fbpx

ცივი ომის პერიოდში არსებობდა ტერმინი – „ენდე, მაგრამ გადაამოწმე“, ეს ნდობა არის აქტუალური, მაგრამ დაემატა ახალი ფრაზა – „არ ენდო, მაგრამ ითანამშრომლე“-ირაკლი ღარიბაშვილი

რაც შეეხება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობებს, მინდა გითხრათ, რომ საქართველო არის ნამდვილად ნეიტრალური და მიუკერძოებელი მედიატორი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე -„როგორ იქცა ევრაზიის შუა დერეფანი ბილიკიდან გზატკეცილად“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რეგიონი უნდა გარდაიქმნას მშვიდობისა და კეთილდღეობის შესაძლებლობებად. „რაც ბატონმა პრეზიდენტმა ბრძანა არის ნამვილად ჩვენს ინტერესებში, რომ შედგეს სამმხრივი შეხვედრა, იმიტომ რომ ეს რეგიონი გვეკუთვნის ჩვენ, სომხეთს, აზერბაიჯანს და საქართველოს და ჩვენ შეგვიძლია გარდავქმნათ ეს რეგიონი რეგიონალურ შესაძლებლობებად, მშვიდობისა და კეთილდღეობის შესაძლებლობებად. ერთი რამ მინდა ვახსენო ასევე – ცივი ომის და საბჭოთა კავშირის პერიოდში არსებობდა ტერმინი ენდე, მაგრამ გადაამოწმე, აი ეს ნდობა არის აქტუალური, მაგრამ დაემატა ახალი ფრაზა, არ ენდო, მაგრამ ითანამშრომლე,“- განაცხადა პრემიერმა

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ვმუშაობთ აზერბაიჯანთან, რამდენიმე თვის წინ აზერბაიჯანმა დამატებითი დაფინანსება გამოყო ამ პროექტის დასასრულებლად-ირაკლი ღარიბაშვილი

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ვმუშაობთ აზერბაიჯანთან. რამდენიმე თვის წინ აზერბაიჯანმა დამატებითი დაფინანსება გამოყო ამ პროექტის დასასრულებლად და ეს…

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საქართველოს მთავრობა დაიწყებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას, 51% ამ კონსორციუმისა იქნება საქართველოს მთავრობის მფლობელობაში, 49 % კი გამოცხადდება საერთაშორისო ტენდერზე

ერთი კონკრეტული პროექტი მინდა ვახსენო – ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საქართველოს მთავრობა დაიწყებს ამ პორტის მშენებლობას, 51% ამ ობიექტისა, ამ კონსორციუმისა იქნება საქართველოს მთავრობის მფლობელობაში, 49 % კი გამოცხადდება საერთაშორისო ტენდერზე. ჩვენ საუბარი გვაქვს ბევრ პოტენციურ ინვესტორთან ამ მიმართულებით და რატომ ვაკეთებთ ამას, მოგახსენებთ, რატომ გვინდა ამ პორტის მშენებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე -„როგორ იქცა ევრაზიის შუა დერეფანი ბილიკიდან გზატკეცილად“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს პროექტი უნდა განხორციელდეს საქართველოს შესაძლებლობის გაზრდის მიზნით. „პრეზიდენტმა ალიევმა ბრძანა, რომ მზარდია პოტენციალი აზერბაიჯანის პორტებში, ყაზახეთსაც იგივე მზარდი პოტენციალი გააჩნია, საქართველოს 550 ათასი ტონა შეუძლია გაატაროს ფოთში და 20 000 ათასი ბათუმში, ეს არ არის საკმარისი, მინდა, რომ ეს პროექტი განვახორციელოთ შესაძლებლობის გაზრდის მიზნით,“- განაცხადა პრემიერმა

DP World-ის თავმჯდომარე – სასიამოვნო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა, მომდევნო წლებში საზღვაო ტვირთბრუნვის და  სატრანსპორტო გადაზიდვების  ზრდის მოლოდინი არსებობს საქართველოში

სასიამოვნო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა, – ამის შესახებ  DP World-ის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი…

სიმართლე საერთაშორისო სასამართლოს მიერ დადასტურდა. ამის შემდეგ, იმედია, მაინც დასრულდება ამ ტრაგედიით მანიპულირება

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი, ვლადიმერ ბოჟაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ არ…

ირაკლი ღარიბაშვილი – ევროკომისარ იოჰანეს ჰანისთან შეხვედრაზე საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობა და ურთიერთსასარგებლო პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები განვიხილეთ

ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანისთან შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება. მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკომისართან შეხვედრაზე საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობა და ურთიერთსასარგებლო პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. “მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანის შევხვდი. განვიხილეთ საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობა და ურთიერთსასარგებლო პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები. საქართველო ევროპულ გზაზე წინ მიიწევს”,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი

ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველო ამაყობს ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატით, რაც მას საინტერესო ქვეყნად წარმოაჩენს იმ ბიზნესწრეებისთვის, რომლებიც საქმიანობის გაფართოებას ან წარმომადგენლობის გახსნას აპირებენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წამყვანი საზღვაო ტერმინალის ოპერატორი კომპანიის – DP World-ის თავმჯდომარესა და აღმასრულებელ დირექტორთან სულთან აჰმედ ბინ სულეიმთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ამაყობს ხელსაყრელი და მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატით, რაც მას საინტერესო ქვეყნად წარმოაჩენს იმ ბიზნესწრეებისთვის, რომლებიც საქმიანობის გაფართოებას ან წარმომადგენლობის გახსნას აპირებენ. ,,ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა მრავალეროვნული ლოგისტიკური კომპანიის თავმჯდომარესა და აღმასრულებელ დირექტორთან სულთან აჰმედ ბინ სულეიმთან. საქართველო ამაყობს ხელსაყრელი და მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატით, რაც საინტერესო ქვეყნად წარმოაჩენს მას იმ ბიზნესწრეებისთვის, რომლებიც საქმიანობის გაფართოებას ან წარმომადგენლობის გახსნას აპირებენ. მოუთმენლად ველით თანამშრომლობას!”,- აღნიშნავს მთავრობის მეთაური.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიამ, ა.(ა).ი.პ. “ახალგაზრდულ ჰორიზონტთან” ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიამ, ა.(ა).ი.პ. “ახალგაზრდულ ჰორიზონტთან” ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმს ხელი ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ…

წერტილი დაესვა აქაური პოლიტშარლატანების სპეკულირებას ახალგაზრდის სიკვდილით

მგონი აქაური ე.წ. ღალატისა და ომის პარტია , მისი სატელიტები და აპოლიგეტებიც უაპელაციოდ აღიარებენ, რომ სტრასბურგის…

სტრასბურგის სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და თემირლან მაჩალიკაშვილისათის სიცოცხლის უფლების დარღვევა სახელმწიფოს მხრიდან არ დაადგინა

სტრასბურგის სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და თემირლან მაჩალიკაშვილისათის სიცოცხლის უფლების დარღვევა სახელმწიფოს მხრიდან არ…

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო: არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის სიკვდილზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს დაეკისროს

სტრასბურგის სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. როგორც გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, თემირლან მაჩალიკაშვილისათის სიცოცხლის უფლების დარღვევა სახელმწიფოს…

მთავარი, რასაც გვედავებოდნენ, რომ სახელმწიფომ მოკლა მაჩალიკაშვილი, ამ ნაწილში სრულად გამართლდა სახელმწიფო

მთავარი, რასაც გვედავებოდნენ, რომ სახელმწიფომ მოკლა მაჩალიკაშვილი – ამ ნაწილში სრულად გამართლდა სახელმწიფო – წერს სოციალურ…

დავა სტრასბურგში – მაჩალიკაშვილები საქართველოს წინააღმდეგ სახელმწიფოს გამარჯვებით დასრულდა

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ არ არსებობს საკმარისი…

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიამ, ა.(ა).ი.პ. “ახალგაზრდულ ჰორიზონტთან” ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

მემორანდუმს ხელი ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ და აიპის ხელმძღვანელმა მინდია თავხელიძემ მოაწერეს. აღნიშნული მემორანდუმის მიზანია,…

ირაკლი კობახიძე – CNN-ზე ასეთი მასშტაბის ტყუილი მიუთითებს იმაზე, რომ არის რაღაც სერიოზული ძალა, რომელსაც აქვს ინტერესი, რომ საქართველოს ხელოვნურად შეუქმნას პრობლემები, მიზანი შეიძლება იყოს ერთადერთი, ესკალაცია და საბოლოო ჯამში მეორე ფრონტი

CNN-ის ჟურნალისტი “The New York Times“-ის ფეიქ სტატიაზე დაყრდნობით, რომლის ერთერთი ავტორი რუსი ჟურნალისტი იყო, ევროკომისიის…