადებით, სამწუხაროდ სიცრუე ფართოდ არის გამჯდარი ოდიოზურ ევროპარლამენტარებში და არ შეიძლება მაგალითად რასა იუკნევიჩიენე წარმოადგენდეს ევროკავშირს.„თქვენ გახსოვთ 3 რეზოლუცია, სადაც ისინი კეზერაშვილს აცხადებდნენ მაგალითად საწყალ დევნილად, სადაც აცხადებდნენ სააკაშვილს და გვარამიას პოლიტპატიმრებად და სადაც ითხოვდნენ ბიძინა ივანიშვილის დასჯას. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა არავითარი ფასი აღარ აქვს საზოგადოების თვალში ევროპარლამენტის რეზოლუციებს. სამწუხაროდ სიცრუე ფართოდ არის გამჯდარი ოდიოზურ ევროპარლამენტარებში, რომლებიც საბოლოო ჯამში ახერხებენ საკუთარი რეზოლუციების გატანას. ეს არის უკიდურესად არა ევროპული მოვლენა და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ახლო მომავალში ევროპა მოახერხებს და დაძლევს ასეთი ტიპის პრობლემებს, რომლებიც დღეს სამწუხაროდ სახეზეა. ჩემთვის აქვს ფასი სიმართლეს, ფაქტებს და არგუმენტებს. როდესაც ვხედავთ სიცრუეს, მნიშვნელობა არ აქვს ეს იქნება ქართველი თუ უცხოელი, სიცრუე არის სიცრუე. შესაბამისად, ერთადერთი რასაც აქვს ჩვენთვის ფასი ეს არის სიმართლე, ეს არის ფაქტები, არგუმენტები. როდესაც კეზერაშვილს საწყალ დევნილად გიცხადებენ, რა თქმა უნდა, ევროპარლამენტარის განცხადებას ასეთ პირობებში ფასი ვერ ექნება. როდესაც საუბრობენ „დებიძინიზაციაზე“, რა თქმა უნდა, ამასაც ვერავითარი ფასი ვერ ექნება, ეს უბრალოდ სამარცხვინოა, არ შეიძლება რასა იუკნევიჩიენე იყოს ევროპის სახე, რასა რომელიც არის ვარშავის პაქტიდან გადმოვარდნილიტიპაჟი. არ შეიძლება ასეთი ადამიანები დღეს წარმოადგენდეს ევროკავშირს,“- აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე „ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა არის ამ ქვეყანაში ბიზნესისრეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება
ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენიუმთავრესი მიღწევა არის ამ ქვეყანაში ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, 2004 -2012 წლები გარდა ბევრი სხვა უმძიმესი მანკიერებისა, იყო სწორედ ბიზნესის რეკეტით გამორჩეული. „ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა არის ამ ქვეყანაში ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება. 2004 2012 წლები თუკი რამით იყო გამორჩეული, გარდა ბევრი სხვა …
ირაკლი კობახიძე – მნიშვნელოვანია, რომ სიცრუეს ჰქონდეს ნაკლები გასაქანიქართულ საზოგადოებაში, გამჭვირვალობის კანონი, პირველ რიგში ემსახურება სწორედ სიცრუისა და ტყუილის პრევენციას ჩვენს ქვეყანაში
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიცრუეს ჰქონდეს ნაკლები გასაქანი ქართულ საზოგადოებაში, გამჭვირვალობის კანონი, პირველ რიგში ემსახურება სწორედ სიცრუის და ტყუილის პრევენციას ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან დაკავშირებით ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელზეც ამავე მედიასაშუალებამ მოგვიანებით აღიარა, რომ მცდარი ინფორმაცია გაავრცელა. „ძალიან კარგია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე არასდროს ტოვებს ხოლმე რეაგირების გარეშე ასეთ ტყუილებს და ასეთ შემთხვევაშია კარგია, ის მაინც გაბედა ამ კონკრეტულმა