ყველა სიახლე

ვაშინგტონს სურს, რომ 2027 წლისთვის ევროპამ ნატოს თავდაცვითი ვალდებულებების უმეტესი ნაწილი საკუთარ თავზე აიღოს:Reuters

შეერთებულ შტატებს სურს, რომ ევროპამ ნატოს ტრადიციული თავდაცვითი ვალდებულებების უმეტესი ნაწილი, დაზვერვიდან დაწყებული რაკეტებით დამთავრებული, 2027…

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია – ჩვენ გვსურს, რომ ევროპა დარჩეს ევროპული, დაიბრუნოს ცივილიზაციური თავდაჯერებულობა და უარი თქვას დამხშობ რეგულაციებზე

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების 2025 წლის სტრატეგია გამოაქვეყნა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, შეერთებული შტატების ძირითადი…

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია: ტრამპის ადმინისტრაცია უთანხმოებაშია ევროპელ ოფიციალურ პირებთან, რომლებსაც არარეალისტური მოლოდინები აქვთ ომთან დაკავშირებით

ტრამპის ადმინისტრაცია უთანხმოებაშია ევროპელ ოფიციალურ პირებთან, რომლებსაც არარეალისტური მოლოდინები აქვთ ომთან დაკავშირებით. ეს პირები არიან არასტაბილური…

მაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბახტიორ საიდოვს შეხვდა. შეხვედრაზე…

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა სერბეთის  რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მარკო ჯურიჩთან

ვენაში მიმდინარე ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა სერბ კოლეგასთან მარკო ჯურიჩთან. საგარეო საქმეთა მინისტრებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დინამიკა. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე. ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობას. მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთპატივისცემა. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საერთაშორისო დღის წესრიგში არსებულ აქტუალურ საკითხებზე, ევროინტეგრაციის გზაზე არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

ეუთო-ს 32-ე მინისტერიალის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი სომეხ კოლეგას შეხვდა

ეუთო-ს 32-ე მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის წარმატებული სტრატეგიული პარტნიორობა და კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ არსებული მჭიდრო თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას. დადებითად შეფასდა ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკა. რეგიონში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას, ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობის და სტაბილურობის დამკვიდრების მნიშვნელობას და საქართველოს მზაობას, თავისი წვლილი შეიტანოს ამ პროცესში. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლონ სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და გააქტიურებისთვის.

პრემიერი -„ბიბისის“ სიუჟეტი აბსოლუტური აბსურდია, სპეცსამსახურების ხელწერით შეთითხნილი ტყუილი, შესაბამისად, სერიოზულად ამის მიღება არ ღირს

სპეცსამსახურების ხელწერით გავრცელდა ის სიუჟეტი, რომელიც კონკრეტულმა ტელევიზიამ – „ბიბისიმ“ გაავრცელა, ყველას ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რომ…

პრემიერი ლოურენს უილკერსონის განცხადებაზე – კონკრეტული მაღალჩინოსნის მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია  კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გამოიყენებოდა კონკრეტული სქემები, მათ შორის, სპეცსამსახურების ჩართულობით

ამერიკული ადმინისტრაცია, მისი წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ კონკრეტული მექანიზმები, უცხოური დაფინანსების მექანიზმები გამოიყენებოდა მტრული საქმიანობისთვის ჩვენი ეროვნული…

ირაკლი კობახიძე: არა მარტო ექსტრემიზმს, უკვე ტერორიზმსაც ხელს აფარებენ როგორც შიდა პოლიტიკური ძალები, ისე მათი მფარველი გარე პოლიტიკური ძალები -ასეთი ფაქტები კიდევ უფრო მეტად ამაგრებს იმ სარჩელს,  რომელიც არის წარდგენილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში

არა მარტო ექსტრემიზმს, უკვე ტერორიზმსაც ხელს აფარებენ როგორც შიდა პოლიტიკური ძალები, ისე მათი მფარველი გარე პოლიტიკური ძალები, – ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი გრიგოლ გეგელიას განცხადებას ალეკო ელისაშვილის შესახებ. მთავრობის მეთაურის თქმით, ასეთი ფაქტები კიდევ უფრო მეტად ამაგრებს იმ სარჩელს, რომელიც არის წარდგენილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. „არა მარტო ექსტრემიზმს, უკვე ტერორიზმსაც ხელს აფარებენ როგორც შიდა პოლიტიკური ძალები, ისე მათი მფარველი გარე პოლიტიკური ძალები. ექსტრემიზმიდან ტერორიზმის გამართლებაზე გადავიდნენ და ეს აჩვენებს მათ სახეს. ასეთი ფაქტები კიდევ უფრო მეტად ამაგრებს იმ სარჩელს, რომელიც არის წარდგენილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში“, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერი არასრულწლოვნებთან დაკავშირებულ ახალ კანონპროექტზე – პრევენციული მიზანია ჩადებული ამ კანონპროექტში, ჩვენთვის მთავარია, რომ  ბავშვები, რომლებსაც რთავენ კრიმინალურ საქმიანობაში, მაქსიმალურად ავარიდოთ ასეთ საქმიანობას

არის შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვნები ჩადიან კონკრეტულ დანაშაულებს და ამასთან დაკავშირებით საჭიროა შესაბამისი რეაგირება, – ამის შესახებ…

ვასილ მაღლაფერიძე – საქართველოში ყველაზე ცნობილ თუთიყუშთან დაკავშირებით საზოგადოებას შეკითხვები გაუჩნდა: ამოუვიდა თუ არა ფრინველს ბუმბული თუ კვლავინდებურად გაპუტულ მდგომარეობაშია?! ასევე, თუთიყუში და ბაიყუში სინონიმებია, თუ ორი სხვადასხვა არსების სახელია?!

საქართველოში ყველაზე ცნობილ თუთიყუშთან დაკავშირებით საზოგადოებას შეკითხვები გაუჩნდა, – წერს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ვასილ…

ირაკლი კობახიძე: შსს-მ იცოდა, რომ იყენებდა წყალს, კონკრეტულ ნივთიერებას, გამხსნელს,რომელიც იქნა შეძენილი თავის დროზე, დანარჩენს გამოძიება შეისწავლის, მაგრამ ერთადერთი, შესაძლოა, კონკრეტული პარტიის ლიდერებს, მაგალითად, ვანო მერაბიშვილს შეექმნას გარკვეული პრობლემა თუ მან შეიძინა  რაღაც ისეთი, რაც არ უნდა შეეძინა

შსს-მ იცოდა, რომ იყენებდა წყალს, კონკრეტულ ნივთიერებას, გამხსნელს, რომელიც იქნა შეძენილი თავის დროზე, დანარჩენს გამოძიება შეისწავლის, მაგრამ ერთადერთი,  შესაძლოა, კონკრეტული პარტიის ლიდერებს, მაგალითად, ვანო მერაბიშვილს შეექმნას გარკვეული პრობლემა თუ მან შეიძინა რაღაც ისეთი, რაც არ უნდა შეეძინა , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, როცა „ბი-ბი-სი“ ეყრდნობა მამა-შვილ ჩახუნაშვილებს, ეს უკვე ტრაგიკულ მდგომარეობაზე მიუთითებს, რაც არის შექმნილი ამ ტელევიზიაში. „გაირკვა, რომ მამა-შვილ ჩახუნაშვილების ინტერვიუ იწყება პოლიტიკური აბზაცებით და განცხადებებით. როცა „ბი-ბი-სი“ ეყრდნობა მამა-შვილ ჩახუნაშვილებს,  ეს უკვე  ტრაგიკულ მდგომარეობაზე მიუთითებს, რაც არის შექმნილი ამ კონკრეტულ ტელევიზიაში. არაფრიდან სკანდალს ვერ შექმნით. როდესაც მიმართვიანობა არ ჰქონდათ და ერთადერთი ხელში შერჩათ ის, რომ ვიღაცის თუთიყუშს ბუმბულები გასცვივდა, ნუღარ ეცდებით თუთიყუშიდან სკანდალის შექმნას. გამოძიება შეისწავლის იმას, ვინ იყო ჩართული ამ მტრულ საქმიანობაში, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. გამოძიებამ შეიძლება ის თუთიყუშიც შეისწავლოს, რომელსაც ბუმბულები გასცვივდა, მაგრამ ამით სკანდალს ვერ შექმნით. შსს-მ იცოდა, რომ იყენებდა წყალს, იყენებდა კონკრეტულ ნივთიერებას,  კონკრეტულ გამხსნელს, რომელიც იქნა შეძენილი თავის დროზე. დანარჩენს გამოძიება შეისწავლის, მაგრამ ერთადერთი, შესაძლოა, კონკრეტული პარტიის ლიდერებს, მაგალითად, ვანო მერაბიშვილს შეექმნას გარკვეული პრობლემა თუ მან შეიძინა რაღაც ისეთი, რაც არ უნდა შეეძინა“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე -ვინც ჩააბარებს მომდევნო წლიდან და შემდგომ წლებში სახელმწიფო სასწავლებლებში, ყველასთვის სწავლა იქნება უფასო – ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება და ეს ცვლილება ეტაპობრივად დაინერგება სახელმწიფო  საუნივერსიტეტო სისტემაში

ვინც ჩააბარებს მომდევნო წლიდან და შემდგომ წლებში   სახელმწიფო სასწავლებლებში, ყველასთვის სწავლა იქნება უფასო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება და ეს ცვლილება ეტაპობრივად დაინერგება სახელმწიფო საუნივერსიტეტო სისტემაში. „რაც შეეხება უმაღლესი განათლების რეფორმას და კონკრეტულად დაფინანსების საკითხს, ჩვენ გვქონდა შეკრება, განვიხილეთ ეს საკითხი მთავრობის ფორმატშიც და პოლიტიკური საბჭოს ფორმატშიც და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 2026 წლის მიღებიდან სტუდენტებისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა იქნება სრულიად უფასო. ვინც ჩააბარებს მომდევნო წლიდან და შემდგომ წლებში   სახელმწიფო სასწავლებლებში, ყველასთვის სწავლა იქნება უფასო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება და ეს ცვლილება ეტაპობრივად დაინერგება სახელმწიფო საუნივერსიტეტო სისტემაში“, – განაცხადა პრემიერმა.

კახა კალაძე: ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი დევნილი მოსახლეობისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნაა

ჯერ კიდევ 2012 წელს პარტიის დამფუძნებელი და საპატიოთავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საუბრობდა იმაზე, რომ ჩვენიგუნდის ერთ-ერთი მთავარი…

პრემიერი – თუ 2012 წლამდე საცხოვრებელი მხოლოდ 19 000-მდე ოჯახს გადაეცა, 2012 წლის შემდეგ ჩვენ ეს რიცხვი გავაორმაგეთ და ბინა უკვე 42 000-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო, წარმატებით გრძელდება პროგრამა „სოფლად სახლი“, რომლის ფარგლებშიც 13 000-ზე მეტმა ოჯახმა უკვე შეიძინა კერძო სახლი საკუთარი მიწის ნაკვეთით

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დევნილ ოჯახებზე ზრუნვა გახდა სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, – ამის შესახებ საქართველოს…