ყველა სიახლე

ბექა ძამაშვილი:„ევროპული სასამართლოს მიერ დროებითი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სახით არჩევნების შედეგების შეჩერება ჯერ კიდევ 2024 წლის ბოლოს მოუთხოვია მომჩივანთა ნაწილს, რაც ევროპულმა სასამართლომ  არ დააკმაყოფილა სტრასბურგმა საჭიროდ არ ჩათვალა აღნიშნული საჩივრების არც დაჩქარებული წესით განხილვა და არც არჩევნების შედეგების შეჩერება დროებითი უზრუნველყოფის  ღონისძიების სახით“

„ევროპული სასამართლოს მიერ დროებითი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სახით  არჩევნების შედეგების შეჩერება ჯერ კიდევ 2024 წლის ბოლოს მოუთხოვია მომჩივანთა ნაწილს,  რაც ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა“, –  ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ბექა ძამაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს მიერ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული სარჩელის განხილვის დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, სტრასბურგმა საჭიროდ არ ჩათვალა არც აღნიშნული საჩივრების დაჩქარებული წესით განხილვა: „ამ საჩივრების ნაწილი შესულია 2024 წლის ბოლოს და ნაწილი – 2025 წლის დასაწყისში, თუმცა, ევროპული სასამართლო მას განიხილავს სტანდარტული პროცედურით, დაჩქარების გარეშე“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა. ბექა ძამაშვილის თქმით, ევროპულ სასამართლოში 11 ფიზიკური პირის და 1 არასამთავრობო ორგანიზაციის საჩივარია შესული. მომჩივნების ნაწილი დაობს ხმის უფლების ფარულობის დარღვევაზე, მეორე ნაწილი კი, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს, მიიჩნევს, რომ მათი უფლებები დაირღვა, რადგან არ გაიხსნა უფრო მეტი საარჩევნო უბანი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. „სტრასბურგის სასამართლოს კითხვები ეხება შემდეგ საკითხებს – რამდენად არსებობს რაიმე მტკიცებულება ხმის უფლების ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით;  რამდენად შეიძლება, ზოგადად, ირღვეოდეს ხმის მიცემის უფლება იმის გამო, რომ სახელმწიფო არ ხსნის უფრო მეტ საარჩევნო უბანს ქვეყნის ფარგლებს გარეთ და რამდენად  შეიძლება იყოს „საია“, როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაცია,  მომჩივანი ამ საქმეში. ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხის განხილვა ევროპული სასამართლოს მიერ, რადგან  ჩვენ გვექნება ავტორიტეტული ორგანოს სამართლებრივი შეფასება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მანამდე კი, ყველა შიდა და გარე აქტორს მოუწევს, დაელოდონ პროცედურებს და აღარ გააკეთონ რაიმე სპეკულაციური შეფასებები აღნიშნულ საკითხზე. ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ იქნება პრეცედენტული, რადგანაც, რასაც გადაწყვეტს სასამართლო საქართველოსთან მიმართებით, კერძოდ, არჩევნების ელექტრონული ფორმით ჩატარებასა და საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების რაოდენობასთან  დაკავშირებით, ეს იქნება პრეცედენტული და გავრცელდება ყველა სხვა ევროპულ სახელმწიფოზეც“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

თამარ ჩიბურდანიძე: პრემიერის მიერ გაცხადებული „პოლიტიკური დებატები“ ახალი გამოწვევაა და ცვლის ცალმხრივად ჩაკეტილ პოლიტიკას. ხალხს შეუძლია ღიად დაინახოს, სად არის სიმართლე

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე პოლიტიკურ დებატებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივას სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს,…

პრემიერ- მინისტრი სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად დაბალანსდეს ბიზნესისა და მოსახლეობის ინტერესები, გვინდა, ყველამ ერთად ვიზრუნოთ მოსახლეობის ინტერესებზე და მაქსიმალურად შევეცადოთ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ვიზრუნოთ ფასების დაწევაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომელსაც სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პირველადი კვლევის თანახმად, საქართველოში ფასნამატი საშუალოდ 86%-ს შეადგენს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია  და კომისიის მიზანია, შესაბამის მხარეებთან მსჯელობის შედეგად დაადგინოს, როგორ მუშაობს ფასის დადგენის ჯაჭვი და სად არის სივრცე ფასების შემცირებისთვის. „პირველადი კვლევა აჩვენებს, რომ საკმაოდ მაღალი ფასნამატი წარმოიქმნება უშუალოდ საქართველოს საზღვრიდან თარომდე და საშუალო ფასნამატი შეადგენს 86%, რაც ჩვენიაზრით, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ჩვენ დავინტერესდით, მე პირადად ვნახე მაგალითად, გერმანიაში საბითუმოდან თარომდე ფასნამატი შეადგენს 20-დან 30%-მდე ანუ ეს არის სტანდარტული ფასნამატი. ამ პირობებში 86% საკმაოდ მაღალ მაჩვენებლად გამოიყურება. ამ 86%-ის ერთი წილი მოდის დისტრიბუციაზე – 44%-ია წილი და შედარებით მცირეა წილი ქსელური მარკეტების შემთხვევაში. ჯამში არის 86%, რაც განაპირობებს იმას, რომ საქართველოში ევროპულ ფასებთან შედარებით არის ბევრად  უფრო მაღალი ფასები. ზოგიერთ შემთხვევაში არის 50%-ით მაღალი ფასი, არის ორჯერ-სამჯერ მეტი ფასი, ანუ საკმაოდ  დიდია სხვაობა ფასებს შორის.  როდესაც ბიზნესი თავისი შეხედულებისამებრ მოქმედებს, ბუნებრივია, ამას თავისი ძალიან ბევრი დადებითი მხარე აქვს, თუმცა აქ შემოდის სოციალური ფაქტორი, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად დაბალანსდეს ეს ინტერესები და ყველამ ერთად გვინდა, რომ ვიზრუნოთ მოსახლეობის ინტერესებზე და მაქსიმალურად შევეცადოთ, რამდენადაც ეს არის შესაძლებელი, ვიზრუნოთ ფასების დაწევაზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია, რათა უშუალოდ სექტორისგან მიიღოს ინფორმაცია, სად ხედავენ ისინი …

