fbpx

ბაღდათობა2023

ბაღდათის მუნიციპალიტეტში ტრადიციული სახალხო დღესასწაული ბაღდათობა აღინიშნა. დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა მთელი დღის მანძილზე სხვადასხვა სახის შემეცნებითი, გასართობი და სპორტული ღონისძიებები ეხილა. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში დილიდან გამოფენილი იყო 70-80-90 წლების ბაღდათის მუნიციპალიტეტის ცხოვრების ამსახველი ფოტოები. ასევე წარმოდგენილი იყო ადგილობრივი მეღვინეების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა- დეგუსტაცია. ხელ ნაკეთი ნივთების და ყვავილების ბაზრობა. გასტრონომიული სივრცეები. პატარებისთვის მოწყობილი იყო საბავშვო სივრცეები და სპორტული აქტივობები. მთელი დღის განმავლობაში ბაღდათობის სახალხო დღესასწაულზე მოსული სტუმრების საზეიმო განწყობაზე ქუჩის მუსიკოსები და ანიმატორები ზრუნავდნენ. საღამო ადგილობრივი შემსრულებლების , ასევე „ოჩოს ქოხის“ კონცერტით და გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება