ყველა სიახლე

პრემიერი – თუ 2012 წლამდე საცხოვრებელი მხოლოდ 19 000-მდე ოჯახს გადაეცა, 2012 წლის შემდეგ ჩვენ ეს რიცხვი გავაორმაგეთ და ბინა უკვე 42 000-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო, წარმატებით გრძელდება პროგრამა „სოფლად სახლი“, რომლის ფარგლებშიც 13 000-ზე მეტმა ოჯახმა უკვე შეიძინა კერძო სახლი საკუთარი მიწის ნაკვეთით

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დევნილ ოჯახებზე ზრუნვა გახდა სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, – ამის შესახებ საქართველოს…

პრემიერი- თვალჭრელიძის ქუჩაზე, 762 დევნილ ოჯახს ახალ,სრულად გარემონტებულ საცხოვრებელ ბინას გადავცემთ, მომდევნო წლის გაზაფხულზე, როდესაც საცხოვრებელი კომპლექსი სრულად ჩაბარდება, აქ  2426 დევნილი ოჯახი იცხოვრებს

თვალჭრელიძის ქუჩაზე, 762 დევნილ ოჯახს ახალ, სრულად გარემონტებულ საცხოვრებელ ბინას გადავცემთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისში დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე სიტყვით…

ირაკლი კობახიძე-ჩვენი საბოლოო მიზანია,უახლოეს წლებში საქართველოში აღარ დარჩეს არც ერთი ავარიული, ე.წ. კომპაქტური ჩასახლების ობიექტი, მალე რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში ჯამში კიდევ 2 700-მდე ოჯახი მიიღებს ბინას

ჩვენი საბოლოო მიზანია, უახლოეს წლებში საქართველოში აღარ დარჩეს არც ერთი ავარიული, ე.წ. კომპაქტური ჩასახლების ობიექტი და ჯანდაცვის მინისტრთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ ახალი პროგრამის მონახაზზე, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისში დევნილი  ოჯახებისთვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, მალე რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში ჯამში კიდევ 2 700-მდე ოჯახი მიიღებს ბინას. „მასშტაბური მშენებლობები მთელს ქვეყანაში მიმდინარეობს. სულ ახლახან, ქუთაისში, 850-ზე მეტმა ოჯახმა იზეიმა ახალმოსახლეობა. მალე რუსთავში,  ზუგდიდსა  და ბორჯომში ჯამში კიდევ 2 700-მდე ოჯახი მიიღებს ბინას. ჩვენი საბოლოო მიზანია, უახლოეს წლებში საქართველოში აღარ დარჩეს არც ერთი ავარიული, ე.წ. კომპაქტური ჩასახლების ობიექტი და ჯანდაცვის მინისტრთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ ახალი პროგრამის მონახაზზე, რომელიც დააჩქარებს განსახლების კუთხით შესაბამისი პროცესების წარმართვას. ჩვენი მიდგომა კომპლექსურია -ჩვენ არ ვაშენებთ უბრალოდ კედლებს. ჩვენ ვქმნით სრულფასოვან საცხოვრებელ გარემოს სკვერებით, სტადიონებითა და ბავშვთა გასართობი მოედნებით, რათა თქვენ და თქვენმა შვილებმა ჯანსაღ და კომფორტულ გარემოში იცხოვროთ. ამასთან, ჩვენ არასდროს ვივიწყებთ მთავარს – ჩვენი ოცნება და  მიზანია დავბრუნდეთ ჩვენს აფხაზეთსა  და სამაჩაბლოში,  დავბრუნდეთ საკუთარ სახლებში. გილოცავთ ახალმოსახლეობას და გისურვებთ ბედნიერებას, მშვიდობასა და კეთილდღეობას თქვენს ახალ სახლებში“,…

ზურაბ ქადაგიძე BBC-ის სტატიაზე: ქვეყანაში ასეთი მასშტაბის უბედურება დატრიალებულა და ექიმი-ტოქსიკოლოგები ვერ მიხვდნენ? მიხვდა მიშამადიდებელ ექიმთა კასტა, რომლებმაც პირდაპირი დარტყმა მიაყენეს საკუთარ კოლეგებს- ასეთი საქციელით ხომ სრულიად ქართული სამედიცინო სფერო წაბილწეს?!