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ,ბოლნისის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულ მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა

ბოლნისში მოსულმა უხვალმა ნალექმა მუნიციპალიტეტის დასახლებულ პუნქტებიგადაადგილების პრობლემა შექმნა. 18 იანვრიდან საგანგებო რეჟიმში მიმდინარეობდაროგორც საავტომობილო გზების…

ჯანდაცვის სამინისტრომ ფსიქოტროპული მედიკამენტების გაცემის პრაქტიკა შეისწავლა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა დასოციალური დაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის ხელმძღვანელობით,პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაცფსიქოტროპული…

Responsible Statecraft: ტრამპის ახალი დოქტრინა: სტრატეგიული დომინირება და უარყოფა – როგორც ჩანს, აშშ-ს განზრახული აქვს, გამოიყენოს ლოკალური სამხედრო ქმედებები, ამავდროულად, შეზღუდოს მეტოქეთა წვდომა საკვანძო რეგიონებზე, რესურსებზე, ტექნოლოგიებსა და მმართველობის მექანიზმებზე

ახალი წელი სტრატეგიული სიგნალების ნამდვილმა კასკადმა გახსნა: 3 იანვარს ტრამპის ადმინისტრაციამ ფაქტობრივად დასაბამი მისცა, როგორც ჩანს,…

თამთა მეგრელიშვილი: ეს არის უდიდესი სკანდალი – დღეს ირკვევა, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული “საია” 2024 წელშივე ითხოვდა სტრასბურგში საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას დროებითი ღონისძიების სახით, რაზეც მიიღო სასტიკი უარი, არც კი განიხილა სასამართლომ ეს მოთხოვნა

„ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში წერს, რომ “საია” 2024 წელშივე ითხოვდა სტრასბურგში საპარლამენტო არჩევნების…

ირაკლი ლატარია: რასაც „ქართული ოცნება“ 3 წელია აფიქსირებს – ზუსტად იგივეს ღაღადებენ დღეს მსოფლიო ლიდერები. მთელ პლანეტაზე არის დაძაბულობა, ყველა – ყველას კუნთებითა და იარაღით ეთამაშება, ჩვენთან კიდევ ყველაზე მაქსიმალური მსხვერპლი არის: სოციალურ მედიაში ,,ანლაიქი”, რომელსაც თბილი ოთახიდან გიგზავნიან

გარდა იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ნელ-ნელა ყველას დაგანახათ, რას წარმოადგენთ რეალურად, ამავე დროს დაგანახათ, რას არ…

ვატო შაქარიშვილი: დღევანდელი ურთიერთობა ტრამპსა და ლარი ფინკს შორის, ამ უკანსკნელის დანიშვნა დავოსის ფორუმის თავმჯდომარედ და BlackRock-ის პირდაპირი მონაწილეობა უკრაინის ომის სამშვიდობო მოლაპარაკებებში, ცხადყოფს რეალურად ვინ მართავს ტრამპს და მთელს ამ პროცესებს

დავოსის ეკონომიკური ფორუმის ხელმძღვანელი და მასპინძელი, ამერიკული კორპორაცია BlackRock-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ლარი ფინკია. სწორედ…

თამარ ჩიბურდანიძე: აბორტების შემცირება გამოიწვია ცნობიერების ამაღლებამ, სელექციური აბორტების აკრძალვამ და არალეგალური პროცედურების კრიმინალიზაციამ

პარტია “ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე აცხადებს, რომ ბოლო 12–13 წლის განმავლობაში განხორციელებულმა პოლიტიკამ მნიშვნელოვანი გავლენა…