მედიასაშუალებამ და აღიარა ტყუილი, რომელიც გაავრცელა, თუმცა ეს არის ძალიან იშვიათი მოვლენა. ზოგადადა ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ სიცრუეს ჰქონდეს ნაკლები გასაქანი ქართულ საზოგადოებაში, ქართულ მედიაში და კიდევ ერთხელ გავიმეორე, ეს კანონი, გამჭვირვალობის კანონი, პირველ რიგში ემსახურება სწორედ სიცრუის და ტყუილის პრევენციას ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ნინო წილოსანი – საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ახალ შესაძლებლობებს ხსნის ევროკავშირისთვის, საჭიროა მჭიდრო თანამშრომლობა, რომ ეს შესაძლებლობები საქართველომ და ევროკავშირმა ერთობლივად გამოიყენონ
საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ახალ შესაძლებლობებს ხსნის ევროკავშირისთვის, საჭიროა მჭიდრო თანამშრომლობა იმისთვის, რომ ეს შესაძლებლობები საქართველომ და…
ირაკლი კობახიძე – ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი„იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა, დარბევა და მოროდიორულად მისაკუთრება
აქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციის ეს დამოკიდებულება აისახა რიგითი „ნაციონალების“ ქმედებებზეც შეკრებების დროს. „თქვენ გახსოვთ დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რა გააკეთეს ჯერ „რუსთავი 2“თან მიმართებით, როცა კანონიერ მფლობელს წაართვეს ეს ტელევიზია, მანამდე საზოგადოებრივ მაუწყებელში შევიდნენ და „ნაცმოძრაობამ“ მიისაკუთრა საზოგადოებრივი მაუწყებელიც„იბერიას“ და ა.შ. აღარ მოვყვები და ბოლოს კულმინაცია იყო „იმედში“ პირდაპირ სპეცრაზმით შეჭრა „იმედის“ დარბევა და „იმედის“ მოროდიორულად მისაკუთრება მისი კანონიერი მფლობელებისგან, ეს იყო მათი დამოკიდებულება დამოუკიდებელი მედიის მიმართ და ეს დამოკიდებულება გრძელდება. ეს ხომ შემთხვევით არ ხდება, ეს არის ზოგადად რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიის მიმართ, მედიის თავისუფლების მიმართ. სამწუხაროა, რომ ეს დამოკიდებულება აისახა რიგითი „ნაციონალების“ ქმედებებზეც შეკრებების დროს. ე.წ. გულწრფელი ახალგაზრდების ქმედებებზეც აისახა შეკრებების დროს, როდესაც ეს ე.წ. გულწრფელი ახალგაზრდები და სინამდვილეში დიმა ჩიქოვანის მიერ ათას ლარად დაფინანსებული კონკრეტული ახალგაზრდები, თავს ესხმოდნენ „იმედს“ და სხვა ტელევიზიებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე – ეს კანონი არა თუ საფრთხეს შეუქმნის, პირიქით, ამ კანონის მიღება არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ჩვენ წინ წავიწიოთ ევროინტეგრაციის გზაზე
ჩვენ მხოლოდ გაგვიხარდება თუ იქნება რაც შეიძლება მეტი კომუნიკაცია და უფრო მეტიც – ძალაში რჩება ჩვენი შეთავაზება პარტნიორების მიმართ, რომ ქართული საზოგადოების თვალწინ დავსხდეთ და ვიმსჯელოთ ამ კანონის ავკარგიანობაზე, ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, დემოკრატიული პროცესი ითვალისწინებს იმას, რომ კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში, ქვეყნის შიგნით. „ჯოსეფ ბორელი მათ შორის, და არა მხოლოდ დიპლომატი, არამედ ნებისმიერი ევროპელი პოლიტიკოსი როდესაც აკეთებს განცხადებას კანონთან დაკავშირებით, რომელსაც იღებს პარლამენტი, ის ავტომატურად ერთვება პოლიტიკურ დებატებში. ანუ დღეს ჯოზეფ ბორელი არის ჩართული იმ პოლიტიკურ დებატებში, რომელიც ქვეყნის შიგნით უნდა წარმოებდეს. კანონია განსახილველი და დემოკრატიული პროცესი რას ითვალისწინებს – კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, მათ შორის, თუნდაც პარტნიორი და მეგობარი. ეს რა თქმა უნდა, ჩარევაა. დემოკრატიული პროცესი ასე წარიმართება, ასეა ყველა ქვეყანაში – არის პარლამენტი, უმრავლესობა და ოპოზიცია. როდესაც დისკუსია წარიმართება კანონპროექტთან დაკავშირებით, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი და ასე იმართება დემოკრატიული დისკუსიები. ამ შემთხვევაში ხდება რა, ოპოზიცია ვერ ამტკიცებს რომ კანონი არის ცუდი, ჩვენ საბოლოო ჯამში ვერც ერთი არგუმენტი ვერ მოვისმინეთ,“- აღნიშნა პრემიერმა. მისივე განცხადებით, უცხოური გავლენის გატარება არ არის აპრიორი უარყოფითი მოვლენა„მაგალითად, კობიქვეშეთის საავტომობილო გვირაბის პროექტისთვის ჩვენ ავიღეთ სესხი, მაგრამ ამ შემთხვევაშიც უცხოური ძალა, კონკრეტული ორგანიზაცია იყო ჩართული კონკრეტული ინტერესის გატარებაში და ეს უცხოური ინტერესი იყო ის, რომ მხარდაჭერა გამოეცხადებინა ჩვენი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართ, შესაბამისად, უცხოური გავლენის გატარება არ არის აპრიორი უარყოფითი მოვლენა, პირიქით. საქართველოს ხელისუფლება არის გერმანიისთვის და ამერიკისთვის უცხოური ძალა. ასევე ნებისმიერი უცხო ქვეყანა საქართველოსთვის არის უცხოური ძალა, ეს ფაქტის კონსტანტაციაა. ინტერესებიც არის ფაქტის კონსტანტაცია, ფულს მიყვება ინტერესები, ესეც ფაქტის კონსტანტაციაა და ინტერესების გატარებაც, როცა ფულს იღებ და უზრუნველყოფ შესაბამისი პროექტის განხორციელებას, ესეც ფაქტის კონსტანტაციაა. ანუ აქ ბრენდირებასაც კი არ აქვს ადგილი, შესაბამისად აქ საერთოდ არგუმენტი …
ირაკლი კობახიძე – გამჭვირვალობა გვჭირდება მათ შორის, იმისათვის, რომ ტყუილები აღარ მოხვდეს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში
გამჭვირვალობა გვჭირდება მათ შორის, იმისათვის, რომ ტყუილები აღარ მოხვდეს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი, მაშინ, როდესაც ამის საპირისპირო სამართლებრივად დაამტკიცა სტრასბურგის სასამართლომ. „სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი, მაშინ, როდესაც ამის საპირისპირო სამართლებრივად დაამტკიცა სტრასბურგის სასამართლომ, რომელმაც დაადასტურა, რომ ქართული სასამართლოების მიერ წარმოდგენილი განაჩენი იყო აბსოლუტურად სამართლიანი, აქაც იგივეა – აქ ენჯეო დააფინანსა სახელმწიფო დეპარტამენტმა, მერე ამ ენჯეომ გაუგზავნა ტყუილი, მერე ეს ტყუილი მოხვდა ისევ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში. ეს ჩაკეტილი წრე რომ არ იყოს, ამიტომ არის აუცილებელი გამჭვირვალობა. როგორც კი გამჭვირვალე იქნება ყველაფერი, მერე გაუჭირდება ენჯეოსაც სახელმწიფო დეპარტამენტის მოტყუება და სახელმწიფო დეპარტამენტსაც ანგარიშში ენჯეოს მიერ მიწოდებული ტყუილის ჩაწერა, იმიტომ, რომ ჩაკეტილი წრეა, ამ გაუმჭვირვალობის პირობებში, გამჭვირვალობა გვჭირდება მათ შორის, იმისათვის, რომ ასეთი ტყუილები აღარ მოხვდეს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში“, – განაცხადა პრემიერმა.