“ექიმი ხელმძღვანელობს არა მხოლოდ კანონით, არამედ მორალით და რა გამოდის – ქვეყანაში ასეთი მასშტაბის უბედურება დატრიალებულა…

ლევან რატიანი BBC-ის სტატიაზე- სამედიცინო საზოგადოება ორ კანონს ემორჩილება. ეს არის მორალი და რეგულირება. ამ მიმოხილვას მე ვერ დავარქმევ ვერც შრომას, ვერც აღწერას, საექიმო საქმიანობის ორივე პრინციპი დარღვეულია

ჩემს ცხოვრებაში პირველი შემთხვევაა, სადაც ვნახე, რომ სამეცნიერო სტატია იწყება პოლიტიკური მიმოხილვით- განაცხადა თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო…

ზაალ მიქელაძე: დადასტურებულად შეიძლება ითქვას: ნაყიდი, დახელფასებული ჯაშუშები ცდილობენ ქვეყნის უკრაინიზაციას

საქართველოში მოქმედ უცხოურ აგენტურაზე და მათთვის გაცემული დავალებების შესრულებაზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზაალ…

ქალაქ სტამბოლში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებზე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით მოქმედი, ქართველი და აფხაზი მონაწილეებისაგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის მე-17 შეხვედრა გაიმართა

ქალაქ სტამბოლში გაიმართა ქართველი და აფხაზი მონაწილეებისაგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის მე-17 შეხვედრა, რომლის მიზანია 1992-93 წლების…

სახელმწიფო დეპარტამენტი ეგრეთ წოდებულ “ფაქტჩეკერებს”, რომლებსაც ცენზორებად მოიხსენიებს, ვიზების გაცემაზე უარს ეტყვის

სახელმწიფო დეპარტამენტი თავის თანამშრომლებს ავალებს, უარი თქვან ვიზების განაცხადების მიღებაზე იმ პირებისგან, რომლებიც მუშაობდნენ ფაქტების შემოწმებაზე…

დიმიტრი ხუნდაძე: მჯერა, რომ ევროპაში თავად ამომრჩეველი შეცვლის პოლიტიკურ ელიტას და 2030 წლისთვის ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებები გაიმარჯვებს

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალის” ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე ევროპული ღირებულებების გაუფასურებასა და საქართველოსა და ევროპის ურთიერთობებს…

მაკა ბოჭორიშვილი თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

2025 წლის 4 დეკემბერს, ეუთო-ს 32-ე მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაქან ფიდანს შეხვდა. თურქეთის საგარეო  საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგას მადლობა გადაუხადა  თურქული სამხედრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის დროს აღმოჩენილი მხარდაჭერისა და გაწეული ძალისხმევისათვის. დადებითად შეფასდა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა და ინტენსიური ორმხრივი თანამშრომლობა. ხაზი გაესვა როგორც მაღალი დონის, ასევე დარგობრივ უწყებათა ვიზიტების ურთიერთგაცვლის აქტიურ დინამიკას. აღინიშნა მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს რიგით მესამე სხდომის გამართვის მნიშვნელობა. ყურადღება დაეთმო რეგიონში მიმდინარე პროცესებს  და საქართველოსა და თურქეთის როლს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის ხელშეწყობის კუთხით. თურქეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა. განხილულ იქნა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ნაყოფიერი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა და ორი ქვეყნის სატრანზიტო და სატრანსპორტო პოტენციალის სრულად გამოყენების აუცილებლობა შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში. აღინიშნა საქართველოსა და თურქეთს შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ეფექტიანი თანამშრომლობა.

საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს პეტერ სიიარტოს შეხვდა

2025 წლის 4 დეკემბერს, ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ორმხრივი შეხვედრა გამართა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრთან, პეტერ სიიარტოსთან. მინისტრებმა  განიხილეს საქართველო-უნგრეთის ურთიერთობათა დღის წესრიგში არსებული საკითხები და დიალოგის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები. აქცენტი გაკეთდა ბოლო დროის განვითარებებზე. საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს და მადლიერებით აღინიშნა უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს პრიორიტეტებისადმი. ხაზი გაესვა ევროინტეგრაციის პროცესში უნგრეთის პოლიტიკური და საექსპერტო თანადგომის გაგრძელების მნიშვნელობას. მინისტრებმა გამოხატეს რეგულარული დიალოგის შემდგომი გაღრმავების მზაობა, ასევე გაცვალეს მოსაზრებები აქტუალურ საერთაშორისო საკითხებთან დაკავშირებით.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი  სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს, იურაი ბლანარს შეხვდა

ვენაში მიმდინარე ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს, იურაი ბლანარს შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა საქართველო-სლოვაკეთის მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები, ასევე ხაზი გაესვა პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებისა და ორმხრივი ვიზიტების დინამიკის გააქტიურების პრიორიტეტულობას. მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის ეკონომიკურ თანამშრომლობაში არსებული პერსპექტივები, ასევე მრვალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის პოზიტიური დღის წესრიგი. ორმხრივი დღის წესრიგის საკითხებთან ერთად, მინისტრებმა ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ. მაკა ბოჭორიშვილმა მადლიერება გამოხატა სლოვაკეთის მიერ საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერისათვის. საუბარი შეეხო ევროკავშირთან დიალოგის გამოწვევებს და ამ მიმართულებით მუშაობის საჭიროებებს.

მაკა ბოჭორიშვილი  ლუქსემბურგის დიდი  საჰერცოგოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა და საგარეო ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

2025 წლის 4 დეკემბერს, ეუთო-ს მინისტერიალის  ფარგლებში გაიმართა  შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილსა და ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ვიცე-პრემიერს,  საგარეო  საქმეთა და საგარეო ვაჭრობის მინისტრს, ქსავიე ბეტელს შორის. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დინამიკას და მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებს, რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და უსაფრთხოების გამოწვევებს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოში მიმდინარე პროცესებს, საქართველო-ევროკავშირის  ურთიერთობების გამოწვევებს და ევროკავშირის ინსტიტუტებთან ურთიერთობას. ხაზი გაესვა დიალოგის და ჩართულობის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით მუშობის გაგრძელებას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა,მაკა ბოჭორიშვილმა  ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 32-ე შეხვედრაზე სიტყვით მიმართა სესიის მონაწილეებს

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი განაგრძობს საქართველოს განუყოფელი ნაწილების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის – უკანონო ოკუპაციას საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების  უხეში დარღვევით. „საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ოცი პროცენტი დღემდე ოკუპირებულია და რუსეთი კვლავ აგრძელებს არალეგალურ სამხედრო ყოფნას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში. ოკუპაციის შედეგები მძიმეა: ეთნიკური წმენდა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევები, წამებისა და მკვლელობის ტრაგიკული შემთხვევები და ასიათასობით იძულებით გადაადგილებული პირი, რომლებიც ათწლეულებია იმედით ელიან საკუთარ სახლებში დაბრუნებას.“ – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით მოგვარების პოლიტიკაზე და ამ კონტექსტში, მინისტრმა ხაზი გაუსვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელოვან როლს, საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მონიტორინგის მექანიზმების არსებობის მნიშვნელობას. „გამოვხატავთ მადლიერებას ჩვენი პარტნიორების მიმართ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. უმნიშვნელოვანესია, რომ რუსეთ–საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება ეუთო-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დღის წესრიგის მთავარ პრიორიტეტთა შორის იყოს.“- განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რუსეთის მხრიდან შესრულების აუცილებლობას. მაკა ბოჭორიშვილმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ კიდევ უფრო გააძლიერა ის საფრთხეები, რომელთა წინაშეც საქართველო დგას, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ქვეყანას არ იცავს არანაირი კოლექტიური უსაფრთხოების ქოლგა და საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების და პროცესების წინააღმდეგ დეზინფორმაციის კამპანიები მიმდინარეობს. „საქართველო აგრძელებს სტაბილურობის გამყარებას საკუთარი დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვისა და მდგრადობის გაძლიერებით, ჰიბრიდული საფრთხეების, დეზინფორმაციისა და ჩვენი სუვერენიტეტის შერყევისკენ მიმართული ნებისმიერი მცდელობის საპასუხოდ.“ – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა. რეგიონში არსებულ ვითარებაზე საუბრისას, მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ „საქართველო მტკიცედ განაგრძობს მშვიდობისა და რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობას და მზადაა, იმუშაოს ყველა პარტნიორთან საერთაშორისო სამართლის აღსრულების, სუვერენიტეტის დაცვის და სამხრეთ კავკასიასა და ეუთო-ს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად.“ მაკა ბოჭორიშვილის თქმით, 8 აგვისტოს, ვაშინგტონში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია სამხრეთ კავკასიაში განგრძობადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად და მყარ საფუძველს ქმნის რეგიონში გრძელვადიანი სტაბილურობისა და განვითარების ახალი შესაძლებლობებისთვის. “ნება მომეცით, ვისარგებლო შემთხვევით და მივესალმო ისტორიულ სამშვიდობო შეთანხმებას – „მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის“, რომელიც ვაშინგტონში იქნა მიღწეული შეერთებული შტატების პრეზიდენტის შუამავლობით.“ – განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.…

კონსტანტინე ჩახუნაშვილი “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში: მიკერძოებული ვარ, ეს „კვლევა“ რომ გავაკეთე, ეგეც ალბათ მიკერძოების ნაწილია

კონსტანტინე ჩახუნაშვილი “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში: მიკერძოებული ვარ, ეს „კვლევა“ რომ გავაკეთე, ეგეც ალბათ მიკერძოების ნაწილია მიკერძოებული…