ლევან ჟორჟოლიანი-შვეიცარიულმა კომპანიამ ჩაატარა ყველა მყინვარული ხეობის გამოკვლევა და ანალიზი, უშუალო საფრთხე არსად არ ფიქსირდება, თუმცა არის გარკვეული არეალები, სადაც არის გაცემული რეკომენდაცია, დამონტაჟდეს ადრეული  გაფრთხილების მონიტორინგის სისტემა,წლის ბოლომდე რამდენიმე ლოკაციაზე დამონტაჟდება ეს სისტემა,ხოლო შემდეგი წლის ბოლომდე ყველგან გვექნება ეს სისტემები, სადაც რეკომენდაცია გაიცა

შვეიცარიულმა კომპანიამ ჩაატარა ყველა მყინვარული ხეობის გამოკვლევა და  ანალიზი,  უშუალო საფრთხე არსად არ ფიქსირდება, თუმცა არის გარკვეული არეალები, სადაც არის გაცემული რეკომენდაცია, დამონტაჟდეს ადრეული გაფრთხილების  მონიტორინგის სისტემა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის  ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა, „იმედის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, მთავრობის ადმინისტრაციაში შექმნილია უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობასთან კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავებას. „კლიმატის ცვლილებები აისახება მთელს მსოფლიოზე, არა მხოლოდ საქართველოზე. ჩვენ სამწუხარო შემთხვევებიც გვქონდა, სტიქიები, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ  სახელმწიფომ რისკები შეამციროს. რისკების შემცირების ერთ-ერთი პირველი ეტაპი არის კვლევების ჩატარება, ანუ იმ ადგილების იდენტიფიცირება,  სადაც შეიძლება გარკვეული საფრთხე არსებობდეს. შვეიცარიულმა კომპანიამ ძალიან კარგად იმუშავა. ყველა მყინვარული ხეობის გამოკვლევა და  ანალიზი ჩატარდა. შემდეგ მათ წარმოგვიდგინეს პრეზენტაცია. მყისიერი უშუალო საფრთხე არსად არ ფიქსირდება, თუმცა არის გარკვეული არეალები, სადაც არის გაცემული რეკომენდაცია, დამონტაჟდეს ადრეული გაფრთხილების  მონიტორინგის სისტემა. ამ მიმართულებითაც მთავრობის ადმინისტრაციაში შექმნილია უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობასთან კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავებას, ინფორმაციის მიწოდებას, რას გულისხმობს ადრეული გაფრთხილების მონიტორინგის სისტემა. ეს ზოგადად ძალიან აპრობირებული მეთოდია, მათ შორის, შვეიცარიაში და მათ ეს კარგად გამოიყენეს ერთ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც სტიქია ემუქრებოდა სოფელს. ადრეული გაფრთხილების სისტემამ მეტწილად დააზღვია ზიანი, რომელიც იქ დადგა და ვფიქრობ, რომ ადრეული გაფრთხილების მონიტორინგის სისტემის დამონტაჟებით რისკების შემცირება მოხდება. მნიშვნელოვანია, რომ მყისიერი საფრთხე ამ ეტაპზე არსად არ ფიქსირდება. არის გარკვეული ადგილები, სადაც რეკომენდაცია გაიცა და წლის ბოლომდე რამდენიმე ლოკაციაზე დამონტაჟდება ეს სისტემა, ხოლო შემდეგი წლის ბოლომდე ყველგან გვექნება ეს სისტემები, სადაც რეკომენდაცია იქნა გაცემული“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

ლევან ჟორჟოლიანი – სამწუხაროდ, ქვეყანაში გამოჩნდნენ მაღალი ფასების მომხრე ადამიანები და მათ გარკვეული პოლიტიკური მერკანტილური მიზნები ამოძრავებთ, აპრილის ბოლოს უკვე გარკვეული ხელშესახები შედეგები გვექნება, თუმცა ვფიქრობთ, რომ ფასების კლება მანამდეც შესაძლებელია

სამწუხაროდ, ქვეყანაში გამოჩნდნენ მაღალი ფასების მომხრე ადამიანები და მათ გარკვეული პოლიტიკური მერკანტილური მიზნები ამოძრავებთ, – ამის…

ლევან ჟორჟოლიანი – გვინდა, ფასწარმოქმნის ჯაჭვი ზუსტად გამოვიკვლიოთ, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რატომ არის ფასნამატები პირველადი საჭიროების პროდუქციაზე და შემდგომ ყველა ბერკეტი გამოვიყენოთ, ჩვენი მთავარი მიზანია, ფასებმა დაიწიოს

სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფარგლებში გვინდა, ფასწარმოქმნის ჯაჭვი ზუსტად გამოვიკვლიოთ, ინფორმაცია გამჭვირვალედ უნდა მივაწოდოთ საზოგადოებას, რატომ არის…

Euronews: აზერბაიჯანი აძლიერებს საინვესტიციო კავშირებს Brookfield-თან, BlackRock-თან და GIP-თან

აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის ფონდმა (SOFAZ) მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, დავოსში, გააფორმა გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებები…

ოკუპირებულ სოფელ წინაგარას მიმდებარედუკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალურიხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მადლობას უხდის პროცესში ჩართულ ყველამხარეს დაკავებულის მდგომარეობის, მისი საუკეთესო ინტერესებისგათვალისწინებისა და სწრაფი რეაგირებისთვის.…