ირაკლი ღარიბაშვილი –  მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი მთავრობის სახელით ჩვენს ვეტერანებს და  ჩვენი დაღუპული გმირების ოჯახის წევრებს  მივუსამძიმრო და ვუთხრა მადლობა მათი გმირობისთვის

პირველ რიგში, მინდა კიდევ ერთხელ ჩვენს ვეტერანებს მივულოცო დღევანდელი დღე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი…

დავით ქართველიშვილი: უახლოეს სამ წელიწადში რუსეთის დამარცხება უკრაინას გაუჭირდება, ასე რომ, NATO-ში მას ალბათ ჯერ ვერ მიიღებენ და საკუთარ პერსპექტივებზე სწორება საქართველომ ამ მოცემულობის გათვალისწინებით უნდა განახორციელოს

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი რუსეთ-უკრაინის ომის შესაძლო ხანგრძლივობასთან დაკავშირებით მიმოხილვას სოციალურ ქსელში აქვეყნებს. როგორც…

ვეტერანის სტატუსი ერთ-ერთი ყველაზე საპატიო სტატუსია ჩვენს საზოგადოებაში-ირაკლი ღარიბაშვილი

მეუფე შიო მოგესალმებით, მივესალმები პარლამენტის წევრებს,  მთავრობის წევრებს, ქალბატონ ელჩს, ამერიკის ელჩს მივესალმები და ისრაელის ელჩს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ჩვენს საამაყო ვეტერანებს მივესალმები განსაკუთრებული სიყვარულით და პატივისცემით. ბატონო კობა, მოგესალმებით. მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე- ვეტერანის დღე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ვეტერანის სტატუსი ერთ-ერთი ყველაზე საპატიო სტატუსია ჩვენს საზოგადოებაში, ვინაიდან მისი მთავარი ღირსება არის, რომ ვეტერანი სამშობლოს დამცველი, სამშობლოსთვის თავდადებული, თავგანწირული ადამიანია, რომელიც იცავდა და იცავს ჩვენს ქვეყანას. „ ჩვენს სამხედროებს მივესალმები და მე მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ვეტერანის სტატუსი, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საპატიო სტატუსი ჩვენს საზოგადოებაში, ვინაიდან, სტატუსი, ეს არ არის მხოლოდ სიმბოლური სტატუსი, არამედ ეს არის სტატუსი, რომლის მთავარი ღირსება არის, რომ ვეტერანი არის სამშობლოს დამცველი, სამშობლოსთვის თავდადებული, თავგანწირული ადამიანი, რომელიც იცავდა და იცავს ჩვენს ქვეყანას. ასე რომ, მე ქედს ვიხრი თითოეული ვეტერანის წინაშე. კიდევ ერთხელ, მე მინდა ჩვენი მთავრობის სახელით  მადლობა გადავუხადო ჩვენს ვეტერანებს, ყველა ვეტერანს ვინც გაიღო სისხლი ჩვენი ქვეყნისთვის, ვინც იცავდა, ემსახურებოდა და ემსახურება დღესაც ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს ქვეყანას. იცით, რომ  ჩვენი მთავრობა, ჩვენი ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ დავაფასოთ ჩვენი ვეტერანების ღვაწლი, სამსახური, მათ მიერ გაწეული ურთულესი ღვაწლი, მე ასე ვიტყოდი. ჩვენ ბოლო 11 წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე შევთავაზეთ ვეტერანებს, ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები გადავუწყვიტეთ მათ, რამდენიმე შემიძლია გავიხსენო და ჩამოვთვალო: იცით, რომ დაახლოებით 10 წლის წინ ვეტერანებისთვის არ არსებობდა საყოველთაო დაზღვევის თუნდაც მინიმალური პაკეტიც კი. ჩვენ დღეს შეიძლება ამაყად ვთქვათ, რომ  სახელმწიფო , მთავრობა 125 მილიონ ლარს ხარჯავს იმისთვის, რომ ყველა ვეტერანის დაზღვევა იყოს დაფინანსებული მთავრობის მიერ. ამას გარდა, რა თქმა უნდა, დაახლოებით 40 მილიონი ლარი იხარჯება ომში მონაწილე ვეტერანების ყოველთვიურ კომპენსაციაზე, დაახლოებით 25 მილიონი ლარი იხარჯება სხვადასხვა სერვისებისთვის. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილებით, იცით, რომ ომში დაღუპული ჩვენი გმირების ოჯახებს ყოველთვიური 1000 ლარიანი კომპენსაცია დაენიშნათ. მე არ ვამბობს, რომ ეს არის დიდი დახმარება, ეს არის სიმბოლური გამოხატულება ჩვენი მთავრობის მხრიდან, რომ მათ მიეცეთ ყოველთვიური დანამატი, კომპენსაცია. მე არ მინდა ჩამოვთვალო და ეს ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია, თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ამით მთავრობა კი არ ამაყობს, მე ამით ხაზგასმა მინდა გავაკეთო იმის, რომ ეს არის ჩვენი ვალი, ჩვენი მოვალეობა, რომ მაქსიმუმი გავუკეთოთ ჩვენს ვეტერანებს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი – ძალიან მალე გამოვაცხადებთ შესაბამის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც დარეგულირდება საპენსიო სისტემა ძალოვანი უწყებებისთვის

