ცოტნე ანანიძე: პრეზიდენტის შეწყალების აქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სახელმწიფოს მიდგომა ძალადობრივი აქციების მონაწილეების მიმართ არა მტრული, არამედ, სამართლებრივი და ჰუმანურია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ ძალადობრივ აქციებში მონაწილე პირების შეწყალებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ანანიძის შეფასებით, ამ ნაბიჯმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სახელმწიფოს მიდგომა აქციების მონაწილეების მიმართ სამართლებრივი და ჰუმანურია.

“პრეზიდენტის შეწყალების აქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სახელმწიფოს მიდგომა ძალადობრივი აქციების მონაწილეების მიმართ არა მტრული, არამედ სამართლებრივი და ჰუმანურია,” – წერს ცოტნე ანანიძე.

პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით სულ 226 პირი შეიწყალა. მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულ პატიმრებს შორის საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირებიც არიან.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება