fbpx

ყველა სიახლე

დავით ქართველიშვილი: ჩვენმა პრემიერმა კონსერვატიულ კონფერენციაზე თითქოს აუწყა ევროპას, რომ არ შეეშინდეთ, საქართველოა ცოცხალი მაგალითი იმისა, რომ ათას იმპერია გამოცვლილი, რომელთაგან ზოგიერთი უკვე გაქრა დედამიწის ზურგიდან, მაინც დგას ფეხზე

„უნგრეთში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა იყო ტრიუმფალური – ძალიან სწორ დროს, სწორ…

თამარ ჩიბურდანიძე: თუკი ევროპა არ გაიღვიძებს და მთლიანად წაშლის საკუთარ ტრადიციებსა და კონსერვატიზმს, აღმოსავლეთი ფსევდოლიბერალიზმს დაუპირისპირებს ისეთ ღირებულებებს, საითკენაც მსოფლიოს მოსახლეობის დიდი ნაწილის ყურადღება მიეპყრობა

ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ფაქტორი: აღმოსავლეთის სახელმწიფოების პოლიტიკურ დაწინაურებას (ჩინეთი, ინდოეთი და ა.შ) არა მხოლოდ ეკონომიკური…

დავიწყეთ „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობა, რომელიც გათვლილი იქნება 1000-ზე მეტ პოლიციელზე-ირაკლი ღარიბაშვილი

დღეს მიხარია, რომ ბატონ ვახტანგთან ერთად მონაწილეობა მივიღე ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაში. მოგეხსენებათ, ჩვენი გადაწყვეტილებით, დავიწყეთ „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობა, რომელიც გათვლილი იქნება 1000-ზე მეტ პოლიციელზე, ხედავთ, რომ სამუშაოები აქ უკვე დაწყებულია, მშენებელი კომპანია გვპირდება, რომ ძალიან მალე, დაახლოებით ალბათ 2 წელიწადში დასრულდება სამუშაოები და ჩვენ 1000-ზე მეტ პოლიციელს გადავცემთ ბინებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “პოლიციის ქალაქის” მშენებლობაზე სიმბოლური კაფსულის  ჩადების ცერემონიის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პროექტის ღირებულება შეადგენს დაახლოებით 125 მლნ ლარს, საიდანაც პოლიციელები გადაიხდიან სიმბოლურ ფასს, ხოლო დანარჩენს დაფარავს სახელმწიფო. „ამ პროექტის ღირებულება შეადგენს დაახლოებით 125 მლნ ლარს. პოლიციელები გადაიხდიან სიმბოლურ ფასს, მე ასე ვიტყოდი, კვ.მ.-ში 300 ლარს დაახლოებით, ასე გამოვა, დანარჩენს მთლიანად დაფარავს ხარჯებს სახელმწიფო, სამინისტრო და რაც მთავარია მინდა ვაცნობო ჩვენს საამაყო გმირ პოლიციელებს, რომ ეს პროექტი არ იქნება ერთჯერადი. „პოლიციის ქალაქების“ მშენებლობა გაგრძელდება მომავალშიც და ჩვენი, ჩემი სურვილიც არის, რომ ეს საკანონმდებლო დონეზეც იქნას გარანტირებული. მე მინდა, კიდევ ერთხელ ჩვენს გმირ და საამაყო პოლიციელებს მადლობა ვუთხრა ყველაფრისთვის, იმისთვის, რომ იცავენ ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენი ხელისუფლების ვალდებულებაა, რომ ყველაფერი საუკეთესო გავუკეთოთ ჩვენს მგმირ პოლიციელებს. კიდევ ერთხელ მადლობა ბატონ ვახტანგს და თითოეულ პოლიციელს,“- განაცხადა პრემიერმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს  თანამშრომლებისთვის განკუთვნილ „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობასთან დაკავშირებით, კაფსულის ჩადების ცერემონია გაიმართა. ერთ-ერთი შენობის საძირკველში,  სიმბოლური კაფსულა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და კომპანია „ანაგის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გოგოლიშვილმა ჩადეს. საცხოვრებელი კომპლექსი „პოლიციის ქალაქი” პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შენდება. მშენებლობის დასრულების შემდეგ, პირველ ეტაპზე, 1000-ზე მეტი მოქმედი პოლიციელი და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი მიიღებს ბინას. პროექტი „პოლიციის ქალაქი”  საბურთალოს რაიონში, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე,  ხორციელდება. 6 ჰექტარ ტერიტორიაზე 12 და 13 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსები აშენდება. საცხოვრებელ კომპლექსთან ერთად მოეწყობა გასართობი და სპორტული სივრცეები. პოლიციელებს ბინები შეღავათიან ფასად გადაეცემათ – 1კვ.მ ფართობზე 300 ლარს გადაიხდიან, დანარჩენ ღირებულებას კი სახელმწიფო დაფარავს.