ჩვენ ახლა ვმუშაობთ იმაზე, რომ ზოგადად, ძალოვანი უწყებების თანამშრომელთა ამჟამინდელი სამსახური იყოს შესაბამისად დაფასებული, – ამის…

ბაღდათობა2023

ბაღდათის მუნიციპალიტეტში ტრადიციული სახალხო დღესასწაული ბაღდათობა აღინიშნა. დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა მთელი დღის მანძილზე სხვადასხვა სახის შემეცნებითი,…

გურამ მაჭარაშვილი: რას ნიშნავს, ახლა ნახოს „ოცნებამ“, რომელი სალომე ზურაბიშვილი ჯობდაო? იარაღს აიღებს ხელში და პარლამენტში შემოვარდება?

„აშკარად ეტყობოდა ტონალობაში პრეზიდენტ ზურაბიშვილს, რომ ისეთ ჰონორზე ვეღარ იყო, როგორც ერთი თვის წინ“, – ამის…

ეკა სეფაშვილი: როდესაც სასწორზე დგას ან იმპიჩმენტი განვახორციელოთ, ან დავიცვათ კანონის უზენაესობა, რა თქმა უნდა, არჩევანი უნდა გავაკეთოთ კანონის უზენაესობის მხარეს

თუ რა გავლენას ახდენს იმპიჩმენტის პროცედურა ქვეყნის საგარეო იმიჯზე, ამაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა…

ეკა სეფაშვილი: ნიკა გვარამიას სტატუსის მიხედვით, სადაც წერს, რომ სამი მოსამართლე გვყავს საკონსტიტუციო სასამართლოშიო, თავისთავად ცხადია, რომ ეს მოსამართლეები პოლიტიკურად ანგაჟირებულები და რადიკალური ოპოზიციის გავლენის ქვეშ არიან

„საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, გასაკვირი არ არის“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“…

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებსა და სასესიო კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელეს

🔹 მიმდინარე კვირაში პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავს. საპარლამენტო უმრავლესობა მოუწოდებს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, მონაწილეობა…

(ვიდეო)„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით ხაჯიშვილი გახარიას პარტიაზე – ჩვენთან ერთად შექმნეს ამ ადამიანებმა კოალიცია

ჩვენთან ერთად შექმნეს ამ ადამიანებმა კოალიცია – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით ხაჯიშვილმა, გახარიას პარტიაზე…

მამუკა მდინარაძე პოლონეთში საპარლამენტო არჩევნების ხმების დათვლაზე – ვხედავთ ევროპულ პრაქტიკას, ჯერ მხოლოდ 70%-ია დათვლილი. საქართველოში 2020 წლის არჩევნებზე უბნების დახურვიდან 3-4 საათში დათვლილ ხმებს ითხოვდნენ, რომ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია მომხდარიყო

საქართველოს მოქალაქეებს ახსოვთ, საარჩევნო უბნების დაკეტვიდან რამდენიმე საათში ატყდა მთელი ამბავი, რათა როგორმე წინსწრებით მომხდარიყო საარჩევნო…

სულელი,რომ იყავი ყველამ ვიცოდით,მაგრამ ასეთი მასშტაბის ბრიყვიც არ მეგონე პირადად მე…

“ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე კონსტიტუციის დამრღვევ რეზიდეტის განცხადებას პასუხობს. “სალომე ზურაბიშვილმა თქვა,რომ მივა პარლამენტში, სიტყვითაც…

მამუკა მდინარაძე საკონსტიტუციო სასამართლოს სამ მოსამართლეზე – მათ აქვთ იურიდიული განათლება და თუ დავალებაა, როგორც გვარამიას პოსტში გამოჩნდა, უჭირთ იმის შესრულება, რომ დაწერონ, პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია

ოპოზიციის წარმომადგენლები სახელებით და გვარებით ლაპარაკობდნენ იმ მოსამართლეებზე, რომლებიც დააფიქსირებდნენ განსხვავებულ აზრს, მაგრამ ამ დრომდე რომ…

მამუკა მდინარაძე- როდესაც ნიკა გვარამია ამბობს, რომ „სამი მოსამართლე გვყავს“, ეს ყიდის მის პოზიციას. ქვეცნობიერი მაინც ისეთი რამ არის, რაც ხშირად თავს ვერ მალავს

“როდესაც ის ამბობს, რომ „სამი მოსამართლე გვყავს“, ეს ყიდის მის პოზიციას. ქვეცნობიერი მაინც ისეთი რამ არის,…

გურამ მაჭარაშვილი: პრეზიდენტმა ის კონსტიტუცია დაარღვია, რომელზეც ფიცი დადო და განუდგა იმ საზოგადოებას, რომელმაც ის აირჩია

„საქართველოს პრეზიდენტმა ის კონსტიტუცია დაარღვია, რომელზეც ფიცი დადო“,- ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი გურამ…