პრემიერ-მინისტრმა თევზსაჭერი ლიცენზიის მფლობელი გემები დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  ირაკლი კობახიძემ ფოთში თევზსაჭერი ლიცენზიის მფლობელი გემები დაათვალიერა. მთავრობის მეთაური ლიცენზიის მფლობელებს შეხვდა და მათი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. თევზჭერის ლიცენზიას ხუთი კომპანია ფლობს: ,,ზღვის პროდუქტები“;  ,,პალიასტომი 2004“;, ,გეოფიშ კომპანი“;,,აისბერგი 2“; ,,მბმ“. ლიცენზიის მფლობელი კომპანიები თევზს მოპოვებასთან ერთად ამუშავებენ და ამ მიზნით, ბოლო წლებში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თევზის ფქვილისა და ზეთის დამამზადებელი ოთხი საწარმო და სამი გამყინავი ქარხანა გაიხსნა. ლიცენზიის გაცემისას არც ერთ ქართულ კომპანიას არ ჰყავდა საკუთარი თევზსაჭერი გემი და თევზჭერა იჯარით შემოყვანილი გემების მეშვეობით ხორციელდებოდა. ადგილობრივი წარმოების განვითარებასთან ერთად, დაიწყო მუშაობა ქართული თევზსაჭერი ფლოტის შექმნაზე, რის შედეგადაც, ლიცენზიის მფლობელმა კომპანიებმა 5 გემი შეიძინეს. სახელმწიფო პროგრამის – ,,აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერის შედეგად, ქართული თევზსაჭერი ფლოტი 9 გემით გაიზარდა. პროგრამამ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი თევზსაჭერი გემების შეძენის შესაძლებლობა მისცა ადგილობრივ მეთევზეებსაც, რაც ხელს უწყობს დარგის განვითარებას და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას. ქართული გემების ეკიპაჟი გადამზადებული ქართველი მეთევზე მეზღვაურებით დაკომპლექტდება. პროექტის ფარგლებში განხორციელებული ჯამური ინვესტიცია 38 მილიონ ლარს აჭარბებს. დასაქმდა დამატებით 161 ადამიანი. ახალი გემების შეძენა ლიცენზიის მფლობელ კომპანიებს თევზის რესურსის სრულად ათვისების და ქვეყანაში საექსპორტო თევზის პროდუქტის სისტემატიზებული წარმოების საშუალებას აძლევს.

პრემიერ-მინისტრი ფოთის მე-8 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ ალექსანდრე წულაძესთან ერთად, ფოთის მე-8 საჯარო სკოლის…

პრემიერ-მინისტრმა ფოთში ახლად გახსნილი ნიჩბოსნობის ბაზა დაათვალიერა

 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  ირაკლი კობახიძემ მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად ფოთში ახლად გახსნილი ნიჩბოსნობის ბაზა დაათვალიერა. მთავრობის მეთაური ბაზის ინფრასტრუქტურას გაეცნო, სპორტსმენებს შეხვდა და საჩვენებელ შეჯიბრს დაესწრო. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სპორტის განვითარების მაქსიმალური ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია.  “ნიჩბოსნობის ბაზას არის ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტი, რომელიც ხელს შეუწყობს სპორტის ამ სახეობის უფრო მეტად განვითარებას. ბოლო წლებში ჩვენ გვაქვს საკმაოდ დიდი წარმატებები ამ სფეროში და გვჭირდება კიდევ უფრო მეტი წარმატება. ეს ინფრასტრუქტურული ობიექტი ჩვენს წარმატებებს სპორტის ამ სახეობაში კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს. ყველას მინდა, მადლობა გადავუხადო, ვინც იყო ჩართული ამ პროექტის განხორციელებაში. თეა წულუკიანის მინისტრობის პერიოდში გაჩნდა ეს იდეა და დაიწყო ამ პროექტის განხორციელება. მინდა, თეა წულუკიანს გადავუხადო მადლობა, ისევე, როგორც ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში”,- განაცხადა პრემიერმა. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ნიჩბოსნობის და კანოეს ბაზა სპორტული ინფრასტრუქტურისთვის საჭირო, სავარჯიშო, სპორტსმენების საცხოვრებელ და ადმინისტრაციულ სივრცეებს მოიცავს. პროექტის ბიუჯეტი 6 628 698 ლარია.