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ლუიზიანას მუზეუმში ფიროსმანის მასშტაბური გამოფენა საზეიმოდ გაიხსნა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობისსამინისტროს ხელშეწყობითა და ლუიზიანას მუზეუმთანთანამშრომლობით, 4 მაისს დანიაში, ლუიზიანას თანამედროვეხელოვნების მუზეუმში, ნიკო…

თამარ ჩიბურდანიძე: კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია ფსევდოლიბერალი ოპოზიციისთვის მძიმე იყო, რადგან დაინახეს, რომ კონსერვატიზმის სახით წინ უზარმაზარი ძალა აღუდგათ

„ამ ქვეყნად ყველაზე ღირებულია რწმენა, სამშობლო და ოჯახი, რომელზედაც, ზოგადად, ადამიანის ცხოვრება დგას. არამხოლოდ ქრისტიანობა, არამედ…

ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს კანდიდატის სტატუსის მისაღებად, თუმცა, მიგვაჩნია, რომ როდესაც საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზეა საუბარი, ჩვენც უნდა გვქონდეს ჩვენი პირობები და ეს პირობები სწორედ ქართული საზოგადოების ტრადიციულ ფასეულობებსა და სახელმწიფო სუვერენიტეტს უნდა დავუკავშიროთ

🟥 საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადება: 🟥 „გვინდა გამოვხატოთ აღშფოთება ევროპარლამენტში გამართულ გამოფენასთან დაკავშირებით, რომელიც უხეშად…

ამ ეტაპზე “ხალხის ძალის” მამოძრავებელი ეროვნული კანონშემოქმედებითი საქმიანობა ადეკვატურად და სწორად ისევ აფხაზეთში იქნა შეფასებული, რაც ალბათ ჩვენი ხალხების შემდგომ დაახლოვებას შეუწყობს ხელს

“ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისადმი გაგზავნილ…

“ხალხის ძალა”: მკაფიოდ გვსურს განვაცხადოთ, რომ კანდიდატის სტატუსის საპირწონე პირობა ვერც ტრადიციულ ღირებულებებზე უარის თქმა იქნება, ვერც კანონის უზენაესობის დათმობა და ვერც კრიმინალებისთვის ხელისუფლების იძულებით გადაბარება.

„გვინდა გამოვხატოთ აღშფოთება ევროპარლამენტში გამართულ გამოფენასთან დაკავშირებით, რომელიც უხეშად და მიზანმიმართულად შეურაცხყოფს ქრისტიანების რელიგიურ გრძნობებს და…

მამუკა მდინარაძე ოპოზიციის წარმომადგენლებზე: ეს კლასტერი უკვე გახვეულია „ქოლცენტრების“ ქარიშხალში სხვადასხვა მიმართულებით – შეგვიძლია უამრავი არგუმენტი ჩამოვთვალოთ, რატომ შეიძლება აწყობდეთ გამოძიებაზე ინიციატივა თვითონ წამოიღონ

მათ სურთ ხელი შეუშალონ გამოძიებას და მის რეალურ მიმართულებას, რაც შეიძლება დეტალურად ჩაიხედონ ამ საქმეში, თავიდან…

ღირებულებების ომი მიდის მსოფლიოში, ქართული გამოწვევაა, სად აღმოვჩნდებით ამ ბრძოლაში – ჩვენ უნდა ვიყოთ საკუთარი იდენტობის, ტრადიციების, და არა სხვა მხარეს, ხალხის მხარდაჭერაც შეუძლებელია სხვაგვარი იყოს

ღირებულებების ომი მიდის მსოფლიოში და ქართული გამოწვევაა, სად აღმოვჩნდებით ამ ბრძოლაში. დარწმუნებულები ვართ და ხალხის მხარდაჭერაც…

სამტრედიაში სოფელ ხიბლარის ქალაქთან დამაკავშირებელი გზა დაიგო

მელაურის თემში შემავალი სოფელ ხიბლარის ქალაქთან დამაკავშირებელი უახლოესი გზა ამიერიდან ასფალტ-ბეტონის საფარიანია. დღეს მუნიციპალიტეტის მერმა, დავით…

ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციაზე: რუსულ ფულს არ თაკილობენ, საქართველოს საბოტაჟს ეწევიან და ყველაზე ბინძური, თაღლითური გზებით მდიდრდებიან

„თუ სადმე ნაძირალა არსებობდა, ყველამ ერთად მოიყარა თავი,ჩვენს საამაყო ოპოზიციაში. თუმცა, რა გასაკვირია? რა ნაძირალებიც ხელისუფლებაში…

მამუკა მდინარაძე ოპოზიციიის კონკრეტულ წარმომადგენლებზე – რა გამოდის, მათ აქვთ „ქოლცენტრები“ და ითხოვენ, ჩვენივე „ქოლცენტრების“ საქმეს თავად გამოვიძიებთო

კომისიას რომ ითხოვენ, ამ ყველაფრიდან გამომდინარე რა გამოდის, ამ ლოგიკას თუ გავყვებით: მათ აქვთ „ქოლცენტრები“ და…

„ქოლცენტრებით“ ევროპელ პენსიონერებს ძარცვავენ, ამ ფულით საქართველოში აფინანსებენ თავიანთ ბინძურ ტელევიზიებს, ომის პარტიის მონებს და უკან აგზავნიან ევროპელ ლობისტებთან

პარტია „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, ე.წ. „ქოლცენტრების” ფუნქციონირებასთან  სხვადასხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შესაძლო კავშირს სოციალურ…

აღმაშენებლის გამზირზე მდებარე შენობის, სადაც ე.წ. ქოლცენტრი აღმოაჩინეს, ერთ-ერთი მფლობელი გიორგი ვაშაძის ძმაა

„ქრონიკამ“ საჯარო რეესტრის ოფიციალურ მონაცემზე დაყრდნობით გაარკვია, რომ აღმაშენებლის გამზირზე მდებარე შენობას, სადაც ე.წ. ქოლცენტრი აღმოაჩინეს,…