მარტვილის ცენტრამდე მისასვლელი 5-კილომეტრიანი გზის მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
მიმდინარე პროცესს სამეგრელო ზემო-სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, დავით ვერავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერთან, თორნიკე ჯანაშიასთან ერთად გაეცნო.
არსებული გზა წყალმომარაგება-წყალარინების მიმდინარე პროექტის განცორციელებისას, დაქსელვითი სამუშაოების დროს დაზიანდა. პროექტის დასრულების შემდეგ რეაბილიტირებულ გზაზე გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული იქნება.
გზის აღდგენით სამუშაოებს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.