ვაკის რაიონში, ჯანსუღ კორძაიას ქუჩაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ვაკის რაიონში, ჯანსუღ კორძაიას ქუჩაზე,  უსაფრთხოების მიზნით,  გრუნტის დამჭერი რკინა-ბეტონის…

რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება 

რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა,  ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული  სამუშაოების გამო,  18 ნოემბრიდან  7 დეკემბრის ჩათვლით მგზავრებს ვერ…

ანდრია ფუტკარაძე საბავშვო ევროვიზია 2024-ის გამარჯვებულია

საქართველო საბავშვო ევროვიზია 2024-ის გამარჯვებულია. ანდრია ფუტკარაძემ საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე მეოთხე გამარჯვება მოუტანა. ამ შედეგით საქართველო…

დასრულდა ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების გამოვლენის პროცესი, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ,,ქართული ოცნების“ ხმების დიდი უმრავლესობით გამარჯვება. გულითადად ვულოცავთ მათ ამ წარმატებას-საპატრიარქო

მართალია, ოპოზიცია არჩევნების შედეგებს აპროტესტებს და წინააღმდეგობის გაგრძელებას გეგმავს, მაგრამ გამოვთქვამთ იმედს, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც…

მამუკა მდინარაძე: ამასობაში ანდრია ფუტკარაძე საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებულია! გილოცავთ ყველას! გილოცავ საქართველო! ვულოცავ ანდრიას!

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში ანდრია ფუტკარაძეს საბავშვო ევროვიზიაში გამარჯვებას ულოცავს. „ამასობაში ანდრია…

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავიაკომპანია Sky Express-თან თანამშრომლობას იწყებს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე თამაზ იორაშვილი ბერძნული ავიაკომპანიის Sky Express-ის მფლობელს იუანის გრილოსის და ავიაკომპანიის…

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე საავტომობილო მოძრაობა დროებით, ღამის საათებში შეიზღუდება

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე კლდოვან ფერდზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოების გამო, 16 და…

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის 122-ე საბჭოს სხდომაში მონაწილეობს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაიაომიაძე კოლუმბიაში, კარტახენაში, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციისაღმასრულებელი საბჭოს მიმდინარე სხდომას ესწრება

122-ე საბჭოს სხდომა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმამდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა გახსნა.ღონისძიებას ესწრებიან გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის წევრი ქვეყნებისტურიზმის…

ნაძალადევის რაიონს კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატა

ზღვისუბნის დასახლებაში კიდევ ერთი სკვერი განახლდა. რეკრეაციული სივრცე თბილისის მერის მოადგილე კახაბერ გულედანმა და ნაძალადევის რაიონის…

კახა კალაძემ თაბორის მთის ბილიკი დაათვალიერა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მერის მოადგილე კახა გულედანთან ერთად, თაბორის მთის ბილიკი დაათვალიერა. ბილიკი ბააზოვის ქუჩას…

ჯანდაცვის მინისტრი, გორში, დიაბეტის დიაგნოზის მქონე პაციენტებსა და მედპერსონალს შეხვდა

14 ნოემბერი დიაბეტის მსოფლიო დღეა. თარიღთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი, გორში, კლინიკა ,,მედიქალ ცენტრში“ იმყოფებოდა, სადაც დიაბეტის…

ტოლების ადმინისტრაციულ ერთეულში იუსტიციის სახლის მშენებლობა მიმდინარეობს

ახლო მომავალში ტოლების ადმინისტრაციულე ერთეულში ახალი იუსტიციის სახლი გაიხსნება, სადაც მოქალაქეებს, აღნიშნულ სტრუქტურაში, ყველა არსებული სერვისით…