მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ახლადდანიშნულ ელჩთან ფაბიენ ვასერმანთან

2026 წლის 14 სექტემბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში შვეიცარიის…

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს – მამუკა ბარათაშვილი, ხოლო საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსად – მამუკა ბარათაშვილი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსად კი მერაბ გამყრელიძე დაინიშნა.…

ირაკლი კობახიძე – ეკონომიკური ზრდის ტემპი დაჩქარდა შარშანდელთან შედარებითაც კი, რაც  იმ რეფორმების და ცვლილებების შედეგია, რომლებიც გატარდა გასული წელიწად-ნახევრის განმავლობაში, მათ შორის კორუფციის აღმოფხვრის მიმართულებით

ეკონომიკური ზრდის ტემპი დაჩქარდა შარშანდელთან შედარებითაც კი, რაც  იმ რეფორმების და ცვლილებების შედეგია, რომლებიც გატარდა გასული…

რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას „გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების“ გამო დროებით შეუწყვეტს

რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დაგეგმილი პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, სომხეთისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება დროებით შეწყდება. ინფორმაციას…

ირაკლი კობახიძე -რაიმე არსებით ცვლილებას არ განვიხილავთ, ერთადერთი, უახლოეს მომავალში დაინიშნება კულტურის მინისტრი, რაც შეეხება როტაციას, ეს არის ჯანსაღი პროცესი, ყოველთვის შეიძლება ისეთი ადამიანის დანიშვნა, რომელსაც შეიძლება კიდევ უფრო მეტი კომპეტენცია ჰქონდეს

რაიმე არსებით ცვლილებას არ განვიხილავთ, ერთადერთი, უახლოეს მომავალში დაინიშნება კულტურის მინისტრი, რაც შეეხება როტაციას, ეს არის ჯანსაღი პროცესი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ყოველთვის შეიძლება ისეთი ადამიანის დანიშვნა, რომელსაც შესაძლოა კიდევ უფრო მეტი კომპეტენცია ჰქონდეს. „ზოგადად, რაიმე არსებით ცვლილებას არ განვიხილავთ. ერთადერთი, უახლოეს მომავალში დაინიშნება კულტურის მინისტრი. ზოგადად, რა შედეგებიც გვაქვს, მათ შორის, შემოსავლების მობილიზების კუთხით, სხვადასხვა მიმართულებით, ეს ყველაფერი არის გუნდის მუშაობის შედეგი. ეს არის, მათ შორის ფინანსთა მინისტრის და მთლიანად სამთავრობო გუნდის მუშაობის შედეგი. რაც შეეხება როტაციას, ეს არის ჯანსაღი პროცესი. ყოველთვის შეიძლება კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესება, ისეთი ადამიანის დანიშვნა, რომელსაც შეიძლება კიდევ უფრო მეტი კომპეტენცია ჰქონდეს. ასეთი შეხედულება ჰქონდა ფინანსთა მინისტრს ამ ორ თანამდებობასთან დაკავშირებით და ჩვენ გავითვალისწინეთ მისი პოზიცია“, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერი ჯუანშერ ბურჭულაძეზე – როდესაც იდება საპროცესო გარიგება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბრალი მცირდება, ბრალი არის ბრალი, უბრალოდ თანამშრომლობა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და საპროცესო გარიგების დადება არის საფუძველი სასჯელის შემსუბუქებისთვის

თანამშრომლობა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და საპროცესო გარიგების დადება არის საფუძველი სასჯელის შემსუბუქებისთვის, არა – ბრალის გაქარწყლებისთვის,…

ირაკლი კობახიძე –  ევროპაში არის სერიოზული პრობლემები,  საუბარი გვაქვს არასწორ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ტენდენციებზე, ამის გამოძახილია ის რეიტინგები, რომლებსაც სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევა აფიქსირებს 

ევროპის მასშტაბით არის არასწორი ეკონომიკური და პოლიტიკური ტენდენციები და რა თქმა უნდა, ამის გამოძახილია ის რეიტინგები,…

ირაკლი კობახიძე -მძიმე მდგომარეობაა ოპოზიციაში და ეს ყველაფერი არის სისუსტის გამოძახილი, ერთმანეთთან დაპირისპირება, ლანძღვა, არის ამის გამოხატულება, ჩვენ ველოდებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას

მძიმე მდგომარეობაა ოპოზიციაში, მძიმე პროცესები ვითარდება და ეს ყველაფერი არის სისუსტის გამოძახილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, საზოგადოება ელოდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. „ჩვენ ველოდებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. მე მგონი ამ გადაწყვეტილების შემდეგ ყველა ერთად დავისვენებთ. მძიმე მდგომარეობაა ოპოზიციაში, მძიმე პროცესები ვითარდება და ეს ყველაფერი არის სისუსტის გამოძახილი. როდესაც სუსტდება რაიმე ორგანიზმი, შემდეგ ამას აქვს თავისი გამოვლინება და ამ შემთხვევაში ერთმანეთთან დაპირისპირება, ლანძღვა არის, რა თქმა უნდა, ამის გამოხატულება“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე -ბარამიძის განცხადება იყო აბსოლუტურად ამაზრზენი, ამ ყველაფრის უკან დგას შესაბამისი დაკვეთა, ამას უკავშირდებოდა ასევე სხვა კამპანიებიც, რაც მიმართული იყო მაგალითად, აფხაზეთში საწვავის შეტანის წინააღმდეგ და ამ კამპანიის შემადგენელი ნაწილი იყო ბატონი ბარამიძის ეს გაუმართლებელი და ანტისახელმწიფოებრივი განცხადება

ბარამიძის განცხადება იყო აბსოლუტურად ამაზრზენი, ამ ყველაფრის უკან დგას შესაბამისი დაკვეთა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის შეფასებით, ეს იყო მიზანმიმართული კამპანია და ამ კამპანიის შემადგენელი ნაწილი იყო ბარამიძის ანტისახელმწიფოებრივი განცხადება. „ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით მე თავიდანვე გავაკეთე პოლიტიკური შეფასება. ეს იყო აბსოლუტურად ამაზრზენი განცხადება და ვფიქრობ, ამ ყველაფრის უკან დგას შესაბამისი დაკვეთა. ამას უკავშირდებოდა სხვა კამპანიებიც, იგივე, რაც მიმართული იყო მაგალითად, აფხაზეთში საწვავის შეტანის წინააღმდეგ. იყო მიზანმიმართული კამპანია და ამ კამპანიის შემადგენელი ნაწილი იყო ბატონი ბარამიძის ეს ყოვლად არა მარტო გაუმართლებელი, არამედ ამაზრზენი და ანტისახელმწიფოებრივი განცხადება. ეს არის პოლიტიკური შეფასება. რაც შეეხება სამართლებრივ შეფასებას, სამართლებრივ შეფასებას ამ საკითხებზე არ უნდა აკეთებდეს პოლიტიკური თანამდებობის პირი. შესაბამისად, ეს საკითხი დავტოვოთ იმ ორგანოების კომპეტენციის ქვეშ, რომლებიც სამართლებრივად არიან პასუხისმგებელი, მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები. ეს არის სამართალდამცავი ორგანოების პასუხისმგებლობა“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – ახლო მომავალში რაიმე არსებით ცვლილებას არ ველოდებით – მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა რამდენიმე სტრუქტურაში, საგამოძიებო სამსახური არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრუქტურა, ასევე, შემოსავლების სამსახური, ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი პოზიცია ჰქონდა ფინანსთა მინისტრს, რაც იყო ყურადსაღები და მისი პოზიცია გავიზიარეთ

ახლო მომავალში რაიმე არსებით ცვლილებას არ ველოდებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა რამდენიმე სტრუქტურაში, მათ შორის, საგამოძიებო სამსახურში და შემოსავლების სამსახურში, სადაც გაზიარებული იქნა ფინანსთა მინისტრის პოზიცია. „არ მგონია, რომ რაიმე არსებითი ცვლილებები იყოს მომავალში. მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა რამდენიმე სტრუქტურაში. საგამოძიებო სამსახური არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრუქტურა, ფინანსთა სამინისტროს ქვეშ ფუნქციონირებს, ანალოგიურად, შემოსავლების სამსახურიც. თავისი პოზიცია ჰქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრს, რაც იყო ყურადსაღები და ეს პოზიცია გავიზიარეთ, შესაბამისი არგუმენტების საფუძველზე. შესაბამისად, განხორციელდა საკადრო ცვლილებები. ასევე, დღეს განხორციელდა საკადრო ცვლილება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ამ შემთხვევაში იყო ბატონი გეკა გელაძის შესაბამისი პოზიცია და თამაზ ბორაშვილი პარლამენტის მიერ დამტკიცების შემდეგ დაიკავებს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას. ეს არის ცვლილებები, რაც განხორციელდა და ახლო მომავალში რაიმე არსებით ცვლილებას არ ველოდებით. დასანიშნია კულტურის მინისტრი. ამასთან დაკავშირებით სიახლეს უახლოეს მომავალში გაგიზიარებთ“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – გეკა გელაძე დაიკავებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას, თავისი ცოდნითა და გამოცდილებით ის მნიშვნელოვნად გააძლიერებს შსს-ს გუნდს, გეკა გელაძეს მადლობას ვუხდი გაწეული საქმიანობისთვის და წარმატებებს ვუსურვებ

გეკა გელაძე დაიკავებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის…

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის  შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ არპინე სარგსიანს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით…

დავით ქართველიშვილი: მაშინ, როცა რუსეთ-უკრაინის ომი რეგიონის ეკონომიკურ და სატრანსპორტო რუკას ცვლის, საქართველო საერთაშორისო ჯაჭვის ერთ-ერთ მთავარ რგოლად ყალიბდება

„აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი სულ მოკლე პერიოდში შეიძლება საკმაოდ არასასიამოვნო რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ“, – წერს სოციალურ…

ნიკოლოზ მეტრეველი: განათლების მომავალზე საუბრის შემდეგ ე.წ „ანალიტიკური ცენტრებისთვის” მთავარი პოლიტიკური პრობლემა აღმოჩნდა სიტყვა „მაქსიმალური“- სინამდვილეში ასეთი „კრიტიკა“ გივი მიქანაძეს კი არ აზიანებს, არამედ თავად მისი ავტორების რეალურ ინტელექტუალურ მდგომარეობას აჩვენებს

როგორც ჩანს, საქართველოს განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის გუშინდელი ინტერვიუს შემდეგ ოპოზიციური ე.წ „ანალიტიკური ცენტრები“ უმძიმესი სამუშაოს…

შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა – აქაოდა სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

პროდიუსერი შაკო ჩაჩანიძე, „იმედზე“ გამართულ დებატებთან დაკავშირებით, რომელშიც განათლების მინისტრი გივი მიქანაძე, მოადგილესთან ერთად მონაწილეობდა, ოპოზიციის…